მთავარი პოლიტიკა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტყვიის გასროლის გარეშე წაგგვლიჯეს

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტყვიის გასროლის გარეშე წაგგვლიჯეს

2852
გააზიარეთ
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტყვიის გასროლის გარეშე წაგგვლიჯეს

ყველას ახსოვს, ალბათ, როგორიმძაფრირეაქცია ჰქონდათ მმართველი გუნდის ლიდერებს, როცა მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო. ხელისუფლებამ ბევრიიომა”, მაგრამ პარლამენტში კანონი ვერ გაიტანა და ეს მაშინ, როცა ნებისმიერი რამ, სურვილის შემთხვევაში, სიმღერსიმღერით გაჰქონდა. სხვა საკითხია, არის თუ არა ქვეყანა მზად მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად და კარგი იქნებოდა თუ არა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის. მაგრამ ფაქტია, კანონი ჩავარდა და ნურც იმას გაიკვირვებთ, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება დადგება დღის წესრიგში და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, ნაცვლად მთლიანად პროპორციულისა, როგორც ახლა კონსტიტუციაში წერია, ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.

მოკლედ, გაუბრაზდა მმართველი გუნდის კოჰორტა აჯანყებულ დეპუტატებს, თითი დაუქნია, მაგიდაზე მუშტებიც უბრახუნა, ისიც ითქვა: ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიესო და… აჟიოტაჟის დასრულების შემდეგ გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატების თანამდებობები სწორედ ამ აჯანყებულებმა ჩაიბარეს. მათ მოირგეს კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები, მოადგილეებიც თვითონ არიან და ცხოვრობენ ბედნიერად. უფრო საინტერესო იყო ის, რომ სწორედ ამ მიზეზით დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ დეპუტატის მანდატი დატოვა და მმართველ გუნდს გაებუტა, _ აქაოდა, ეს როგორ იკადრეთ, თქვენთან აღარ მინდაო. ჰოდა, ქალბატონი სოფიო, უფრო ზუსტად, გაბუტული ქალბატონი სოფიო გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ვინც არ იცის, რას ნიშნავს დიდ ბრიტანეთში ელჩობა, ვეტყვით, რომ ეს არის რამდენიმე ათასლარიანი ხელფასი, მშვიდი ცხოვრება, დალაგებულ ქვეყანაში მოღვაწეობა და უზრუნველი მომავალი შვილებისთვის. ჰო, ელჩს უფლება აქვს, ოჯახის წევრები თან ჰყავდეს და დიპლომატიური სიკეთეებით ისინიც ისარგებლებენ.

ეგ კიდევ არაფერი. ძმის გამო სკანდალში გახვეული ლევან იზორია “უსასტიკესად” დასაჯეს: თანამდებობიდან ხომ გაათავისუფლეს, მერე მთელი ორი კვირა უმუშევარი ამყოფეს და ახლა გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად დანიშნეს. აი ასე “სჯის” ხელისუფლება ურჩებს, მათ, ვისი ოჯახის წევრებიც დადასტურებულად სჩადიან “ბესპრედელს”. ჰო, სანამ ოპოზიცია წამოყოფს თავს და აგვყვება, შევახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი ავსტრიის ელჩი იყო ნაციონალების მმართველობის პერიოდში. მისმა შვილმა ვენაში კაცი დაჭრა, მაგრამ დიპლომატიური პასპორტით საქართველოში გამოაპარა. ეს ისე, ცნობისთვის და კიდევ იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დროსაც არანაკლებსასჯელსიღებდნენ ელჩები და მათი ოჯახის წევრები.

როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, როცა მმართველი გუნდის ქვედა რგოლს ეუბნები (ზედამდე ვინ გვიშვებს?!): ამას რატომ აკეთებთ, ეს არ შეიძლებაო, იცით რას გვიპასუხებენ? ჩვენც ვიცით, რომ არ შეიძლება, ბიძინამ არ იცის ეს ამბები. აი, მაგის ყურამდე რომ მივიდეს, მერე ნახეთ, რა მოხდებაო. ჯერ ერთი, თუ ბიძინამ არ იცის, ბოლომდე დაქცეულები ვყოფილვართ და მეორე _ თუ არ იცის, შენ რომ მმართველი გუნდის წევრი გქვია და უმრავლესობის სხდომებზე წინა რიგში დაჯდომას ჩალიჩობ, წამოდექი ერთ სხდომაზე და უთხარი ივანიშვილს: ასე და ასე ხდება, ბატონო ბიძინა, და იცოდეო. მაგრამ არა, ამას არავინ გააკეთებს და იცით, რატომ? ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ვერსია, რომ ივანიშვილი თურმე საქმის კურსში არ არის, მოსახლეობისთვის მორიგი სატყუარაა _ ამომრჩეველთა ნაწილმა უნდა დაიჯეროს, რაღაცები რომ ფუჭდება, ივანიშვილმა არ იცის, თორემ, რომ იცოდეს, არ გაფუჭდებოდაო. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომლის გასაღებასაც ცდილობენ, და სხვათა შორის, არცთუ ცუდად გამოსდით. ახლა არანაკლებ საინტერესო ამბავზე გადავიდეთ.

