Home რუბრიკები ეკონომიკა ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც 2020 წელს საქართველოდან ოქროს ექსპორტი განახორციელეს

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც 2020 წელს საქართველოდან ოქროს ექსპორტი განახორციელეს

272
ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც 2020 წელს საქართველოდან ოქროს ექსპორტი განახორციელეს

2020 წელს საქართველოდან დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი 4-მა კომპანიამ განახორციელა, ჯამში 2,72 ტონა. შარშან უცხოეთში ოქრო გაყიდა – „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა“; RMG Gold-მა, „ავაზამ“ და „სასწორმა“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ კომპანიების მფლობელებს, რომლებმაც შარშან 4 ქვეყანაში 97,571 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდეს.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“

რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის დალი ურუშაძე, აღმასრულებელი დირექტორი კი თამარ გოგოძე. „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი არიან: თავმჯდომაბე/წევრი – ლაშა ნიკოლაიშვილი; წევრები – ვლადიმერ შავლაყაძე და დავით შენგელია.

RMG Gold

რეესტრის მიხედვით, RMG Gold-ის 96,21%-იანი წილის მფლობელია შპს მაინინგ ინვესთმენთსი, 3,79%-იან წილს კი სააქციო საზოგადოება RMG Copper-ი ფლობს. RMG Gold-ის აღმასრულებელი დირექტორი კი არის თორნიკე ლიპარტია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი არის რუსეთის მოქალაქე დმიტრი ტროიცკი, წევრები არიან დმიტრი კორჟევი და ირინა ნიკიფოროვა.

RMG Gold-ის უმსხვილესი მეწილის – შპს მაინინგ ინვესთმენთსის მფლობელი კომპანია კვიპროსში რეგისტრირებული ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდია, გენერალური დირექტორი კი ვლადიმირ პეტროვი.

„ავაზა“

შპს „ავაზა“ 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ძვირფასი ლითონებით, ქვებით და ასევე საიუველირო ნაწარმით ვაჭრობა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის იმედო მამულაშვილი.

„სასწორი“

რეესტრის მიხედვით, შპს „სასწორი“ 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ალექსანდრე ალავიძე. „სასწორის“ ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ძვირფასი ლითონებით საბითუმო ვაჭრობა.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here