მთავარი ახალი ამბები “თურქი ანჯელინა” – რატომ შეარქვა მაყურებელმა ცნობილ თურქ მსახიობს ეს ზედმეტსახელი?!

“თურქი ანჯელინა” – რატომ შეარქვა მაყურებელმა ცნობილ თურქ მსახიობს ეს ზედმეტსახელი?!

2870
გააზიარეთ

საქართველოში თანდათანობით პოპულარობას იკრებს თურქული სერიალი „Cesur ve Güzel“ (მამაცი და ლამაზმანი), რომლის ქართული სახელწოდებაც „ფავორიტია“. სერიალში მთავარ როლებს თურქული კინოს ვარსკვლავები ქივანჩ თათლითუღი და ტუბა ბუიუკუსტუნი ასრულებენ.

ცოტა რამ ტუბა ბუიუკუსტუნის შესახებ:

ტუბა ბუიუკუსტუნი 35 წლისაა, ის თურქული კინოსა და თეატრის მსახიობია, მას ასევე აქვს ფოტომოდელად მუშაობის გამოცდილებაც. საქართველოში ის პოპულარული გახდა ისეთი სერიალებით, როგორიცაა „ასი“, „ბოშა ქალი“, „20 წუთი“ , „შავი ფული და სიყვარული“.

ტუბა დაიბადა და გაიზარდა სტამბოლში. ბავშვობაში მან მხატვრობის ნიჭი გამოავლინა და განათლებას სამხატვრო სტუდიაში იღებდა. ტუბამ სტამბოლის პრესტიჟული სკოლა „Doğus“-ი წარმატებით დაამთავრა.

სკოლის დასრულების შემდეგ ტუბამ სტამბოლის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ჩააბარა და კოსტიუმების დიზაინერის და დეკორაციების მხატვრის სპეციალობას დაეუფლა.

სტუდენტურ წლებში ტუბა ბუიუკუსტუნმა ძალები სამოდელო ბიზნესშიც მოსინჯა. ის როგორც ფოტომოდელი რეკლამირებას უწევდა ისეთ ბრენდენს როგორიცაა Pantene, MaximumCart, Kremini, Molped-ი და სხვა. სწორედ ფოტოსესიების დროს მიაქცია ყურადღება ეფექტურ შავგვრემან ლამაზმანს რეჟისორმა ტომრის გორიტლიოღლუმ და ტუბა ფილმის კასტინგზე მიიწვია.

დამწყები მსახიობის დებიუტი 2003 წელს დრამატულ სერიალში „სულთან მაქამიში“ შედგა.

პირველი დიდი წარმატება კი მელოდრამამ „ცაცხვების ქვეშ“ მოუტანა. შემდეგ უკვე იყო სერიალი სასიყვარულო ისტორიაზე „ასი“, სადაც ტუბამ მურატ ილდირიმთან ერთად მთავარი როლი შეასრულა.

წარმატების მორიგი უფრო ძლიერი ტალღა, ტუბას 2014 წელს მძაფრსიუჟეტიან სერიალში „შავი ფული და სიყვარული“ მონაწილეობისას ეწვია. სადაც მისი პარტნიორი ენგინ აკიურეკი იყო. სერიალი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აჩვენეს და ტუბას პოპულარობაც თურქეთის საზღვრებს დიდ მანძილზე გასცდა

ტუბა ბუიუკუსტუნი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, აქტიურად მონაწილეობს ქალთა უფლებების დასაცავ ღონისძიებებში და ზრუნავს უპატრონო ცხოველებზე. სწორედ ამიტომ მას “თურქ ანჯელინადაც” მოიხსენიებენ.

2015 წელს ტუბამ, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი თმით გამოირჩეოდა ვარცხნილობა შეიცვალა და თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა. როგორც აღმოჩნდა, ტუბას იმიჯის ცვლილება ქველმოქმედებასთან იყო კავშირში. მან თავისი თმა სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდს გადასცა, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც დაავადების მკურნალობის პერიოდში მედიკამენტების გამო თმა სცვივათ , პარიკებს უმზადებს.

ბუიუკუსტუნი ემის ნომინანტი პირველი თურქი მსახიობია , რომელმაც საერთაშორისო არენაზე ასეთ დიდ წარმატებას სერიალით „20 წუთით“ მიაღწია.

წყარო:ნიუპოსტი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here