მთავარი პოლიტიკა “რკინის კაცი” _ მესამე ცდა

“რკინის კაცი” _ მესამე ცდა

982
გააზიარეთ
“რკინის კაცი” _ მესამე ცდა

გიორგი გახარია ქართული პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. გასული კვირიდან ის არა მხოლოდ ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრია, არამედ უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც. ამასთანავე, საზოგადოების ნაწილი მას ერთგვარკრიზისების მინისტრადაღიქვამს _ მისი გამოჩენა ავანსცენაზე კულმინაციას მოასწავებს. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე მისი იმიჯის კონსტრუირებასა და გამყარებაზე სახელისუფლო პროპაგანდის უზარმაზარი მანქანა მუშაობს. ალბათ, უნდა დადგინდეს, რა როლს აკისრებს გახარიას ბიძინა ივანიშვილი თავის შექმნილ სისტემაში.

გახარიას დანიშვნამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ოპონენტები, ძირითადად, იმაზე საუბრობდნენ, რომ კოორდინაციას სხვადასხვა უწყებას შორის ერთ-ერთი მინისტრი არ უნდა უზრუნველყოფდეს, რადგან ეს დისბალანსსა და მისი გავლენის ზრდას გამოიწვევს. ისინი ხშირად ვერ ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ახალ და ძველ უშიშროების საბჭოს, რომელიც მაკოორდინებელი ცენტრის როლს ასრულებდა ხელისუფლების ყველა შტოსთვის. ის აღმასრულებელი ხელისუფლების წიაღში შეიქმნა ისეთი ფორმით, რომელიც უსაფრთხოების ექსპერტების კრიტიკას იწვევს. “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ამ ორგანოს მიმართ ცალკე დისერტაციას იმსახურებს, განსაკუთრებით იმ პერიოდის მიმართ, როდესაც მან, ფაქტობრივად, პრეზიდენტ მარგველაშვილის ჯიბრზე, “პარალელური უშიშროების საბჭო” (კრიზისების მართვის საბჭო) შექმნა, შემდეგ კი _ საკონსტიტუციო რეფორმის დროს ორივე ორგანო გააუქმა. მოგვიანებით, სპეციალისტების კრიტიკისა და სხვა გარემოებების გამო შეიქმნა პრემიერმინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც, ალბათ, შეიძლება კლასიკური უშიშროების საბჭოს უნარშეზღუდული კლონი ვუწოდოთ. თუმცა მთავარი განხილულ შემთხვევაში არის ის, რომ ამ საბჭოს მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნამ მას “ძალოვანი პრემიერის” სტატუსი განუმტკიცა. ფორმალურად, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეა, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის (სინამდვილეში _ გადაყენების) შემდეგ მთავრობა თითქოსდა ორ ნაწილად გაიყო: “ეკონომიკური პრემიერიბახტაძეა, “ძალოვანი პრემიერი” _ გახარია და ორივეს უკანრეალური პრემიერი” _ ბიძინა ივანიშვილი დგას.

მეტიც, თუ ფორმალური ასპექტიდან (ამა თუ იმ პოსტზე დანიშვნა და სხვა) აქცენტს გავლენაზე გადავიტანთ _ ვნახავთ, რომ გახარია თანდათან უახლოვდება იმ როლს, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის წლებში ვანო მერაბიშვილი, ხოლო შევარდნაძის მმართველობის დასკვნით პერიოდში კახა თარგამაძე ასრულებდა, ანუ ხდება “რკინის კაცი” _ სისტემის “ხერხემალი”. თავის დროზე ასეთი “ხერხემალი” რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური იყო, თუმცა იმ ფორმაციას თავისი სპეციფიკა ჰქონდა და, ალბათ, აჯობებს, ბოლო ათწლეულებით შემოვიფარგლოთ.

