მთავარი პოლიტიკა რატომ იწვის ქრისტიანული ტაძრები ევროპაში

რატომ იწვის ქრისტიანული ტაძრები ევროპაში

931
გააზიარეთ
რატომ იწვის ქრისტიანული ტაძრები ევროპაში

18 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ნანტში ცეცხლის ალში გაეხვია პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. ბრეტანის ყველაზე დიდი კათოლიკური ტაძარი აგებულია მე-15 საუკუნეში. ის მასშტაბური ნგრევისგან იხსნა 3 წლის წინათ ჩატარებულმა რესტავრაციამ, როცა თაღები ბეტონით გაამაგრეს. ეს რომ არა, ნანტის ტაძარსაც ის ელოდა, რაც პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, რომელიც 2019 წლის აპრილში თითქმის სრულიად დაიწვა.

საყურადღებოა, რომ ხანძარმა დააზიანა საფრანგეთის მთავარი ქრისტიანული ტაძრები. და, თუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შემთხვევაში საფრანგეთის ხელისუფლება არც განიხილავდა ცეცხლის წინასწარ განზრახვით გაჩენის ვერსიას, ნანტში მეხანძრეებმა მყისვე განაცხადეს, რომ ცეცხლის წყარო სამ ადგილას იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ტაძარში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

ნანტის ტაძრის დაწვამ საფრანგეთში შეიძლება არნახული შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.

დიდი ქალაქები სავსეა მუსლიმანური მაღრიბიდან წამოსულებით. საფრანგეთში ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ემიგრირებული თითქმის 6 მლნ მუსლიმანი ცხოვრობს, დღეს ეს მოსახლეობის 9%-ია.

ეს ადამიანები არ კარგავენ თავიანთ ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას მეორე და მესამე თაობაშიც კი, თუმცა, ასეთ ამოცანას არც არავინ ისახავს. საფრანგეთის რესპუბლიკა ხომ ის სახელმწიფოა, რომელიც უარყოფს კავშირს ქრისტიანობასთან და სახელმწიფო დაწესებულებებში ჯვრის ტარებასაც კი კრძალავს.

ამას ვერ ამჩნევენ ადამიანები, რომლებიც ცეცხლს უკიდებენ შუასაუკუნეების კათოლიკურ ტაძრებს და ფრანგებში კვლავინდებურად ხედავენ ჯვაროსნებს _ ჰერცოგ გოტფრიდ ბულონელის შთამომავლებს. თუმცა ეს შთამომავლები სუსტი არიან და თავიანთი წინაპრების რწმენაზეც უარი აქვთ ნათქვამი.

მულტიკულტურიზმისა და პოლიტკორექტულობის დიქტატურის ქვეშ მოქცეული ბებერი ევროპის თავს უამრავი საშინელი ამბავი ხდება.

უკვე ბევრი ფრანგი, ბელგიელი, გერმანელი, ნიდერლანდელი ხვდება, რომ მილიონობით მიგრანტი ევროპული კულტურისთვის უცხოა და მტრულად განწყობილი, ევროპული ჰუმანიზმი კი გონებასუსტობას უფრო ჰგავს.

ამ თემაზე საფრანგეთის პოპულარულ გამოცემა La Figaro-ში საინტერესო წერილი გამოაქვეყნა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ჟან-ლუი ტიერიომ, რომელმაც საფრანგეთში და, საერთოდ, ევროპაში მიმდინარე პროცესებს “საზოგადოების გაველურება” უწოდა.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

ფრანგ ისტორიკოსსა და პუბლიცისტ ჟან-ლუი ტიერიოს მიაჩნია, რომ დანაშაულის შემთხვევების მატება, რომლის ერთ-ერთი ბოლო დასტურია ნანტში ტაძრისთვის ცეცხლის წაკიდება, საზოგადოების გაველურებაზე მიუთითებს. გაველურების მიზეზი, როგორც ის La Figaro-ში წერს, იმალება იდეოლოგიაში. ეს იდეოლოგია ადანაშაულებს არა ადამიანს, არამედ საზოგადოებას, რომელმაც ვერ შეძლო ამ ადამიანის აღზრდა, ამიტომ მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში საჭიროა მორალისა და ინტელექტის სფეროების, პოლიციისა და სასამართლო სისტემის “გადაიარაღება”.

“აალებული ტაძარი, მოკლული ჟანდარმი და ავტობუსის მძღოლი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი მეხანძრე, სროლები ავტომატური იარაღიდან დიჟონში _ ეს ყველაფერი ერთი დაავადების სიმპტომებია: “მსოფლიოს გაველურების”, _ წერს ისტორიკოსი და პუბლიცისტი ტიერიო, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ხმაურიან დანაშაულებს იხსენებს.

