Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის საკითხზე მართლმადიდებელთა სინაქსისის ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის საკითხზე მართლმადიდებელთა სინაქსისის ჩატარებისკენ მოუწოდა

949
პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის საკითხზე მართლმადიდებელთა სინაქსისის ჩატარებისკენ მოუწოდა

ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა სავამ მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს მოუწოდა, მოიწვიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა სინაქსისი (კრება) უკრაინის ეკლესიის საკითხის განსახილველად.

პორტალ orthodoxia.com-ს ცნობით, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მსოფლიო პატრიარქს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუცილებელია მსჯელობა უკრაინის საკითხზე, რომლის გარშემოც ვითარება ყოველდღიურად უარესდება.

ვარშავის მიტროპოლიტი სავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ ალექსანდრიის პატრიარქ თევდორესთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, მოუწოდებს სიფხიზლისკენ უკრაინის ეკლესიის საკითხებში. მიტროპოლიტი სავა არ წერს ავტოკეფალიის თემაზე, მხოლოდ ხაზს უსვამს ეკლესიების წინამძღოლთა შეკრებაზე საეკლესიო საკითხის ფართოდ განხილვის აუცილებლობას.

შეგახსენებთ: ალექსანდრიის პატრიარქმა თევდორემ საჯაროდ განაცხადა უკრაინაში, სადაც ის რამდენიმე დღის წინათ იმყოფებოდა, რომ განზრახული აქვს, მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს აცნობოს უკრაინის ეკლესიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

როგორც ცნობილია, 14 სექტემბერს წმინდა სინოდმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით, მიმართა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს მოწოდებით: მოეწყოს მართლმადიდებელთა საყოველთაო მსჯელობა უკრაინის ეკლესიაში შექმნილ ვითარებაზე.

მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here