“ხერხემალი” წინა პლანზე, როგორც წესი, მაშინ გამოდის, როდესაც ხელისუფლების მდგომარეობა რთულდება. ის, როგორც პოსტსაბჭოთა პოლიტიკის, ისე ანატომიის კანონებით შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს, ხოლო მისი ტრავმა ან “გამრუდება” რეჟიმის კრახს მოასწავებს. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ კახა თარგამაძის გადადგომა (მან და ზურაბ ჟვანიამ პოსტები “პარალელურ რეჟიმში” დატოვეს) და ვანო მერაბიშვილის კონფლიქტი თანაგუნდელებთან, რომელიც ნაციონალების 2012 წლის მარცხის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. პირველი პირი სტრატეგიის შემუშავებას, ხოლო “რკინის კაცი” მის იმპლემენტაციას ახდენს, ამასთანავე, მმართველი პარტიის ლიდერებს აკონტროლებს.

“ხერხემალი” შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ და ამას შსს-ს ჰიპერტროფირებული როლი და უზარმაზარი შესაძლებლობები განაპირობებს. ყველა გეგმა, რომელიც ამ მონსტრული სტრუქტურის რამდენიმე ნაწილად დაშლას ითვალისწინებდა, დავიწყებას მიეცა და ეს გასაკვირი არაა. შსს ყველა ხელისუფლებისთვის ქვეყანაში სიტუაციის კონტროლის მთავარი ინსტრუმენტი იყო და ეს გამსხვილებას ხელს ბუნებრივად უწყობდა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში კრიმინოგენური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა (შსს-ში მიიჩნევენ, რომ შესაბამისი მაჩვენებლების ზრდა აღრიცხვიანობის გაუმჯობესების ბრალია), მას საკმაოდ ბევრი ფანი ჰყავს. უდიდესი როლი ამაში სახელისუფლო პროპაგანდამ შეასრულა, მაგრამ არის სხვა მოტივიც, რომელიც ზოგიერთ მოქალაქეს გახარიას მხარდაჭერისკენ უბიძგებს. ისინი ხედავენ, რომ მმართველ პარტიასა და ქვეყანაში ქაოსური მდგომარეობაა და მიიჩნევენ, რომ გახარიას წესრიგის დამყარება შეუძლია.

ქაოსის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თვითრეგულირების მექანიზმებზე გადაჭარბებული იმედი დაამყარა, მაშინ, როდესაც პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ქართულ პოლიტიკაში, ის გაცილებით მოკრძალებულ როლს ასრულებს, ვიდრე ბიზნესში _ ძალიან ბევრი რამ “თავისით” არ დალაგდა. ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლას, ისევე, როგორც წინამორბედი პარტიების შემთხვევაში, მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ, “ღორობის პერიოდიმოჰყვა _ დაიწყო გავლენის სფეროების განაწილება და კონკურენცია, რომელიც მმართველ ძალას ვნებდა, რადგან მასში ჩართული ლიდერები თამაშის ელემენტარულ წესებსაც უგულებელყოფდნენ. ივანიშვილი ერეოდა სიტუაციაში მხოლოდ მაშინ, როდესაც უშუალო საფრთხეს ხედავდა, იქნებოდა ეს ე.წ. კახური კლანის, კახა კალაძის, დიმიტრი ქუმსიშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და მისი პარტნიორების (ივანიშვილის ყურადღების ცენტრში ხაზარაძე აღმოჩნდა, მაგრამ იყვნენ სხვებიც) გავლენის საშიში გაფართოება თუ ირაკლი კობახიძის და ე.წ. ახალგაზრდა გვარდიის სუიციდური გადაწყვეტილებები, რომლებმაც პარტიას დიდი საიმიჯო ზიანი მოუტანა და კინაღამ იმსხვერპლა კიდეც.

ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ივანიშვილი ანეიტრალებდა შედეგს და არა მიზეზს. ბოლოს ის, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კონტროლის ნაკლებობაა, რადგან მის პოლიტიკურ პარტნიორებს ვნებებისა და მერკანტილური მისწრაფებების მოთოკვა, უბრალოდ, არ ძალუძთ. მან შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა გიორგი გახარია, რომელსაც არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია და დიდი დაგვიანებით შეუდგა კონტროლის სისტემის სრულყოფას. ახლა ივანიშვილს, შევარდნაძისა და სააკაშვილის მსგავსად, საკუთარი “რკინის კაცი” ჰყავს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესომბუდსმენად და ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში, გახარიას მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესების შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდა.

