Home სხვადასხვა დაიჯესტი ვირჯინიაში 12 ადამიანი მოკლეს

ვირჯინიაში 12 ადამიანი მოკლეს

490
ვირჯინიაში 12 ადამიანი მოკლეს

აშშში, ქალაქ ვირჯინია ბიჩში ყოფილმა სახელმწიფო მოსამსახურემ 12 ადამიანი მოკლა და 6 დაჭრა. პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცველებმა მოკლეს, _ იუწყებაბიბისი” .

შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ მუნიციპალურ კომპლექსში სროლა ატეხა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16 საათზე. ეს შენობა მერიასა და სასამართლოსთან ახლოს არის. იქ განთავსებულია კომუნალური სამსახურების ოფისები. როგორც ირკვევა, დამნაშავე წლების განმავლობაში ქალაქის კომუნალურ სფეროში მუშაობდა და ცოტა ხნის წინათ სამსახურიდან დაითხოვეს.

ვირჯინია ბიჩის პოლიციის უფროს ჯიმ სერვერას განცხადებით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა. უკმაყოფილო სახელმწიფო მოსამსახურემ შენობაში შესვლისთანავე დაიწყო სროლა ყველა მიმართულებით. პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა დამნაშავეც. მსუბუქად დაჭრილია ერთი პოლიციელი, რომელიც ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ადგილზე იპოვეს პისტოლეტი და შაშხანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here