Home სხვადასხვა დაიჯესტი ეკოლოგიური სიგიჟე შორს მიმავალი მიზნებით

ეკოლოგიური სიგიჟე შორს მიმავალი მიზნებით

707
ეკოლოგიური სიგიჟე შორს მიმავალი მიზნებით

156 ქალაქში გამართული საპროტესტო აქციები 4 მლნ მონაწილით (ზოგჯერ ქუჩებში დაპირისპირებით) ახალი საერთაშორისო მოძრაობის მხრიდან ძალის ძალიან სერიოზული დემონსტრაციაა.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 20 სექტემბერს 100 ათასი კაცი (ძირითადად, ახალგაზრდები, ტემპერამენტიანები და არც ისე ჭკვიანები) გამოვიდა ბერლინში, 60 ათასი _ ნიუ-იორკში და მიტინგებს აწყობდნენ (პარიზში პოლიციასაც კი დაუპირისპირდნენ ფიზიკურად) ყველაფრისთვის, რაც კარგია, მათ შორის გლობალური დათბობისგან დედამიწის გადასარჩენად, აგრეთვე, აპროტესტებდნენ ყველაფერს, რაც ცუდია. სინამდვილეში ისინი ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ პაიკებად სხვის პოლიტიკურ თამაშებში.

თუ შესრულდება პროგრამა მიტინგებისა, რომლებმაც შეძრეს ბერლინი, ნიუიორკი, სიდნეი, ვაშინგტონი და ლონდონი, მაშინ რუსეთსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უნდა აიკრძალოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება, ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარება და, საზოგადოდ, საკუთარი მოქალაქეების გამოკვება.

თუ გლობალური კლიმატური გაფიცვებით აღფრთოვანებული მწვანე სიგიჟის მომხრეები აშშ-ში ან ევროკავშირში შეძლებენ ხელისუფლების სათავეში მოსვლას, მაშინ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი მაქსიმალურად მკაცრი ეკოლოგიური სანქციებისთვის უნდა მოემზადონ. პლანეტის 156 ქალაქში გამართული მასშტაბური პოლიტიკური აქციების ორგანიზების ოფიციალური ვერსია ძალიან მიმზიდველია, მაგრამ სრულ სურათს არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ მოძრაობას მხარს უჭერს აშშ-ის დემოკრატიული პარტია, რომელმაც მოსწავლე გოგონა, გრეტა ტანბერგი, მიიწვია ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის მორალის წასაკითხად,

გრეტა ტანბერგი
გრეტა ტანბერგი

მოძრაობას, აგრეთვე, მხარს უჭერენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური პარტნიორები (მათ შორის Amnesty International-ი) და მედიამანქანა _ The New York Times-ით დაწყებული, Bloomberg-ით დამთავრებული.

კლიმატური გაფიცვების ორგანიზატორთა მოთხოვნების ოფიციალური სიის პირველივე პუნქტი მიუთითებს, როგორც ორგანიზატორთა პოლიტიკურ კუთვნილებაზე, ისე მათ უკიდურესად სპეციფიკურ წარმოდგენაზე ეკონომიკის მიმართ.

ჩვენ მოვითხოვთახალ მწვანე კურსს”: გარდავქმნათ ჩვენი ეკონომიკა 100 პროცენტით სუფთა ენერგიის გამოსაყენებლად 2030 წლისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით თანდათან შევწყვიტოთ წიაღისეული სათბობის მოპოვება სამართლიანი და თანასწორუფლებიანი რეფორმებისთვის; დაუყოვნებლივ შეწყდეს წიაღისეული სათბობის მოპოვების, გადამუშავებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების შესახებ უფლების გაცემა”.

იოლი შესამჩნევია, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესრულება სწრაფად გამოიწვევს ეკონომიკურ კატასტროფას და პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდება დაახლოებით XIX საუკუნის პირველი ნახევრის ცხოვრების დონეზე. მეტიც, “ახალი მწვანე კურსის” ხსენებაც კი სრულიად ააშკარავებს “პლანეტის გადასარჩენად მოსწავლეთა გაფიცვების” ავტორების პოლიტიკურ იდენტობას.

ალექსანდრია ოკასიო-კორტესი
ალექსანდრია ოკასიო-კორტესი

“ახალი მწვანე კურსი” (მას უფრო მიესადაგება სახელწოდება “ახალი მწვანე გარდაქმნა”) _ ეს არის აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყველაზე რადიკალური ნაწილის პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა, რომელიც კონგრესმენ ალექსანდრია ოკასიოკორტესმა შეიმუშავა და რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტობის ბევრი კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან.

