მთავარი საზოგადოება ლევან ჩაჩუა: მოსახლეობამ არა მხოლოდ იძულებით ვაქცინაციაზე უნდა თქვას უარი, არამედ იმ...

ლევან ჩაჩუა: მოსახლეობამ არა მხოლოდ იძულებით ვაქცინაციაზე უნდა თქვას უარი, არამედ იმ პოლიტელიტაზეც, რომელიც ამას დაუკანონებს და დააძალებს

3287
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

9 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის დღის გამო ვრცელი მიმართვა გაავრცელა და ყურადღება ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთგული რჩება დასავლური კურსის: “ევროპის დღის აღნიშვნით ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ საერთო ევროპული ფასეულობების _ თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის მნიშვნელობას. ქართველმა ერმა ისტორიულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ფასეულობების ფორმირებასა და დაცვაში. სწორედ ეს საერთო ღირებულებები განაპირობებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, და სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის დღის წესრიგს…” მიმართვაში ლაპარაკია ისეთი ფასეულობებისა თუ ღირებულებების გაზიარებაზე, როგორებიცაა: თანამედროვე დასავლური დემოკრატია და დემოკრატიული პრინციპები, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და სხვ.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე დასავლური ე.წ. ლიბერალური ფასეულობები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ისტორიულ არჩევნად აცხადებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ქართველი ერის ტრადიციულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება ისეთი დასავლური “ფასეულობები”, როგორებიცაა “ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”, “თანასწორობა და განსხვავებულის პატივისცემა”, რომლებიც სცილდება ჯანსაღ მორალსა და გულისხმობს კონსერვატიული საზოგადოების ძირფესვიანად შეცვლას, ანუ, ე.წ მენტალურ რევოლუციას…

რას მოუტანს საქართველოს პროდასავლური “ლიბერალური” პრინციპებისადმი ერთგულება მაშინ, როცა მსოფლიო იცვლება, და რა გამოსავალი არსებობს ამ ვითარებაში?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროპის დღის გამო გავრცელებულ მიმართვას თუ დავუჯერებთ, საქართველო ერთგულია თავისიისტორიული არჩევანის”, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის და ქვეყანა სრულად იზიარებს თანამედროვე დასავლურ ფასეულობებს. საუბარია ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, შემწყნარებლობაზე და .. მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რას ნიშნავს თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური ფასეულობები და შემდეგ ვისაუბროთ განცხადებაზე.

_ დასავლური ნეოლიბერალიზმი, როგორც მთავარი გლობალისტური იდეოლოგია, ეს არის კაცობრიობის ფუნდამენტურად შეცვლისა და ახალი ადამიანის, ახალი ტიპის ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თეორია, რომელიც რამდენიმე ექსპერიმენტს მოიცავს. საუბარია ისეთ გარდაქმნებზე რეფორმების სახით, რომლებმაც თავდაყირა უნდა დააყენოს ადამიანური მორალი და წაშალოს ყოველგვარი სულიერ-ზნეობრივი ზღვარი. რაც შეეხება სამინისტროს მიმართვას, რომ თურმე თანამედროვე ევროპული ღირებულებები ჩვენი არჩევანია, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფი ლიბერალების გონება ვერ გამოდის იმ მოჯადოებული წრიდან, რომელზეც, მესამე ათწლეულია, ბრუნავს ქვეყანა. უკვე სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს მსგავსი განცხადებებით. წარმოიდგინეთ, რა ხდება მსოფლიოში და მათ შორის ევროპაშიც, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ და ესენი ისევ გაიძახიან, _ ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანიაო. რომელ ევროპულ ოჯახზეა საუბარი, როცა ვირუსმა, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ერთიანი ევროპის იდეა. ან რომელ თანადგომასა და მხარდაჭერაზე გვესაუბრებიან, როცა ესპანეთი და იტალია პრაქტიკულად იზოლაციაში მოაქციეს და ელემენტარული დახმარება არ გაუწიეს? _ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ ხომ თვითიზოლაცია გამოაცხადა და საკუთარ საზღვრებში ჩაიკეტა? მიმართვაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რამდენჯერმეა ნახსენები ადამიანის უფლებები. რომელ უფლებებზე საუბრობენ ესენი, როცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სადღაც ხიდის ქვეშ მდგომ ტრანსგენდერებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო კლიენტების გარეშე დარჩნენ, სახელმწიფო ფინანსურად უნდა დაეხმაროს. წარმოგიდგენიათ, ქვეყანა რა აბსურდამდე მივიდა? თურმე ჩვენ უნდა ვუხადოთ ფული ვიღაც გარყვნილ ავადმყოფებს, რომლებსაც კლიენტები შემოაკლდათ და შემოსავალი აღარ აქვთ. არადა, ოფიციალური მონაცემებით, ბავშვები კვდებიან შიმშილით საქართველოში და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამაშიც ვერ მოხვდა, რომელიც მთავრობამ არაკომპეტენტურად შეიმუშავა. რაღა შორს წავიდე, აგერ ჩემი მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახის მაგალითზე ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომქართული იდეა”‘არ ფინანსდება და უხელფასოდ მიწევს მუშაობა, ხოლო მეუღლე, რომელიც უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, შექმნილი მდგომარეობის გამო უმუშევარი დარჩა, მაგრამ სახელმწიფო დახმარების პროგრამის არც ერთი პუნქტი არ შეგვეხო და ასეა მოსახლეობის უმრავლესობა.