როდესაც სახლის მშენებლობის ან პოლიტიკური რეჟიმის კონსტრუირებისას დაშვებულია ფატალური შეცდომები და მისი ჩამოშლა იწყება, რკინის საყრდენმა შეიძლება გარკვეული დროით შეანელოს პროცესი, მაგრამ ვერ შეაჩერებს, რადგან რღვევას სისტემური მანკიერება განაპირობებს. თუ ვანო მერაბიშვილის ისტორიას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ ნაციონალების მმართველობის დასკვნით პერიოდში დამოკიდებულება მის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი თანაპარტიელი, განსაკუთრებით საშუალო რგოლში, მასში მხსნელს ხედავდა, რომელსაც, ილუზიებში ჩაძირული სააკაშვილისგან განსხვავებით, რეჟიმის გადარჩენა შეეძლო. გამორიცხული არ არის, რომ გახარიას შემთხვევაშიც იმავეს ვიხილავთ. გახარიას მითისშექმნაივანიშვილის მითისმსხვრევის პარალელურად დაიწყო, მაშინ, როდესაც თითქმის ყველამ დაინახა, რომ მმართველ პარტიაში სრული ქაოსია, ხოლო ის რთული, მრავალსვლიანი გეგმები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილს მიაწერდნენ, სინამდვილეში არ არსებობს.

საინტერესოა, რომ “მოქალაქეთა კავშირის” მმართველობის პერიოდში ვითარება ოდნავ განსხვავებული იყო. “შევარდნაძის მითმა” უფრო დიდხანს იცოცხლა, ვიდრე მის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, თარგამაძის ან რომელიმე სხვა “რკინის კაცის” მითის კონსტრუირების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დამდგარა. საზოგადოდ კი, ნებისმიერი პერსონალისტური რეჟიმი იძულებულია, მუდამ დაარწმუნოს მოქალაქეები, რომ ქვეყნის სტაბილურობა მმართველის გამჭრიახობასა და მისი ვეზირების ძლიერებას ეფუძნება. წარმოსახვითი სტაბილურობა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოზირია, დასკვნით ეტაპზე კი _ ერთადერთი.

პანკისში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა არა მხოლოდ გააჩინა არასტაბილურობის განცდა, არამედ გახარიას იმიჯს პირველად დაარტყა სერიოზულად, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედება დაპირისპირების მეორე, დეესკალაციის ეტაპზე მთლიანობაში სწორი იყო (რაც, ცხადია, არ აუქმებს პირველი ეტაპის შეცდომებს). ახლა მას ამ საიმიჯო დანაკარგების კომპენსირება სჭირდება დაახლოებით იმ სტილში, რომელშიც მან განმუხტა 2018 წლის 13 მაისის დაპირისპირება რუსთაველზე, სადაც ერთმანეთის პირისპირ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები და რადიკალი კონსერვატორები იდგნენ. საზოგადოების ნაწილი გახარიას მოქმედებით მაშინ კმაყოფილი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა ხელქვეითებმა ღამის კლუბებში რეიდები ჩაატარეს. შეიძლება თუ არა განმეორდეს მსგავსი რამ ლგბტ აქტივისტების პრაიდზე ან რომელიმე სხვა მსგავსი კრიზისის დროს? ნებისმიერ შემთხვევაში, გახარიას რეიტინგი უკვე აღარ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ისქართული ოცნებისპრობლემაცაა, რადგან ამ ეტაპზე სწორედ გახარია ასრულებსრკინის კაცისროლს, რომელიც (წარმოსახვით) სტაბილურობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლო პროპაგანდა კვლავ (თუმცა ამ ეტაპზე შედარებით იშვიათად) საუბრობს იმაზე, რომ გახარია მომავალი პრემიერია, ის ფაქტობრივი სტატუსი, რომელიც მას ივანიშვილმა მიანიჭა, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური პოსტი. ამიტომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რას მოიმოქმედებს რიგით მესამე “რკინის კაცი” ახლო მომავალში.

