Home რუბრიკები ეკონომიკა რა არის “ინვესტი” და რას მოუტანს ის საქართველოს მოსახლეობას

რა არის “ინვესტი” და რას მოუტანს ის საქართველოს მოსახლეობას

რამაზ გერლიანი: “ინვესტით” შესაძლებელი იქნება აქციათა წილის ყიდვა, რომელიც თითოეული მოქალაქის მომავალს უზრუნველყოფს

2591
რამაზ გერლიანი

საქართველოს მოქალაქეებზე, შესაძლოა, ყოველთვიურად 1000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფულიინვესტიგაიცეს. ეს ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საუბარია, 767 პირის მიერ წარდგენილ პეტიციაზესაქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ ვაქციოთ”. მკითხველს დავპირდით, რომ ამ საკითხზე სპეციალისტების მოსაზრებებს შევთავაზებდით. გვესაუბრება აღნიშნული პროექტის ერთერთ ავტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გერლიანი:

_ “ინვესტი” არის საპრივატიზაციო ნიშანი, საპრივატიზაციო ფული, საინვესტიციოდ გამოსაყენებელი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა გამოიგონა, მისი ანალოგი არ არსებობს, ასე ვთქვათ, ნოუ-ჰაუა. სხვა ქვეყნებში ანალოგი არ არის, თუმცა პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, როდესაც გამოიყენება ვაუჩერული სისტემა. ასეთი სისტემა ჩვენ გვქონდა 1990-იან წლებში, რომელმაც არ გაამართლა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ იყო წესრიგი და ვაუჩერიზაციის პროცესიც წესიერად არ მიმდინარეობდა. მოქალაქეებს თითო-თითო ერთეული ვაუჩერი დაურიგდათ და თანაც არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ. ზოგმა მართლაც კარგად გამოიყენა, მაგრამ დიდმა ნაწილმა გამოუსადეგარად ჩათვალა. მოგეხსენებათ, 1990-იან წლებში არ იყო შესაბამისი ცოდნა, არ იყო კომპიუტერული სისტემა და, საერთოდაც, იყო შემთხვევები, როდესაც სამ ადამიანს პასპორტის ერთი ნომერი ჰქონდა. მოკლედ, უამრავი მიზეზი იყო იმისა, რომ მაშინდელი ვაუჩერების ბედი კრახით დასრულებულიყო. 1990-იანებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ შემუშავებულ პეტიციაში გაწერილია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც აქვს პირადობის მოწმობა და პირადი ნომერი, ყოვეთვიურად მიიღებს “ინვესტს”. აღრიცხვა ისე მკაცრად იქნება გაწერილი, რომ გამორიცხულია, ვინმემ “ინვესტი” დაკარგოს ან წაართვან, ან შეისყიდონ მისი ნებართვის გარეშე.

“ინვესტებით” მოხდება სახელმწიფო ქონების შესყიდვა.

_ როგორ და რა ფორმით მიიღებს რიგითი მოქალაქეინვესტს”?

_ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის 1000 “ინვესტი”, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებს. ამინვესტითმათ შეეძლებათ შეისყიდონ ყველა ის ქონება, რომელიც იყიდება; იქნება ეს მიწა, საწარმო, კორპორაციაასევე შეუძლიათ აჩუქონ სხვას ან, უბრალოდ, შეინახონ იმ დრომდე, სანამ არ დააგროვებენ საკმარის რაოდენობას სასურველ საქმეში ჩასადებად. “ინვესტისპატრონი შეზღუდული არ იქნება _ თვითონ გადაწყვეტს, რა და სად დააბანდოს.

_ მაგალითად მოვიყვანრკინიგზას”, რომელიც, შესაძლოა, გაიყიდოს. “ინვესტებირომ ჰქონდეთ მოქალაქეებს, შეძლებენ რკინიგზის აქციების შესყიდვას, მეწილედ დარეგისტრირებას?

_ რა თქმა უნდა. ყველა მოქალაქეს, რომელსაც ექნება “ინვესტი”, შეეძლება, შეისყიდოს “რგინიგზა”, მაგრამ რამდენი იქნება იქიდან ერთი მოქალაქის წილი, არავინ იცის, რადგან შესაძლოა, ვიღაცამ 1000 “ინვესტი” შეიტანოს, ვიღაცამ გაცილებით მეტი. შეიძლება 1000 “ინვესტით” ერთ ადამიანს აქციათა პაკეტის 5% ერგოს, შესაძლოა _ 0,3%. მოკლედ, ეს ადამიანის მოხერხებულობასა და გათვლაზე იქნება დამოკიდებული.

