მთავარი დაიჯესტი “ვოგის” ფოტოგრაფი რუსი მოდელის გაუპატიურებისთვის გასკვანჩეს

“ვოგის” ფოტოგრაფი რუსი მოდელის გაუპატიურებისთვის გასკვანჩეს

272
გააზიარეთ
იგორ ვასილიადისია

ეს კაცი მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი იგორ ვასილიადისია, _ იუწყება ტელეარხი PEH TB სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ახალგაზრდა მოდელი აცხადებს, რომ ფოტოხელოვანმა შეურაცხყო იგი თავის აპარტამენტებში, მოსკოვის ცენტრში.

მანეკენმა ლამაზმანმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ წინა დღით ვასილიადისთან ერთად ივახშმა მოსკოვის ერთ-ერთ მოდურ რესტორანში. ფოტოგრაფმა შესთავაზა, განეგრძოთ დროსტარება თავის სახლში. ქალიშვილი დათანხმდა, მაგრამ ფოტოხელოვანის სტუმართმოყვარეობა გაუპატიურებით დაგვირგვინდა. მოდელი ამტკიცებს, რომ ბერძენმა ძალით დაითანხმა ინტიმურ ურთიერთობაზე.

იგორ ვასილიადისი ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება. მასმედია აღნიშნავს, რომ ათენში დაბადებული კაცი თანამშრომლობს ცნობილ პრიალაყდიან ჟურნალებთან, კერძოდ, Vogue-ის, Elle-ის, Marie Claire-ის, L’Official-ის რედაქციებთან. ამასთან ერთად, მან სახელი გაითქვა არტპროექტებით, რომლებსაც კორეელ კინორეჟისორ კიმ კი-დუკთან ერთად განახორციელებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here