_ რით არის განპირობებული ხელისუფლების არაადეკვატურობა: იმით, რომ ვერ აცნოებიერებს შექმნილ ვითარებას, თუ იმით, რომ არ შეუძლია პოლიტიკური მიდგომების შეცვლა?

_ ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას და შექმნილ ვითარებას ვერ აცნობიერებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში ისევ აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ტურიზმზე და ეს დარგი მიაჩნიათ ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ფუნდამენტად. მსგავსი რიტორიკა გვესმის იმ დროს, როცა მსოფლიო მოუცავს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს და პლანეტის მოსახლეობას საკვებ-სასურსათო დეფიციტი ელოდება. საქართველოს ხელისუფლებაც და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციაც დრომოჭმული ლიბერალური კონიუნქტურის მძევლები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, ესენი ჩარჩნენ სოროსის, ჯო ბაიდენის, კლინტონებისა და მაკკეინების ეპოქაში.

გამოწვევებს რაც შეეხება, მაინტერესებს, როგორ აპირებენ მოსახლეობის გამოკვებას, როცა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად, ფაქტობრივად, ჩავარდა და ქვეყანა სურსათით მომარაგების კუთხით თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული?! რუსეთმა და ყაზახეთმა უკვე დააწესეს ხორბლისა და ბურღულეულის ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვა; საინტერესოა, როგორ მოახერხებენ იმას, რომ სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

_ ხელისუფლება თავის ერთერთ მნიშვნელოვან წარმატებადკოვიდ-19”-ის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს მიიჩნევს. ხშირად კეთდება განცხადებები, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყანაა. პრემიერმა გახარიამ თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ წარმატებას დასავლელიმეგობრებისადაპარტნიორებისაქტიური დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდით. მათ შორის საუბარი იყო მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებებზე და არა მხოლოდ. რა დახმარებებს იღებს დღეს რეალურად საქართველო და რა მიზნებზეა ეს გათვლილი?

_ ჯერ ერთი, საქართველო არანაირ დახმარებას არ იღებს, ეს ტყუილია! ამ “დახმარებით”‘ისევ სახელისუფლო შტო იღებს სარგებელს, საქართველოს მოსახლეობა კი იღებს ვალს და ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს მოსთხოვენ! მეორე _ ესენი გახარებული რომ გამოდიან და საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან მასობრივი ვაქცინაციის თემაზე მანიპულირებით, ჩვენ ხომ ვიცით, რეალურად რას ემსახურება ეს პროცესები.

_ რას ემსახურება?

_ ემსახურება იმას, რომ ჩვენისთანა ღარიბ ქვეყნებს ასესხონ ფული, ასეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი, და მერე ამ ნასესხები ფულით აყიდინონ მათ მიერვე გამოგონილი .. ვაქცინა. ფინანსურის გარდა, ეს პროცესები გათვლილია მსოფლიო ლიბერალურგლობალისტური გენერალური ხაზის განსახორციელებლად, რომლის მიხედვითაც, ადამიანის პოპულაცია 7,5 მილიარდიდან უნდა შემცირდეს 1,5 მილიარდამდე. .. სტერილიზაციის პროგრამის განხორციელება ვერ ხერხდება მხოლოდ ომებისა და ხელოვნურად გამოწვეული სამხედრო კონფლიქტების მეშვეობით. მოგეხსენებათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მე-2 მსოფლიო ომს 70 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. კაცობრიობის 6 მილიარდით შესამცირებლად კი აუცილებელია მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების ამოქმედება: აბორტების ლეგალიზაცია; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების რეკლამირება; ნარკომანიისა და სოდომიის ლეგალიზაცია; გენდერის თეორია და უშვილობის გამომწვევი ვაქცინაციები; “ოჯახის დაგეგმვისა და სკოლებში სექსუალურიგანათლებისპროგრამები; .. გენური ინჟინერია და ხელოვნურად შექმნილი ვირუსების (ასევე სხვა დაავადებათა) მეშვეობით გამოწვეული ეპიდემიაპანდემიები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს მსგავსი გლობალური პროექტების მიმართ ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავება, რათა ის, რაც მისაღებია _ მივიღოთ, ხოლო ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია _ უკუვაგდოთ… ახლა კორონავირუსით დაზაფრულ ადამიანებს აბრიყვებენ, რომ უფასო ვაქცინაცია, რომელიც სულაც არ არის უფასო და სახელმწიფო იხდის მის ფულს, მომავალში შესაძლო ეპიდემიებისგან დაიცავთ…

_ როგორ ფიქრობთ, ერთ დღესაც, როცა სიხარულით გვაუწყებენ, რომ შექმნილია ახალი ანტივირუსული ვაქცინა და მისი გაკეთება ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა?