“ინვესტით” შესაძლებელი იქნება აქციათა წილის ყიდვა, რომელიც თითოეული მოქალაქის მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ ეს არის ამ პროექტის ძირითადი აზრიც. დავუშვათ, არის უპატრონოდ “დაგდებული” მიწა. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები თვითონ გამოიჩენენ ინიციატივას მიწის შესყიდვისთვის, რა თქმა უნდა, “ინვესტებით”, სახელმწიფო გამოიტანს აუქციონზე აღნიშნულ მიწას, რომელიც ლოტებით გაიყიდება და, ვისაც მეტი “ინვესტი” ექნება, მიწაც მას დარჩება.

_ ჩვენს ქვეყანაში სააქციო საზოგადოებებია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქციონერები ფულს ვერ იღებენ, საუბარია, ცოტა რაოდენობის აქციების მქონე მოქალაქეებზე

_ კერძო საკუთრებას ჰყავს მსხვილი და წვრილი აქციონერები, მსხვილი მეტია და გაუგებრობებიც ამიტომ ხდება, ისინი ბაზარზე ღიად არ მოქმედებენ. განსხვავება “ინვესტსა” და კერძო საკუთრების აქციონერებს შორის ისაა, რომ “ივნესტის” მეპატრონეები ბევრნი იქნებიან და ვერც ერთი კომპანია ვერ გაბედავს, დაჩაგროს მოქალაქე. “სახალხო პრივატიზებით” პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ვინმეს დაჩაგვრა. რაც მეტი იქნება “ინვესტის” მფლობელი, მით მეტი იქნება კომპანიაზე ზეწოლა.

დანაშაულია, როდესაც კომპანია აქციონერს ფულს არ უხდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამად, საქართველოში აქციონერებს არ აქვთ ხმის უფლება, რადგან ცოტანი არიან. “ინვესტი” იქნება საყოველთაო და მას ვერ შეეხება ვერავინ. უცხოურ ბაზრებზე, საერთაშორისო ბირჟებზე არც კი ინტერესდებიან ისეთი ტიპის სააქციო საზოგადოებით, რომელსაც მრავალი მეპატრონე არ ჰყავს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ინვესტორები არ ჩამოდიან საქართველოში. მგონი, მხოლოდ ორი ბანკია, რომლის აქციებითაც ინტერესდებიან უცხოეთში.

განსხვავება “ინვესტის” მფლობელსა და აქციონერს შორის არის ის, რომ “ინვესტის” მფლობელი იქნება ასიათასობით ადამიანი და არა თითო-ოროლა, რომლებთანაც გარიგების დადება იქნება შესაძლებელი. “ინვესტის” მფლობელებთან გარიგებას ვერ დადებს ვერავინ, ვერავინ შეძლებს გამოისყიდოს “ინვესტი”. იძულებით “ინვესტს” ვერავინ ვერავის დაათმობინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ინვესტის” ფასი აიწევს იმ დონემდე, რომ მის შესასყიდად ფული არავის ეყოფა. ბაზარზე როგორც კი გამოჩნდება, რომ ხალხი ამა თუ იმ კომპანიას ყიდულობს, ფასი გაიზრდება და გამოირიცხება მისი კაპიკებში ხელში ჩაგდება, ვერავინ “დაითრევს” ამა თუ იმ კომპანიას.

_ თქვით, რომ, ვისაც პირადი ნომერი აქვს, “ინვესტიცექნება, ვინ და რომელმა უწყებამ უნდა გადასცესინვესტიმოქალაქეებს?

_ “ინვესტის” გადაცემა მოხდება ავტომატურ რეჟიმში. ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტში ექნება მისი მიღების საშუალება. მაგალითად, თუ მიხვალთ ბანკში, თქვენს ანგარშზე იქნება “ინვესტი”, რომელსაც, რაშიც გინდათ, იმაში გამოიყენებთ; რასაც მოისურვებთ, იმის მეწილე გახდებით… გააჩნია, რამდენი “ინვესტის” მფობელი ხართ. შეგიძლიათ გაყიდოთ კიდეც.

_ რამდენად გაიყიდებაინვესტი”?

_ რამდენად გაიყიდება “ინვესტი” ეს დამოკიდებული იქნება ბაზარზე. ვაუჩერების დროს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ვაუჩერს დაუწესეს ფასი _ 30 დოლარი. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმხანად მზად იყო, 30 დოლარად დაეთმო ვაუჩერი, რამაც გამოიწვია ის, რომ ვაუჩერის ფასი კაპიკებამდე დაეცა.

“ინვესტის” ფასი თავისით უნდა დარეგულირდეს. შესაძლოა, თავდაპირველად 1000 “ინვესტის” ფასი იყოს 800 ლარი და შემდეგ აიწიოს, ან დაიკლოს. ეს პროცესი ბაზარს უნდა მივანდოთ, მოქალაქე არაფერს დაკარგავს.

