Home რუბრიკები ეკონომიკა მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

1291

მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე 19 მაისის ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასი 3 დოლარით გაიზარდა.  განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ლონდონისა და ნიუ-იორკის წამყვან ბირჯებზე. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 54.17 დოლარი შეადგინა.


ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53.61 (+ 1.10) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50.33 (+ 0.98) დოლარი/ბარელზე.

მაისის ბოლოს ოპეკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. 2016 წლის ნოემბერში ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, ფასის შენარჩურების მიზნით, შავი ოქროს მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას რუსეთის ფედერაციაც შეუერთდა. შედეგად, რამდენიმე თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ზემოთ მიდიოდა.

ანალიტიკოსების აზრით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 57 დოლარამდე გაიზარდოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here