Home სხვადასხვა დაიჯესტი მასწავლებელმა ქმრის საყვარელი ბავშვების თვალწინ მოკლა

მასწავლებელმა ქმრის საყვარელი ბავშვების თვალწინ მოკლა

499
მასწავლებელმა ქმრის საყვარელი ბავშვების თვალწინ მოკლა

32 წლის ჩელსი კუკი იუტას შტატის (აშშ) სკოლაში ჯანდაცვის საკითხებში მასწავლებლად მუშაობდა. ქმართან გაყრილი იყო. ყოფილი ქმარი მათი 3 წლის ტყუპი ბიჭების აღზრდაში უწინდებურად მონაწილეობდა, მაგრამ ჩელსიმ ვერა და ვერ აპატია ოჯახის ღალატი და გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა, _ იუწყება Daily Mail.მას

იმ დღეს ყოფილი მეუღლე თრევისის სახლში მივიდა, ერთ-ერთი ბავშვისთვის გაცივების საწინააღმდეგო წამლის მიტანის მოტივით. მაგრამ მისი ქცევა დედის მზრუნველობას არ ჰგავდა, განსაკუთრებით, მაშინ, როცა სააბაზანოში ჩაიკეტა. თრევისმა, როგორც იქნა, დაიყოლია ჩელსი, სააბაზანოდან გამოსულიყო, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა თითქოს მზად იყო წასასვლელად და თავის პალტოს დასწვდა, ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და ბავშვების თვალწინ ორჯერ ესროლა ყოფილი ქმრის საყვარელს _ 26 წლის ლიზა ვილეიტს. სანამ თრევისი ცდილობდა დაჭრილი ქალის გადარჩენას, ყოფილი ცოლი დივანზე მოკალათდა და მშვიდად და კმაყოფილებით უცქერდა იმ უბედურებას, რომელიც მან იქ დაატრიალა. დაჭრილი ვერ გადაარჩინეს.

ჩელსი დაპატიმრებულია. მას ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here