გაისად ყარსის ხელშეკრულების ვადა იწურება. 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსში დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც მოქმედების ვადა მომავალი წლის ოქტომბერში გასდის. ჯერ ამ ხელშეკრულების მცირე დეტალებს გაგაცნობთ:

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტყვიის გასროლის გარეშე წაგგვლიჯეს

ყარსის შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულებაა, ერთი მხრივ, თურქეთსა და, მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს _ საქართველოს სსრ-ს, სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს _ შორის. ხელშეკრულება დაიდო რსფსრ-ის მონაწილეობით და ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, აღიარა ყარსის ხელშეკრულება.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყარსის ხელშეკრულების ირგვლივ არსებობს რამდენიმე მითი. ერთ-ერთი მითის თანახმად, ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება, რომლის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სადავო ხდება. ხელშეკრულებაში არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ამასთანავე, 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ აღნიშნულია, რომ მხარეები დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით”.

ხელისუფლება არის იმის იმედად, რომ თურქეთი კეთილი მეზობელია და ხელშეკრულების პირობებს დაიცავს. ის აღარ ახსოვს არავის, რომ სწორედ ეს კეთილი მეზობელი აპირებდა საქართველოს ჩაყლაპვას და მაშინ, საუკუნის წინათ, სწორედ რუსეთის შიშით გაჩერდა. ის, რომ თურმე ყარსის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი 2021 წელზე, არ ნიშნავს, რომ თურქეთი მის დარღვევას არ შეეცდება, რადგან ამის შესახებ მინიშნება თურქეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა არაერთხელ გააკეთეს. გასაგებად თქვეს, რომ 2021 წელს ეს ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს და არაოფიციალურად ხომ ნაყიდი აქვთ ნახევარი აჭარა, ახლა შეეცდებიან, ეს ყველაფერი ოფიციალურად გაიფორმონ.

ახლა გამოხტება ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და იტყვის, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ამას ვერ გაგვიბედავენო. ბატონებო, აგერ, ყურის ძირში, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტყვიის გასროლის გარეშე “აგვახიეს”, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. “აგვახიეს” ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხის შემსწავლელი კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და დაადგინა ის, რომ ვერაფერი დაადგინა. რაც შეეხება გარეჯში დღეს არსებულ მდგომარეობას, აზერბაიჯანელებმა საქართველოს ტერიტორიაზე დარგეს მწვანე ნარგავები, სალოცავებსა და კელიებში რემონტს აპირებენ, მიჰყავთ ტურისტული ჯგუფები და მათ ქართულ სალოცავებს, როგორც აზერბაიჯანის კუთვნილებას, ისე აცნობენ. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რესურსის არქონის გამო 80-კილომეტრიან საზღვარს საქართველოს მხრიდან აკონტროლებს 8 მესაზღვრე (ანუ ერთი მესაზღვრე 10 კილომეტრზე), ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 400 კბილებამდე შეიარაღებული მესაზღვრე დგას. აზერბაიჯანისთვის საზღვარი უფრო მნიშვნელოვანი გამოდის და ეს არის ფაქტი.

ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ თურქეთი აჭარის თემას აუცილებლად წამოწევს, სულ ცოტა, გულუბრყვილოა. ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია და ნებისმიერს, ვინც გარეჯში მიდის და აპროტესტებს, მოუწოდებს, პროვოკაციას არ აჰყვეს. რა პროვოკაციას, ბატონებო, საზღვარი გადმოწიეს, სალოცავები წაგვართვეს, როგორც საკუთარ მიწაზე, ისე იქცევიან, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ და ჩვენ იმ კომისიის იმედად ვართ, რომელიც შეიძლება არც არასდროს შეიკრიბოს. საინტერესოა, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიაზე ხმას არ იღებენ დასავლელი პარტნიორები. მიზეზი მარტივია: აზერბაიჯანი არ არის რუსეთი. აზერბაიჯანს არ ებრძვის არც ევროპა და არც ამერიკა. აზერბაიჯანში დემოკრატია ყვავის თურმე და ალიევიც ყველაზე დემოკრატიული მმართველია, ამიტომ დასავლეთი ხელისუფლებას ეუბნება: ეს პრობლემა თავად მოაგვარეო. ხელისუფლებას კი საამისოდ არც სურვილი აქვს, არც რესურსი და არც ერთი ადგილი.

იმავე პრობლემის წინაშე აუცილებლად დავდგებით გაისად და დავდგებით ისე, რომ თურქეთისთვის რუსული ფაქტორი შემაკავებელი აღარ იქნება. მერე ახალციხის მხარეს დავდგებით იმავე პრობლემის წინაშე და ასე, ნელ-ნელა საქართველოდ მხოლოდ თბილისი შეგვრჩება. სამაგიეროდ, გვეციდონება, რომ სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან და მეზობლებთან სამშვიდობო ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ხალხნო,პუტინმა სტალინის მიერ ათათურქზე თქმული,…(ნუდაგავიწყდებათ,რომ რუსეთის იმპერიის მიწებს ფლობთო) გაუმეორა ერდოღანს…შედეგად ერდოღანმა ამერიკის წინააღმდეგობის მიუხედავად ,რუსეთიდან შეიძინა ჰაერსა წინააღმდეგო დანადგარი…საქართველოს საპასუხოდ სასწრაფოდ უნდა გადაეხედა მიდგომა რუსეთთან და ეფიქრა ქვეყნის მომავალზე…ქვეყნის შველა შეუძლია მხოლოდ რუსრთს , ხელისუფლებავ დაფიქრდით სანამ დროა, თუარადა ხალხი მოღალატეებად გამოგაცხადებთ. სოხუმელი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here