_ მოსახლეობამ არა მხოლოდ ამ ტიპის ვაქცინაციაზე უნდა თქვას უარი, არამედ იმ პოლიტიკოსებზეც, რომლებიც ამას დაუკანონებენ და დააძალებენ. ამიტომ მინდა, მივმართო კიდევ ერთხელ ამომრჩეველს: თავს ნუ მოიტყუებთ წინასაარჩევნო ფუჭი დაპირებებით და ნუ გაიყიდებით შემოთავაზებულ სატყუარაზე. სასწორზე ნუ შეაგდებთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ეს პრობლემები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, თავს იყრის ერთ უბედურებაში, რომელსაც ჰქვია გარედან მართული, სამარცხვინო და მარიონეტი ხელისუფლება. აი, ეს არის ყველა პრობლემის თავიდათავი, რომელიც მუდმივად ზაფრავს ჩვენს საზოგადოებას.

_ რამ შეიძლება ეს ვითარება თუნდაც ნაწილობრივ გამოასწოროს?

_ ახლოვდება არჩევნები, საპარლამენტო და მერე საპრეზიდენტოც და დიდმა თუ პატარამ უარი უნდა თქვას ამ მავნე ქოც-ნაცურ პოლიტიკურ ელიტაზე. ე.წ. ლიბერალური ისტებლიშმენტი მყავს მხედველობაში. ქვეყანაში არსებობს ცვლილებებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსი, მე ვხედავ ამ რესურსს, მეცნიერების, საზოგადოებრივად აქტიური მამულიშვილებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების სახით, რომლებიც სათანადოდ აფასებენ უმძიმეს მოცემულობას, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ძალების კონსოლიდაცია, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა გააცნობიერებს, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ცალ-ცალკე მასშტაბური წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. არასწორია, თითქოს: „ქართველი ერის ტრადიციულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება ისეთი დასავლური “ფასეულობები”, როგორებიცაა “ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”, “თანასწორობა და განსხვავებულის პატივისცემა”, რომლებიც სცილდება ჯანსაღ მორალსა და გულისხმობს კონსერვატიული საზოგადოების ძირფესვიანად შეცვლას, ანუ, ე.წ მენტალურ რევოლუციას…“ პირიქით, ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა ქართველი ერისათვის დამახასიათებელი ნიშანი იყო ყოველთვის, ევროპაზე ადრე. ქართველის ნათქვამია: „ლეკი ან თათარი და შენი ძმა რომ ჩხუბობდნენ, სწორი სამართალი მიეციო“. ამ გაგებით, იგი უწინარესად ქართული ტრადიციული ფასეულობაა და არა ევროპული. კონსერვატიზმი კი იმას ნიშნავს, რომ ძველიდან შევინახოთ, რაც კარგი და პროგრესულია, და უკუვაგდოთ, რაც ცუდი და ყავლგასულია., მაგალითად, სისხლის აღების წესი, ფეოდალური მენტალიტეტი, ეთნონაციონალური „პატრიოტიზმი“ და ა.შ. ამიტომ ამბობდა სტალინი: „საქართველოს თუ დაღუპავენ, აგრესიული ნაციონალისტები დაღუპავენო“. და დაღუპეს კიდეც. ჭაბუამ 9 აპრილის შემოქმედ „ეროვნულებზე“ თქვა: „ჭკუით, ქართველებო!“-ო. ილიამ კი: „მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს…“

  2. მაგრამ ის, რომ ლეკსა ან თათარს სწორი სამართალი მისცე იმას არ ნიშნავს, რომ თათრებს (ლეკები რუსების დახმარებით მოვიცილეთ) კვერცხი უგორო და პასუხი არ მოსთხოვო, როცა ისინი დანაშაულს სჩადიან, როგორც ამას აქვს ადგილი დღეს ჰერეთში, დავით გარეჯში ან მარნეულში. ამიტომ ამბობდა ჰიტლერი: „იყავით სასტიკნი, მაგრამ სამართლიანნი“! ჩვენივე ხელისუფლება კი ლაჩარიც არის და უსამართლოც. ნაცვლად იმისა, რომ სათანადო პასუხი გასცეს თათრებს, „სტრატეგიული პარტნიორები“ უწოდებს მათ და ალიევის ძეგლს გვიჭიმავს ჩვენს დედაქალაქში!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here