თუკი ვინმე იაფად გაყიდის “ინვესტს” და ხვალ ნახავს, რომ სხვამ ძვირად გაყიდა ან სარფიანად დააბანდა, ანალოგიურ შეცდომას აღარ დაუშვებს და ფასიც შესაბამისად გაიზრდება. “ინვესტის” ფასი და ღირებულება დამოკიდებული იქნება მეპატრონეზე. პროექტში, რომელიც ჩვენ დავწერეთ, მკაცრად არის გაწერილი, რომ ყოველთვიურად ყველა მოქალაქე 1000 “ინვესტს” მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს “ინვესტის” ფასის გაზრდას. თუ “ინვესტის” პატრონი შეცდა, გამოასწორებს; თუ უნდა, დააგროვებს და დააბანდებს.

“ინვესტს” მიიღებს ყველა _ ახალშობილით დაწყებული, უხუცესი მოქალაქით დასრულებული. მეტიც, მოქალაქეობადაკარგული ქართველებიც მიიღებენ მას, ვგულისხმობთ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.

_ შესაძლებელი იქნება თუ არაინვესტისშესყიდვა?

_ რა თქმა უნდა. და ეს ძალიან კარგი იქნება, თუკი ვინმეს ზედმეტი აღმოაჩნდება, ვიღაც შეისყიდის, მაგრამ ის, რომ სრულად შეისყიდოს ვინმემ, გამორიცხულია, რადგან “ინვესტი” ყოველთვე გაიცემა, რაც კარგი პრევენციაა.

ვგეგმავთ, რომინვესტიშევთავაზოთ აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებთაც, მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეებად მიაჩნიათ თავი. ისინიც მიიღებენ ამას ყოველთვიურად.

_ პარლამენტს მოსწონს ეს კანონპროექტი, მოსახლეობა კი სკეპტიკურად აღიქვამს

_ პროცესი მიმდინარეობს, პროექტი მოწონებულია, პირველ მოსმენაზე გავიდა, მერე დაიწყება ფორმირება, იურიდიულ ჩარჩოში ჩაჯდება, კანონის ფარგლებში მოექცევა. ჩვენ მივყვებით პროცედურებს…

_ თუ კანონად იქცა თქვენი პროექტი, მზად ხართ, დაიცვათ პროცესი, რომ შიდა დინებებმაინვესტისღირსება, ასე ვთქვათ, არ შელახოს?

_ პროცესის გაფუჭება უმნიშვნელო ფაქტორსაც კი შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც ვაუჩერის დროს მოხდა _ ვიღაცამ ვაუჩერის ღირებულება განსაზღვრა… ჩვენი გუნდი მზად არის, კონტროლი გაუწიოს “ინვესტის” გაცემის პროცესს, მაგრამ, როდესაც კანონად იქცევა, ეს ყველაფერი მთავრობის ხელში გადავა და ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, მოსახლეობა უნდა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას, რაც უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში. კანონპოექტის კანონად დამტკიცების შემდეგ “ინვესტის” დარიგების პროცესამდე ექვსთვიანი სამუშაოებია ჩასატარებელი, მათ შორის, საინფორმაციო და ამის შემდეგ გაიცემა “ინვესტი”.

მოსახლეობა, ალბათ, პირველ რიგში, ფასით დაინტერესდება, მაგრამ, ვინც ფასს დაასახელებს, ის იქნება ან აფერისტი, ან დილეტანტი. ეს პროცესი საყურადღებოა და ჩვენ ამისთვის ვიქნებით მზად.

გლეხმაც კი არ იცის, თავისი მოყვანილი კარტოფილი რა ეღირება დაინვესტსფასი ვინ და როგორ უნდა დაადოს? “ინვესტისფასი დამოკიდებული იქნება მოთხოვნამიწოდებაზე. “ინვესტი”, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება ყოველთვიურად მიწოდებული მოქალაქეებზე. თუკი ვინმე ღვინოზე გადაცვლისინვესტს”, ხვალ ინანებს და უფრო ყურადღებით იქნება, მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, მისი პრობლემაა და არა სახელმწიფოსი.

_ რა სარგებლობა ექნება სახელმწიფოს?

_ სახელმწიფოს მიზანი თითოეული მოქალაქის გამდიდრებაა, “ინვესტი” ამის საშუალებას იძლევა. “ინვესტის” მეშვეობით უპატრონოდ დარჩენილი უამრავი ქონება, რომელიც უსარგებლოა, გახდება სასარგებლო. “ინვესტით” გამოცოცხლდება მეორადი ბაზარი და აქტივებს დაედება ფასი. ეს გაგვიყვანს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ციფრზე.

ეს არის იაფი ფული და მოსახლეობის გამდიდრების გზა. “ინვესტი” ყველა მოქალაქეს მისცემს იმის საშუალებას, რომ საკუთარი ბიზნესოცნებები აისრულოს…

P.S. ეს არის ინიციატივის ავტორის ხედვა. შემდეგ ნომრებში შევეცდებით შემოგთავაზოთ ექსპერტების კომენტარები.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here