Home ახალი ამბები „თხევადი ბიოპსია“ – უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი კიბოს დიაგნოსტიკაში

„თხევადი ბიოპსია“ – უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი კიბოს დიაგნოსტიკაში

1189
მკვლევარებმა კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგეს: სისხლის ანალიზი, რომლის მეშვეობითაც სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა შესაძლებელი.

ახალი ტესტი, რომელიც დნმ–ისა და ცილების დონეზე იკვლევს კიბოს, შედეგიანი აღმოჩნდა 1000 პაციენტის 70%–ის შემთხვევაში, რომელთაც სიმსივნე ჯერ არ ჰქონდათ გავრცელებული. ამ ახალი მიდგომით, მანამდე არსებულ მეთოდოლოგიებისგან განსხვავებით, კონკრეტული ტიპის სიმსივნეების დადგენაა შესაძლებელი.

Science–ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ამ რევოლუციური მეთოდოლოგიით სიმსივნის აღმოჩენა ადამიანის ორგანიზმში მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე რაიმე სახის სიმპტომი გამოვლინდება. ასეთ ეტაპზე კი კიბოს მკურნალობა აბსოლუტურ შედეგს იძლევა.

ამ პერსპექტივით მეცნიერთა სხვა ჯგუფებიც დაინტერესდნენ და ამ მიმართულებით მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება გადაამისამართეს.

კვლევის დადებითი შედეგები წყალობით ამ დარგის ლიდერებად მისი ავტორების ჯგუფი მოიაზრება აშშ–ის მერილენდის შტატის ჯონ ჰოპკინგის უნივერსიტეტიდან. ესენი არიან ნიკოლას პაპადოპულოსი, ბერტ ფოგელშტეინი და სხვები.

„მთავარია, დნმ–ის დაკავშირება ცილებთან“, – აცხადებს კიბოს მკვლევარი ალბერტო ბარდელი, იტალიის ტურინის უნივერსიტეტის თანამშრომელი. მას ზემოხსენებულ კვლევებში მონაწილეობა არ მიუღია.

გენეტიკური მუტაცია კიბოს უჯრედების გამრავლებას იწვევს, ხოლო მომაკვდავი უჯრედებიდან მუტანტური დნმ–ის სისხლში გაფრქვევა ხდება. ჯონ ჰოპკინსის მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ე.წ. თხევადი ბიოფსიის შედეგად შეიძლება იმის გარკვევა, მოახდენს თუ არა პაციენტის სიმსივნე ამათუიმ პრეპარატზე რეაგირებას.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტესტში მეტი გენის დამატებით კიბოს უჯრედების აღმოჩენის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ გადაწყვიტეს იმ 16 გენის გამოკვლევა, რომლებიც ყველაზე ხშირად განიცდიან სიმსივნურ მუტაციას. შემდეგ მათ ყველაზე ცილების ბიომარკერების 8 ყველაზე გავრცელებული ტიპი დაამატეს ტესტს, რომლებიც კიბოს კონკრეტულ ტიპებს ახასიათებს. ამან ტესტის მგრძნობელობა გაზარდა და მკვლევარები კიბოს ქსოვილოვან ტიპამდე მიიყვანა.

1005 პაციენტის 8 ტიპის კიბოზე (რომლებიც ჯერ არ იყო მეტასტაზირებული) გამოკვლევის შედეგად, ტესტმა 33–98%–ის შემთხვევაში მოახდინა დაავადების გამოვლენა, კიბოს ტიპების შესაბამისად. მგრძნობელობამ 69% შეადგინა, რაც გაცილებით მაღალია საკვერცხეების, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის და საყლაპავის კიბოების ნაადრევ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებელს აღემატება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here