მთავარი დაიჯესტი ეს შეშლილი, შეშლილი კაცობრიობა

ეს შეშლილი, შეშლილი კაცობრიობა

სექსუალური იდენტიფიკაციის 50 ვარიანტი

199
გააზიარეთ
ეს შეშლილი, შეშლილი კაცობრიობა

Associated Press იუწყება, რომ აშშშიფეისბუკისმოსარგებლე 159 მილიონ მოქალაქეს თავისი სექსუალური კუთვნილების დასადგენად შეუძლია 50 ვარიანტიდან ერთერთი აირჩიოს.

ცოტა ხნის წინათ ზოგიერთ ადამიანს შეეძლო ესაუბრა ლეგალიზაციის ქორწინების 30 ვარიანტის უმოკლეს დროში ლეგალიზაციის შესახებ. ეს აღიქმებოდა ფანტასტიკად, უმეტესობა კი შეშლილი ადამიანის ბოდვად, ელემენტარულ გიჟობად მიიჩნევდა.

მაგრამ გადის დრო და დღეს ვიგებთ, რომ “ფეისბუკი” ლგბტ თემთან კონსულტაციისა და ორიენტაციაარეულებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ინტერნეტქსელების მომხმარებლებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას _ 50-დან აირჩიეს ერთ-ერთი, რომლის ხოშიც აქვს და ოფიციალურად განაცხადოს, რომ ამა და ამ გენდერული სახეობის წარმომადგენელია. ცოტა ხნის წინათ ინტერნეტში ჩასახლებულებს მიაჩნდათ, რომ არჩევანი ისეთივე უმარტივესი პროცედურა იყო, როგორც ნებისმიერი თამაშის (ბავშვების, ყმაწვილების) მონაწილე გუნდებისთვის შემადგენლობის შერჩევა: არჩევანი _ მე, არადანი _ შენ, შენ _ ქალი და მე _ კაცი. დღეს, ანუ დემოკრატიის განვითარების პიკზე აკაუნტის მფლობელ მოქალაქეს შეუძლია თავის პროფილში შეცვალოს ეს სტრიქონი.

დღეს გენდერული თვითინდიფიკაციის კლასიკურ შესაძლებლობათა სიაში დამატებულია ახალი ვარიანტები. ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებას “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე შესთავაზეს.

“თუ “ფეისბუკზე” შედიხარ იმ მიზნით, რომ ურთიერთობა დაამყარო იმ ადამიანებთან და საზოგადოებებთან, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა, კომფორტულად იგრძნო თავი და, ამასთანავე, დარჩე ისეთად, როგორიც ხარ, ეს დასაძრახი არ არის. ასეთი ურთიერთობის დამყარების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილთა თვითინდიფიკაცია, მათ შორის, სექსუალური ნიშნითაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი სცილდება “ქალის ან მამაკაცის” ალტერნატივის ჩარჩოებს”, _ ნათქვამია ინტერნეტგიგანტის განცხადებაში.

“ფეისბუკის” თანამშრომლის _ ბრიელ ჰარისონის განცხადებით, რომელიც წარმოგვიდგება ტრანსექსუალად, ეს სიახლეები მნიშვნელოვანი მიჯნა იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც მანამდე უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულები, უფლებააყრილ ადამიანებად თვლიდნენ თავს, რადგან არ ჰქონდათ უფლება, აერჩიათ ის სქესი, რომელიც, მათი აზრით, უკეთესად ასახავს მათ შინაგან ბუნებას.

“უამრავი ადამიანისთვის ეს შეუმჩნევლად გაივლის, მაგრამ ზოგისთვის ეს ნამდვილი გარღვევაა”, _ შენიშნა ჰარისონმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here