Home რუბრიკები ეკონომიკა ,,იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს“- ,,ბარაქა“

,,იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს“- ,,ბარაქა“

762
,,იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს“- ,,ბარაქა“

საქართველოში იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება.

ამის მიზეზი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციაზე ფასის ზრდაა, რასაც იანვრიდან ნედლეულის იმპორტზე გადასახადის ზრდა ემატება.

როგორც ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი, გურამ ბროძელი ,,ბიზნესპრესნიუთან“ საუბრისას აცხადებს, ყველა ეს ფაქტორი ცხადია, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე აისახება და იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება.

,,რუსეთში მზესუმზირის იმპორტის გადასახადის ზრდა, საქართველოში ზეთის ფასზე აისახება პირდაპირ. ჯერ ისედაც, სექტემბრიდან დღემდე ფასი ეტაპობრივი 40-50%-ით არის გაზრდილი ჩვენს პროდუქციაზე. დამატებით, კიდევ გაზრდილი გადასახადი კიდევ მეტად ზრდას გამოიწვევს. იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ჯერ რთულია თქმა, რამდენად გაიზრდება მომავალი წლის დასაწყისში ზეთის ფასი, იმდენად რამდენადაც ერთია გაზრდილი გადასახადი და მეორეა, რა ეღირება ბირჟებზე პროდუქცია. ამ ეტაპზე, ზრდა განაპირობა იმან, რომ მზესუმზირის ნაკლები მოსავალია. ასე რომ, წინასწარ უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. მით უფრო, რომ ფასი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია ლარის კურსზეც “,-განუცხადა ბროძელმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისათვის, საქართველოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან 27,1 მლნ დოლარის ზეთი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 88,6%-ს შეადგენს. წელს სულ 30, 572 მლნ დოლარის ღირებულების ზეთის იმპორტი განხორციელდა, სულ 14 ქვეყნიდან.

რაც შეეხება მზესუმზირას, აქაც მთავარი იმპორტიორი რუსეთია. კერძოდ, წელს 10 თვეში საქართველომ სულ 4,325 მლნ დოლარის მზესუმზირა იყიდა, სულ 11 ქვეყანაში. აქედან 2,384 მლნ დოლარის ღირებულების – რუსეთში, რაც მთლიანი იმპორტის 55,1%-ია.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here