მთავარი ეკონომიკა „მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და წიწიბურაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ“ – რატომ...

„მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და წიწიბურაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ“ – რატომ შემცირდა ხორცის ფასი

394
გააზიარეთ
„მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და წიწიბურაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ“ - რატომ შემცირდა ხორცის ფასი

კერძოდ, თუ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში 1 კგ საქონლის ხორცი 18-დან 22 ლარამდე ღირდა, წელს 15-18 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ღორის ხორცის ღირებულებას, შარშან 12-15 ლარს შეადგენდა, წელს კი – 11-14 ლარს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია ფასის შემცირება და ხომ არ უკავშირდება ეს საქონლის რაოდენობის ზრდას. თუმცა, როგორც სასაკლაოების მეპატრონეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი მოხმარების შემცირებაა. კერძოდ, პანდემიის და მცირე შემოსავლის ფონზე, მოსახლეობა ხორცს ვეღარ ყიდულობს. ამასთან, დაიხურა რესტორენებისა და სასტუმროების დიდი ნაწილიც. ამ უკანასკნელზე კი, ხორცის რეალიზაციის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა.

როგორც თელავის სასაკლაოს „ქართული ხორცის პროდუქტები“ დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი განმარტავს, სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო, გამყიდველი იძულებულია, პროდუქტის ფასი შეამციროს.

„ხორცის ფასის შემცირება გამოიწვია ეკონომიურმა მდგომარეობამ. ხალხს ფული არ აქვს, შესაბამისად, მოხმარება ნაკლებია. მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და გრეჩიხაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ამას ემატება ისიც, რომ რესტორნების და სასტუმროების დიდი ნაწილი დაიკეტა. ეს მაშინ, როდესაც პრიდუქტის ყველაზე მსხვილი მყიდველები სწორედ ეს სექტორი იყო. აღარც ტურისტები არიან. შესაბამისად, მოთხოვნა თუ აღარ არის, მიწოდების ფასი სულ უფრო ეცემა.

რაც შეეხება დაკვლების რაოდენობას, შემცირებულია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაცილებით მეტი საქონელი მოჰყავდათ. მაგალითად, თუ ადრე თვეში 1000 – 1100 სულს ვკლავდით, ახლა 800-ზე რომ ავიდეთ, უკვე კარგია. არც დაკვლის ფასია გაზრდილი. 10 ლარი ღირს 60 კილოგრამამდე საქონელი, 20 ლარი კი – 300 კგ-იანი ძროხის დაკვლა. აქედან 5 ლარს სურსათის უვნებლობას ვუხდით, რაც რჩება იქიდან კი კომუნალურებს ვიხდით. ჩვენთვისაც ძალიან შემცირებულია მოგება“,- ამბობს სანდრო მეგუთნიშვილი.

სასაკლაო „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი: „ჩვენთან დაკვლების რაოდენობაც და ფასიც იგივეა, რაც შარშან. დაახლოებით, თვეში 60 სულს ვკლავთ. ვერ ვიტყვი, რომ ზოგადად, საქონლის რაოდენობამ იმატა. პირიქით, სულ უფრო მცირდება. ბაზრებში ხორცის გაიაფებას რა იწვევს, დაზუსტებით ვერ გეტყვით. ის ვიცი, რომ პროდუქტზე მოთხოვნა ნამდვილად შემცირებულია. თუ ვინმე ჩუმად ამარაგებს, ან ჩუმად დაკვლებია გახშირებული, ამაზე მე არ მაქვს ინფორმაცია“.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here