მთავარი ეკონომიკა ეყოლება თუ არა ქვეყანას პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – „აირ ჯორჯიას“ თვითმფრინავები...

ეყოლება თუ არა ქვეყანას პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – „აირ ჯორჯიას“ თვითმფრინავები შემოჰყავს, მთავრობისგან პასუხს კი ისევ ელოდება

153
გააზიარეთ
ეყოლება თუ არა ქვეყანას პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - „აირ ჯორჯიას“ თვითმფრინავები შემოჰყავს, მთავრობისგან პასუხს კი ისევ ელოდება

ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.

გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „აირ ჯორჯიას“ Wizz Air-ის მსგავს პირობებში არ ჩააყენებს, კომპანია ფრენებს თბილისიდან ჩვეულებრივი ფასებით გააგრძელებს.

,,აირ ჯორჯიას” ცნობით, თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი. ამასთან, ავიაკომპანია აღნიშნული თვითმფრინავებით რეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით განახორციელებს.

„ამ ეტაპზე ორ AIRBUS -ზეა ხელი მოწერილი, მაგრამ ჯერ პირველი შემოდის. მეორე თვითმფრინავს შემოვიყვანთ 1 თვეში. შემდეგ მესამე შემოვა დეკემბერში და მეოთხე მარტში. ჯამში 4 თვიმფრინავზეა პროექტი.

ჩვენ აღნიშნული გეგმა დავაანონსეთ კიდეც, რომ ეს იქნებოდა პირველი დაბალბიუჯეტიანი ქართული კომპანია. თვითმფრინავების შემოყვანა სწორედ ამის გაგრძელებაა. თბილისში უბრალოდ შემოდის იმიტომ, რომ გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი. დღეს ეს თვითმფრინავი იმყოფება N რეგისტრაციაზე, ანუ ამერიკის დროშის ქვეშ და როდესაც შემოფრინდება, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები, რომ დარეგისტრირდეს საქართველოს დროშაზე.

როგორც იცით, ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მთავრობასთან და თუ ქუთაისის აეროპორტში მოგვცა ისეთი პირობა, როგორც Wizz Air -ს აქვს, მაშინ ჩვენ უკვე თვითმფრინავს რეგისტრაციის შემდეგ, გადავიყვანთ ქუთაისში და ფრენებს იქიდან დავიწყებთ“,- განაცხადა გიორგი კოდუამ.

როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“დამფუძნებელი განმარატს, კომპანიას სრულიად მზად არის ჯანსაღი კონკურენციისთვის. როგორც გიორგი კოდუა ამბობს, მთავრობის მხრიდან ნებართვის შემთხვევაში, მომხმარებლები გაცილებით მეტ დაბალბიუჯეტიან ადგილს მიიღებენ, ვიდრე მათ Wizz Air-ი სთავაზობს.

“პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს Wizz Air -ი პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ეს შენიშვნა მთავარობამაც ძალიან სწორად გაიგო და თქვეს, რომ ამას განვიხილავთო. მე არაფერს განსაკუთრებულს და ექსკლუზიურს არ ვითხოვ, ჩვენ ვამბობთ, რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია და არ მოხდეს მონოპოლიზაცია. არასწორია, როდესაც უცხოური კომპანია უფრო დაბალ ფასად დაფრინავს, მათ შეღავათს აძლევს სახელმწიფო და ჩვენ – არა. თუ ეს მოხდა, აპრიორი განწირული ვიქნებით გაკოტრებაზე. ამიტომ, თუ იგივე პირობებში არ ჩაგვაყენებენ, ჩვენ არ ვაპირებთ Wizz Air -ზე უარესი პირობით ვიფრონოთ ქუთაისიდან. ამ შემთხვევაში თბილისიდან განვახორციელებთ ფრენებს ჩვეულებრივ. სწორედ ეს არის იმის მიზეზიც, რომ რეისების მიმართულება არ არის დაკონკრეტებული. დაახლოებით, 2 თვეში დალაგდება ყველაფერი. გეგმაში მაქვს, რომ ეს იყოს ევროპის მიმართულება, აზია, შუა აღმოსავლეთი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნები დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე.

მე გპირდებით, რომ მთავრობამ თუ იგივე პირობებში ჩაგვაყენა, როგორშიც Wizz Air -ია, მაშინ ჩვენ უფრო უკეთეს ფასებს დავდებთ. Wizzair-ს რომ აქვს, 30-50-100 ევრო ბილეთების ღირებულება და ფასებით თამაშობს, ჩვენ გვექნება ანალოგიურად 30-50 ევროდ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ დაბალბიუჯეტიან ადგილებს ჩავუშვებთ და შევინარჩუნებთ დაბალ ფასებს. თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენცია გავუწიოთ Wizz Air -ს, ეს უბრალოდ ბიზნესინტერესია. მივესალმები, რომ იფრინოს Wizz Air-მაც, ისიც უფრო ყურადღებით იქნება, რომ ფასები არ აწიოს. თუ აწევს, დაკარგავს მგზავრს და ა.შ. როდესაც ჯასაღი კონკურენცია იქნება, ისევ საზოგადოება იხეირებს. ჩვენ მზად ვართ კონკურენტუნარიანი ფასებისთვის.

გარდა ამისა, აქამდე ქართულ კომპანას არ უფრენია დაბალბიუჯეტიანის სტატუსით და ეს პირველად მოხდება“,-განაცხადა გიორგი კოდუამ.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here