Home სხვადასხვა დაიჯესტი კონორ მაკგრეგორს ძალადობა დააბრალეს

კონორ მაკგრეგორს ძალადობა დააბრალეს

521
კონორ მაკგრეგორს ძალადობა დააბრალეს

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლევანდელ იანვარში კონორ მაკგრეგორი დააკავა პოლიციამ ძალადობის ჩადენის ბრალდებით. კონორს გაესაუბრნენ და ოფიციალური ბრალდების წაუყენებლად უცებ გაათავისუფლეს. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში ერთმა ქალმა მიმართა პოლიციას განცხადებით, რომ კონორმა იგი გააუპატიურა დუბლინის ერთერთ სასტუმროში.

ეს ამბავი პრესაში უკვე გაშუქდა, მაგრამ მაშინ სპორტსმენის სახელი არ გაუმჟღავნებიათ იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება. მარკგრეგორს ბრალი ვერ დაუმტკიცეს. გაურკვეველია, რატომ გამჟღავნდა ეს ამბავი ასე დაგვიანებით.

სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არ არის დაკავშირებული განცხადებასთან კარიერის დამთავრების შესახებ, რომელიც მან 26 მარტს გააკეთა.

სპორტსმენმა არ დაასახელა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები. ეს გადაწყვეტილება ფანებისთვის ფრიად მოულოდნელი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here