Home ახალი ამბები მსოფლიო ჟურნალისტებმა გამოიანგარიშეს, რამდენი უჯდებათ რიგით ამერიკელებს ომები, რომლებშიც აშშ მონაწილეობს

ჟურნალისტებმა გამოიანგარიშეს, რამდენი უჯდებათ რიგით ამერიკელებს ომები, რომლებშიც აშშ მონაწილეობს

885
ამერიკელი ჯარისკაცები

რიცხვებმა, რომელთა გასაჯაროებაც პენტაგონს აკრძალული ჰქონდა, გვიჩვენა, რამდენი დაუჯდა საშუალოსტატისტიკურ ამერიკელს ის ომები, რომლებიც მისი ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული ავღანეთში, ერაყში, სირიაში. ნაკრები ანგარიშის მიხედვით, რომელიც ორ გვერდზეა გაწერილი, ახლო აღმოსავლეთში 16-წლიანი ომი თითოეულ გადამხდელს  7500 დოლარი დაუჯდა.

ანგარიში გამოქვეყნებულია პორტალ ZeroHedge -ზე.

ამერიკული ვებგვერდ Defense One ცნობით, ამერიკელებმა ყველაზე მეტი გადაიხადეს 2010 წლის ომების საფასურად _ საშუალოდ თითოეულ მოქალაქეზე 767 დოლარი. აქედან მოყოლებული, ყოველწლიური გადასახადი 289 დოლარამდე შემცირდა (2017 წელს). 2018 წლისთვის ანალიტიკოსები ამ თანხის 281 დოლარამდე შემცირებას პროგნოზირებენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში, ერაყსა და სირიაში პენტაგონის მონაწილეობა 2018 წელს ამერიკას 1,5 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ესეც რიგითი ამერიკელების გადასახდელი იქნება.

მაგრამ ბრაუნის უნივერსიტეტი პენტაგონის ფაქტობრივი ხარჯების განსხვავებულ მონაცემებს გვაწვდის. აქაური ანალიტიკოსების გათვლით, დანახარჯი 4,8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, ლარი ლინდსის, განცხადებით, აშშ-ის საერთო სამხედრო ხარჯები 200 მილიარდ დოლარამდე იქნება შეზღუდული. ეკონომისტები კი მიიჩნევენ, რომ ლინდსი, როგორც ჩანს, შეცდა. მათი გაანგარიშებით, ერაყში აშშ-ის შეჭრის სამი წლის განმავლობაში დაიხარჯა 1,2 ტრილიონი  დოლარი. პენტაგონი მიიჩნევს, რომ კონფლიქტებმა ერაყში, ავღანეთსა და სირიაში ქვეყნის ხაზინა 1,5 ტრილიონი დოლარით გააღარიბა.

გასულ ათწლეულებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პენტაგონი საბუღალტრო საქმიანობაში ფრიად მოისუსტებს. 2010 წელს დონალდ რამსფელდმა განუცხადა ამერიკელ ხალხს, რომ პენტაგონს სადღაც “გამორჩა” 2,3 ტრილიონი დოლარი, ანუ 8000 დოლარი თითოეულ ამერიკელ მოქალაქეზე.

შარშან, აგვისტოში, პენტაგონმა იგივე გაიმეორა. მთავრობის გამაოგნებელი განცხადებების თანახმად, აშშ-ის 6,5 ტრილიონი დოლარი, რომელიც ამერიკელებმა გადაიხადეს, შეცდომით არ იქნა აღრიცხული.

არავინ იძლევა გარანტიას, რომ “საბუღალტრო აღრიცხვის შეცდომები” არ გამეორდება. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში აშშ-ის საბრძოლო მანქანა უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოთი, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აქციონერები წლიდან წლამდე მეტად გამდიდრდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here