ჩვენ უკვე ვწერდით არსზე (“გლობალური დათბობის გლობალური აფერა”. იხ. “საქართველო და მსოფლიო” #21, 2019 წ.) ამ მწვანე პოპულიზმის მანიფესტისა, რომლის მიხედვითაც განზრახულიაეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაყველასთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს მუშაობა; უარის თქმა ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ატომურ ენერგეტიკაზე (გლობალურ დათბობასთან ბრძოლის სახელით); გადასვლა მწვანე ენერგიაზე; პირადი ავტომობილებისა და ავიაფრენების (აგრეთვე, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის სახელით) რადიკალური შემცირება, აგრეთვე, ყველა შენობის გარემონტება ენერგოეფექტიანობის მომატების მიზნით.

ამ ფონზე პროგრამის შემდგენელთა სურვილი ძროხების რაოდენობის შემცირების თაობაზე (პროგრამის ავტორებმა საჯაროდ გამოთქვეს სინანული, რომ “ათი წლის განმავლობაში აშშ-ში ძროხების რაოდენობის ნულამდე დაყვანა ვერ მოხერხდა”) სრულიად გასაგებია. ჩანს, პროგრამა დაიწერა იმისთვის, რომ ყველას მოეწონებინა. ეს მილიონერები კი მასობრივად აფინანსებენ სტარტაპებს, რომლებიც სინთეტიკური ბოჭკოებითა და საკვები დანამატებით დამზადებულ “ეკოლოგიურად სუფთა სტეიკებს” ჰპირდებიან ხალხს.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრი პოლიტიკოსი მზად არის, მიიღოს და განახორციელოს თვით ყველაზე დესტრუქციული პროგრამებიც კი, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ძალაუფლება.

აშშის დემოკრატიული პარტიის ყველაზე რადიკალური წარმომადგენლებისა და დასავლეთის ქვეყნებიდან მათი მწვანე თანამებრძოლების პროგრამა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკების დეტონაციითა და ამერიკელების, ფრანგების, გერმანელებისა და ინგლისელების ცხოვრების დონისთვის ძირის გამოთხრით რომ შემოიფარგლებოდეს, კიდევ არაფერი. პრობლემა არის ის, რომ ყველაეკოლოგიურდაკლიმატურდასავლურ დღის წესრიგს აქვს აშკარად გამოხატული რუსოფობიური მიმართულება, რომელიც უკვე ჩანს კლიმატური ცვლილებებისგან პლანეტის დაცვის საბაბით განხორციელებულ კონკრეტულ ანტირუსულ მოქმედებებში.

დასავლურ მასმედიასა და ექსპერტებს უყვართ რუსეთის დადანაშაულება, რომ ის ცდილობს, გამოიმუშაოს (!) კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე და კიცხავენ მას, _ ეკონომიკურ და სამხედრო სარგებელს ნახულობს, როცა დასავლეთი წვალობს და იტანჯებაო.

* “ზოგიერთ რუსს, სამწუხაროდ, მიაჩნია, რომ გლობალური დათბობა არც ისე ცუდია”, _ დაიჩივლა ავტორიტეტულმა ჟურნალმა The Economist-მა.

“არქტიკის ყინულის დნობის პარალელურად რუსეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოები, რომლებიც დაფარული იყო ყინულით. ამასთანავე, რუსეთი აძლიერებს თავის პოტენციალს ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად (არქტიკის იმ ნაწილიდან, რომელიც ყინულის დადნობის შემდეგ ნაოსნობისთვის გამოსადეგი იქნება), რათა დაემუქროს აშშ-ის სანაპირო ზოლს”, _ პანიკაშია ამერიკული გამოცემა Politico.

* “კლიმატის ცვლილებით რუსეთი სოფლის მეურნეობის ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რადგან მისი ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი გაყინული ტუნდრიდან ნაყოფიერ ნიადაგიან სავარგულებად გადაიქცევა. დათბობის შედეგად რუსეთი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი მიმართულება იქნება, რაც კიდევ უფრო დაეხმარება კრემლს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში”, _ წერს ჟურნალი National Interest-ი, რომელსაც იტალიური La Stampa-დან მოჰყავს ციტატები.

დასავლეთში კლიმატური სიგიჟის იდეოლოგია, სამწუხაროდ, ძალას იკრებს და სავსებით რეალურია სცენარი, რომლის მიხედვითაც ახალ ცივ ომში მკაცრ იდეოლოგიურ დაპირისპირებას აშკარად გამოხატული ეკოლოგიური ასპექტი ექნება.

ასე რომ, ბარიკადების ერთ მხარეს შეიძლება აღმოჩნდნენ XIX საუკუნეში დაბრუნების მომხრეები, ძროხების რაოდენობის შემცირებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შეჩერების; ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მოპოვებისა და ატომური ენერგეტიკის აკრძალვის მხარდამჭერები; ხოლო მეორე მხარეს _ “კლიმატური რეალისტები” (რომელთა როლებსაც დღეს ყველაზე მეტად შეესაბამება რუსეთი და ჩინეთი) ბუნებრივი აირის გათბობით, ბენზინით, გემრიელი სტეიკებითა და არა ბრძოლის, არამედ ჩვენი შესანიშნავი პლანეტის კლიმატით ტკბობის სურვილით.

Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here