დიმიტრი მონიავა

რედაქციისგან:

რუსთავი2”-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქალა უწოდა, შს მინისტრ გიორგი გახარიას _ რუსეთის აგენტი და მას მოსკოვში დეპორტაციით დაემუქრა, თან დასძინა, რომ, თუ ასე არ მოხდება, მის სისხლს დალევს.

საინტერესოა, რა პასუხს გასცემს ამერიკელების იმედით გათავხედებულ ნიკა გვარამიას ხელისუფლება და, კერძოდ, შს მინისტრი _ აღძრავს საქმეს მის წინააღმდეგ თუ შერჩება მას ეს გაუგონარი თავხედობა, როგორც არაერთი რამ შერჩენიათ ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილ ნაციონალებს.

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ნაციონალები რო არ უნდა მოწონდეს საღ ჭკუაზე მყოფ ადამიანს გასაგებია, მაგრამ ოცნების წევრები რაღატო მოსწონთ??? ნუ ეს ,,მოწონება” რასაც ემსახურება ვიცით, მაგრამ რაღაც ხო უნდა გაგაჩნდეს ადამიანს? ან ტვინის ოდნავი ხვეულა, ან სინდისის რაიმე ფორმა? რა ხდება ხალხო ? რატო ხდება ე.წ ქართულ მედია და ინტერნეტ სივრცეში ,,ბანაკებად” დაყოფა? ან ნაცებს აქებენ ან ქოცებს და ან პირიქით??? კარგად გაქვთ ყველაფერი? დააკვირდით სად მუშაობთ, დააკვირდით საიდან გაქვთ შემოსავალი, დააკვირდით როგორ წამქეზებელ სტატიებს გიკვეთავენ. რატომ ხდებით იმათი მონები ვინც ფულს იხდის საქართველოში სიტუაციიის ,,არევაში” არევა ბრჭყალებში ჩავსვი, იმიტომ რომ არ არსებობს არც ქოცი და არც ნაცი. ეს ორი პარტია არის პროექტი ოღონდ სად მომზადებული არავინ უწყის, ან რუსეთის , ან ამერიკის და ან ე.წ უზენაესი საიდუმლო მსოფლიო მთავრობის უსუსური გეგმა.( ნუ უსუსურია თ არა ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული, ავყვებით მათ მასკარადს თუ არა) აბა ყველაფერი მთელი სოციუმ, პოლიტიკურ, არასამთავრობო და მედია სექტორი ყველა როგორ და რატო ლამობს ამ ორი ე.წ პარტიის ,,განხეთქილების” წარმოჩენას? მართლა რო იყოს მათ შორის განხეთქილება და სურდეს ან ერთს და ან მეორეს სამართალი, იმდენი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი წინა პარტიის წევრებს და გინდაც ახლებს რომ ციხეში იჯდებოდნენ ესენი ყველა. ცოცხლად არიან დასაწვავები, ესენი არიან საქართველოში შემოგდებული ნაღმები, რომლებიც უნდა გააუვნებელყო და ეხლა ჩვენზე , უბრალო ხალხზეა დამოკიდებული ავყვებით თუ არა ამ პროვოკაციას, რომელსაც უბედურების და ომის მეტი არაფერი სასიკეთო არ მოყვება. ზუსტად ამას ისახავდნენ მიზნად როცა პროექტი ,,ნაცი” და პროექტი ,,ქოცი” მომზადდა. საქართველოს მოსახლეობის გახლეჩვას, დაპირისპირებას, ომს, უბედურებას და კაცმა არ იცის შიდა ომი რაში გადაიზრდება, ამერიკას ირანთან უნდა ომის წამოჭყება, რუსეთს მთელი კავკასიის ხელში ჩაგდება და ქართველების საბოლოო გენოციდი. აბა დაფიქრდით ამ შიდა არეულობის სცენარი ვინ დაწერა და რისთვის, თქვენ ალბად გაგიკვირდებათ ამდენი შიდა მტერი როგორ გვყავსო მაგრამ გვყავს საყვარლებო, ქართველების ფსიქოპატიური მოღალატეური ბუნება იტევს და უშვებს დიდი ფულის სანაცვლოდ მათი ზრახვების შესრულებას. ისინი მიიღებენ ფულს ჩვენი მოღალატე ადამიანები და ჩვენ ომს, გაჭირვებას და სირცხვილს. ანუ რაც გვემართება . ეს იმიტომ გვემართება რომ გვჯერა ამ მოსყიდული პოლიტიკოსების, არასამთავრობოების, მედიიის, ,,ხელოვანების” მაგრამ ყველა მოსყიდული და გოიმი არაა . არიან ნორმალური ხალხი, უბრალოდ მათ არავინ აკარებს სადავეებს. დაფიქრდით სანამ ვიღაც ,,პრადვინუტ” კრეტინს მოუსმენთ სად მიდის მათი ზრახვები. თქვენ მათ საქმეებს უყურეთ და არა ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს. გამოდით ამ სისტემიდან. არ უყუროთ ტელევიზიებს, დეზინფორმაციის მეტი არაფერია, სულ დეზინფორმაცია და სულელური სერიალები. გაოგნდები ადამიანი. ეს არის ომი. ომში კი ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ. ილაყბონ და იყვნენ ნუ უსმენთ დეგენერატებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჩემი ზრი ასეთია. ალბად არ დამიბეჭდავთ ამ კომენტარს, რადგან არ მოგეწონებათ სიმართლე.

