Home რუბრიკები ეკონომიკა ევროზონის სტაბილიზაციის ფონდი: ევროკავშირის კრიზისს ევროს დაღუპვა შეიძლება მოჰყოლოდა

ევროზონის სტაბილიზაციის ფონდი: ევროკავშირის კრიზისს ევროს დაღუპვა შეიძლება მოჰყოლოდა

1943
ევროზონა

 “ევროკავშირმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ღრმა კრიზისი გადაიტანა, რომელსაც ევროს დაღუპვა შეიძლებოდა მოჰყოლოდა”, _ მიიჩნევს ევროპის სტაბილურობის მექანიზმის ხელმძღვანელი კლაუს რეგლინგი, მაგრამ ევროკავშირმა უკან მოიტოვა ეს კრიზისული პერიოდი.

2010 წლიდან ევროზონის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი და კვიპროსი, ეკონომიკასა და ფინანსურ სფეროში შექმნილი პრობლემების გამო, იძულებული გახდნენ, საგარეო ფინანსური დაფინანსებისთვის მიემართათ, რომელსაც განახორციელებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და, ევროზონაში საგანგებოდ შექმნილი სტრუქტურები.

“ევროზონა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ამჟამად უწინდელზე ბევრად  ძლიერია”, _ ხაზი გაუსვა რეგლინგმა.

ევროსტატის მონაცემებით, ევროზონის ყველა ქვეყანამ, საბერძნეთის გამოკლებით, 2016 წელს უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ 2017 და 2018 წლებში სავალუტო ბლოკის ყველა ქვეყანაში აღინიშნება ეკონომიკის განუხრელი ზრდა. უმუშევრობა, მართალია, მაღალ დონეზე დარჩება (9 პროცენტის ფარგლებში ევროკავშირის მასშტაბით), მაგრამ შემცირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here