მთავარი დაიჯესტი “ევროკავშირი ევროპა კი არ არის, საზიზღარი სიყალბეა”

“ევროკავშირი ევროპა კი არ არის, საზიზღარი სიყალბეა”

744
გააზიარეთ
“ევროკავშირი ევროპა კი არ არის, საზიზღარი სიყალბეა”

ევროკავშირს ცუდი დრო უდგას. ბრიუსელის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ევრობიუროკრატიის ქმედებები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში არაფექტიანი იყო. ბევრი ევროკავშირის დეზინტეგრაციაზეც ალაპარაკდა.

გერმანიის ყოფილმა საგარეო მინისტრებმა _ იოშკა ფიშერმა და ზიგმარ გაბრიელმა გამოცემა Tagesspiegel-ში გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება გაფრთხილებით კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ევროკავშირის შესაძლო დაშლის შესახებ. მათ უსაყვედურეს კოლეგებს ესპანეთისა და იტალიისთვის არასაკმარისი დახმარების გაწევის გამო და სამაგალითო უწოდეს რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებს.

ევროპულმა მასმედიამ გაავრცელა იტალიულ გაზეთ “ლა რეპუბლიკას” მთავარი რედაქტორის, ჯანლუკა დი ფეოს, სიტყვები: არ ყოფილა არანაირი სოლიდარობა და კოორდინაცია. ეს იყო სამწუხარო გაკვეთილი, რომელსაც ვერ დავივიწყებთ. როდესაც ეს ჭირი დასრულდება, არაფერი იქნება ისე, როგორც უწინ იყო. ევროკავშირი საფუძვლიანად უნდა გარდაიქმნას”, _ განაცხადა დი ფეომ.

პოლონურმა გამოცემა Polonia Christiania-მ სევდიანი ირონიით დაწერა, რომ ევროკავშირი გულმოდგინედ არეგულირებდა ბანანების მოხრილობას და იბრძოდა სექსუალურ სფეროში ექსპერიმენტატორების ინტერესების დასაცავად, მაგრამ ეფექტიანობა ვერ გამოამჟღავნა საგანგებო სიტუაციაში. ადამიანების რეალურ პრობლემებს აგვარებდნენ არა საერთაშორისო ორგანიზაციები, არამედ მთავრობები და სხვა ეროვნული სტრუქტურები.

მარინ ლე პენი
მარინ ლე პენი

თავიანთ აზრს გამოთქვამენ პირველი ეშელონის ევროპელი პოლიტიკოსებიც. იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა შეიძლება ვერ გადაიტანოს “კოვიდ-19”-ის აფეთქება. საფრანგეთის პოლიტიკური პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა ყოველკვირეულ Valerus-ში გამოაქვეყნა ევროპაში შექმნილი ვითარებისადმი მიძღვნილი ანალიტიკური მასალა. ევროკავშირმა, გლობალიზმის ზეიმის ლაბორატორიამ, ხელოვნურმა კონსტრუქციამ, რომელიც თავს მსოფლიო მთავრობის წინამორბედად მიიჩნევდა, თავისი დრო მოჭამა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეს მთავრობა, რომელიც არამდგრადობითა და გულგრილობით გამოირჩეოდა, ახლა უკვე ზიზღს იმსახურებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროპა მკვდარია? სულაც არა! ევროკავშირი ევროპა კი არა, მისი საზიზღარი სიყალბეა”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა.

ლე პენს მიაჩნია, რომ ევროპაში თითოეულმა ერმა თვითონ უნდა დაწეროს თავისი ისტორია კონტინენტური თანამშრომლობის პირობებში, მაგრამ უნდა ეყრდნობოდეს კანონიერი ნაციონალური გრძნობების პატივისცემას. კრიზისმა”, _ დაწერა ლე პენმა, _ დაუბრუნა მნიშვნელობა ისეთ სიტყვებს, როგორიც არისსუვერენიტეტი”, “საზღვრები”, “ნაციონალური ინტერესები”.

ევროინტეგრაციის მიმართ ევროპელთა იმედგაცრუების ფონზე ამუშავდა გლობალისტების “მძიმე არტილერია”. სიტყვით გამოვიდა ჯორჯ სოროსი: “ევროკავშირმა უნდა მოიზიდოს სახსრები, რომლებიც აუცილებელია აღსადგენი სამუშაოების ფონდისთვის და ეს უნდა გააკეთოს “მუდმივი ობლიგაციების” რეალიზაციით, რომლებისთვისაც საჭირო არ იქნება ძირითადი ვალის გადახდა”, _ განაცხადა ცნობილმა საერთაშორისო სპეკულანტმა.

ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი

სოროსი ამბობს, რომ ფსონზე დევს “ევროპის გადარჩენა”. ევროკავშირის საერთო ვალად, სოროსის აზრით, უნდა ჩაითვალოს ასტრონომიული თანხა _ 1 ტრილიონი ევრო. ეს მოსაზრება მან იმით გაამართლა, რომ საჭირო არ იქნებოდა ვალის ძირის გადახდა და შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ პროცენტების გასტუმრებით, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს იმაზე, რომ ამით ეროპული სახელმწიფოების თანამეგობრობა გადაიქცეოდა კომერციულ საწარმოდ, ნდობაზე დაფუძნებულ რაღაც კომანდიტურ ამხანაგობად, რომელშიც თითოეული თავისი ქონებით აგებს პასუხს საერთო ვალდებულებებზე და ამით მუდმივ კაბალაში აღმოჩნდება.

უნგრელმა ეკონომისტმა იმრე ბოროსმა სოროსის შეთავაზება ნარკოტიკზე “შეჯდომას” შეადარა.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ მოისურვეს “მუდმივი ობლიგაციების” გამოშვება.

 ურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეეცადა, დაემუნათებია ევროპის მთავრობები და ისინი ეგოიზმის გამოვლენაში დაადანაშაულა, მაგრამ მისი ნათქვამი არად ჩააგდეს იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და სხვა “სამხრეთელებმა”, რომლებმაც გერმანია, ნიდერლანდები და ავსტრია დაადანაშაულეს სურვილის უქონლობაში, დახმარებოდნენ კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს. თავის მხრივ, ბერლინმა, ამსტერდამმა და ვენამ ყველას მიანიშნეს, რომ არ აპირებენ ევროკავშირელი ნაკლებად წარმატებული პარტნიორების ვალების გასტუმრებას. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაცპროტესტანტული ეთიკისწყალობით უფრო დისციპლინირებულია, თავქარიანისამხრეთელებისარაფერი მართებთ.

გერმანულ ქალაქ კარლსრუეს სასამართლოს განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა გერმანიის კანონმდებლობის დარღვევაა. გფრ თავისი კანონები ევროკავშირის კანონებზე მაღლა დააყენა. “მშვიდობიანპერიოდში გერმანია სიამოვნებით სარგებლობდა გაერთიანებული ევროპის არაფორმალური ლიდერის სტატუსითა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების გასაღების ბაზრებით, საგანგებო სიტუაციაში კი სუსტების დახმარება არ მოისურვა.

კარლსრუეს სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა სოროსი. “ეს გადაწყვეტილება არის საფრთხე, რომელსაც შეუძლია, დაანგრიოს ევროპის კავშირი, როგორც ინსტიტუტი. როდესაც გერმანია შევიდა ევროკავშირში, მან დაიკისრა ვალდებულება, დაეცვა ევროპის კანონმდებლობა… თუ გერმანული სასამართლო ეჭვს შეიტანს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, შეუძლიათ თუ არა სხვა ქვეყნებს, მიბაძონ მის მაგალითს? შეეძლებათ თუ არა უნგრეთსა და პოლონეთს, გადაწყვიტონ, დაიცვან ევროპული კანონები თუ ცხოვრებაში უნდა გაატარონ თავიანთი სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელთა კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ევროკავშირის არსებობას”… პოლონეთმა დაუყოვნებლივ ისარგებლა შემთხვევით და განაცხადა თავისი კანონმდებლობის უპირატესობის შესახებ ევროპულთან შედარებით”, _ განუცხადა სოროსმა გამოცემა Independent-ს, მაგრამ მის აზრს უკვე არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ხვალ არ დაიშლება, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებით ევროპულმა გაერთიანებამ ბრექსიტის შემდეგ მეორე სასტიკი დარტყმა იგემა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც შეუძლიათ აამოქმედონ დაშლის ჯაჭვური რეაქცია. ეს შეიძლება იყოს უნგრეთი და პოლონეთი, რომლებსაც წლების განმავლობაში აიძულებდნენ მიგრანტებისა და სექსუმცირესობების შეყვარებას. მათ გარდა, ასეთი სახელმწიფოები შეიძლება იყოს საბიუჯეტო შეზღუდვებით იმედგაცრუებული იტალია ან საბერძნეთი, ან სულაც სხვისი ვალების გასტუმრებით დაღლილი გერმანია და ავსტრია. აქ ევროპელებმა, ალბათ, ყურად უნდა იღონ მარინ ლე პენის რჩევა და დაიწყონ ევროკავშირის “გადაფორმატებაზე” ფიქრი, მაგრამ ევროკავშირს, როგორც ჩანს, არ შეუძლია სხვა რამედ გარდაქმნა, დარჩება იმად, რაც არის _ ყალბ ევროპად.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here