  2. გახარიას რომ შეუძლია კარგი მინისტრი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ როგორი მინისტრი იქნება გახარია, ეს ძალიან მცირედ არის დამოკიდებული თვითონ გახარიას პიროვნებაზე!
    რეჟიმის დანიშნული მინისტრი ისეთივე მძევალია რეჟიმის, როგორც თითოეული მოქალაქე!
    სანამ საზოგადოება იმდენად განუვითარებელია, რომ თანამდებობებზე გვარის შეცვლით რაიმე სასიკეთო ცვლილებებს მოელის და ვერ ხვდება რომ ეს ყველაფერი ყურადღების გადასატანი ფარსია, არაფერი სასიკეთოდ არ შეიცვლება!
    საკუთარ მოწაწყალზე, მის ხარჯზე, საკუთარი გამძარცველის ბედნიერ ცხოვრებას მხოლოდ ტელევიზორში რომ ხედავს და ამითაა ბედნიერი!
    თავის გამძარცველს რომ იცავს და იმაზე ოცნებობს ტელევიზორიდან როდის დაუქნებს ხელს!
    შიმშილისაგან მისთვის ღმერთს მხოლოდ პურის სახე რომ აქვს და მაინც სიმართლის გამო მოკეთეს რომ ლანძღავს, ის საზოგადოება სიკეთის ღირსია?
    ასეთ საზოგადოებას როგორ შეიძლება კარგი მინისტრი ყავდეს?
    რა ენაზე უნდა ელაპარაკოს?
    პრემიერმინისტრი შსს მინისტრს პედერასტებს ღირსეულ საზოგადოებად რომ წარუდგენს და მათ დასაცავდ ეკლესიის და წესიერი საზოგადოების დასჯას რომ მოსთხოვს, იმ მინისტრმა ან წესრიგი როგორ უნდა დაიცვას, ან ვისი უფლებები უნდა დაიცვას?
    დღეს შს სამინისტრო იმ პროკურატურის მოსამსახურეა და მის გარეშე ნაბიჯს ვერ დგავს, რომელიც კრიმინალების ადვიკატთა ბიუროდ ჩამოყალიბდა!

  3. ამდენი ზიზღი და სიძულვილი ერთმანეთის ალბათ ძნელია გაიხსენო საქართველოს ისტორიაში. ეს უკვე კულმინაციაა! რა ჯანდაბა გჭირთ, რით ვერ გაძეხით ერთმანეთის ზიზღით. გვარამიასნაირებს როგორ აღუპვინებთ ერს? აზრზე მოდით უბედურებო

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here