საზოგადოებისგაველურებისაშკარა მტკიცებულება, წერილის ავტორის აზრით, არის ხანძარი ნანტის ტაძარში. და, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია საზოგადოებისთვის თავისი დასკვნები, დღეს უკვე აშკარაა, რომ ამ დროების ნიშანთვისება კანონისა და წესრიგის უგულებელყოფაა. ამ ტენდენციის აპოთეოზი, ტიერიოს აზრით, არის საფრანგეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რეაქცია პოლიციის თავნებობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის პერიოდში მიმდინარეობდა და რომელზეც შს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა: “ამის გამო გამოხატული სამართლიანი ემოციები სცილდება იურიდიული წესების ჩარჩოებს”.

პუბლიცისტი აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა მატულობს გაბატონებული იდეოლოგიის წყალობით, რომლის თანახმად ადამიანი უცოდველი იბადება, საზოგადოება კი მას რყვნის, მაგრამ ასეთი იდეოლოგიის მიმდევრებს ავიწყდებათ, რომ ბუნებრივ მდგომარეობაშიადამიანი ადამიანისთვის მგელია”, და კულტურისა და ცივილიზაციის ამოცანაა მისი (ადამიანის) ჩამოყალიბება”, _ წერს ჟანლუი ტიერიო.

ისტორიკოსის აზრით, ფრანგ საზოგადოებას სჭირდება საღი აზროვნების უნარის დაბრუნება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს შინაგან მტერს, რომელიც “გლეჯს სოციალურ ქსოვილს” და ხელს უწყობს დანაშაულის მატებას.

ამის გაკეთება კი შეიძლება მორალის საკითხების ინტელექტუალური სფეროს პოლიციისა და სასამართლო სისტემის “გადაიარაღებით”.

რაც შეეხება მორალს, მან ხაზი უნდა გაუსვას თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას თავის ქმედებებსა და შედეგებზე.

ინტელექტუალურ სფეროში, წერილის ავტორის აზრით, არავინ უნდა ჩაერიოს სხვის “გუშინდელ და დღევანდელ ჩხუბში” და ყური არ ათხოვოს “დეკოლონიზაციის” მოძრაობის წევრების მოთხოვნებს, რომლებიც ზოგიერთი მედიასაშუალების წაქეზებით ხალხის ჭრილობებზე მარილს აყრიან. ტიერიო ყველას შეახსენებს, რომ საფრანგეთი აშშ არ არის, როცა აშშ-ში სეგრეგაცია ყვაოდა, საფრანგეთში შავკანიანმა მწერალი რენე მარანი გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო მონის შთამომავალი ფელიქს ებუე _ წინააღმდეგობის მოძრაობის გმირი.

პუბლიცისტის აზრით, უცოდველი ცივილიზაცია არ არსებობს. “დიდმა მუსლიმანურმა ცივილიზაციამ, სულ რაღაც, 100 წლის განმავლობაში დაიპყრო მაღრიბი, მცირე აზია და ესპანეთის დიდი ნაწილი, რომ არაფერი ვთქვათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმებზე. დიდი აფრიკული იმპერიები _ სონგაის იმპერია და მალის იმპერია _ დაპყრობითი ომების შედეგად შეიქმნა, სომალიში კი მონათა ბაზრები 1930-იან წლებშიც მოქმედებდა”.

ტიერიო საზოგადოებას მოუწოდებს, აღარ იფიქროს წარსულის ცოდვებზე, ისტორიის ცოდნით აღჭურვილმა იაროს წინ და თვალყური ადევნოს იმას, რომ უნივერსიტეტებმა და სკოლებმა ახალგაზრდებს თავში არ ჩაუნერგონმუდმივი განხეთქილების ყლორტები”.

რაც შეეხება ცვლილებებს პოლიციის სფეროში, წესრიგის დამცველებს, სათანადო აღჭურვილობის გარდა, პატივისცემაც სჭირდებათ, _ დარწმუნებულია პუბლიცისტი. ცალკეული გადახრები აუცილებლად მკაცრად უნდა დაისაჯოს, მაგრამ, ჯამში, სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა სჭირდებათ.

ესგადაიარაღებამით უმეტეს აუცილებელია, რომ საზოგადოებისგაველურებაარა აუცილებლობა, არამედ ფრანგული განსაკუთრებულობაა, _ წერს პუბლიცისტი. ევროსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებში საქმე გაცილებით უკეთაა. მაგალითად, საფრანგეთი მნიშვნელოვნად უსწრებს გერმანიასა და იტალიას მკვლელობების, თავდასხმებისა და ძარცვის რაოდენობით 100 ათას მოსახლეზე.

ჟან-ლუი ტიერიოს აზრით, საფრანგეთის ახალ მთავრობას შეაფასებენ იმის მიხედვით, შეძლებს თუ არა ის ქვეყანაში წესრიგის დამყარებას. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეა, რადგან “არეულობა, უწინარესად, შობს უსამართლობას: ძლიერის კანონს, ეშმაკისეულის, მაფიის, კლანის კანონს”. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ცივილიზაციას, რომელშიც კანონმა სუსტი უნდა დაიცვას”.

Kp.ruსა და Russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here