მთავარი ეკონომიკა პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

300
გააზიარეთ
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 203.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო – ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 23.2 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ფეროშენადნობები – 21.2 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 10.2 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და დაფასოებული მედიკამენტები იკავებენ, შესაბამისად, 5.5 მლნ და 2.5 მლნ დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 25.3 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა – ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 11.2 მლნ დოლარი შეადგინა; მას კი 6.5 მლნ დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და ქვანახშირი, ქვანახშირისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები ინაწილებენ, შესაბამისად, 4.8 მლნ და 4.5 მლნ დოლარით.

www.bpn.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here