Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ქართველიშვილი: მთავრობას, რომელთანაც ყველა ქვეყნის აგენტი მუშაობს, გარდა ქართველისა, მთავრობა არ...

გურამ ქართველიშვილი: მთავრობას, რომელთანაც ყველა ქვეყნის აგენტი მუშაობს, გარდა ქართველისა, მთავრობა არ ჰქვია; შესაბამისად, არც ასეთი ქვეყანაა ქვეყანა

2724
გურამ ქართველიშვილი

2018 წლის 10 დეკემბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გაეროს მიგრაციის პაქტს ხელი მოაწერა ამ ორგანიზაციის წევრმა 164-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. ამის შემდეგ ოთხმა ქართველმა _ ისტორიკოსმა გურამ ქართველიშვილმა, პოლიტიკოსებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ჩაჩუამ და გურამ ფალავანდიშვილმა სრულიად საქართველო კარდაკარ მოიარეს, რათა ქვეყნის მოსახლეობისთვის აეხსნათ საქართველოს მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ამ ადამიანებმა დაიწყეს, როგორც თვითონ ამბობენ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ჩანერგილი უცხო ქვეყნის აგენტი პოლიტიკოსების მხილება, ბევრი სხვა დეტალიც სააშკარაოზე გამოიტანეს. ისინი ახერხებენ, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ჩანიშნულ სხდომებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში აჩვენონ პარლამენტარების ნამდვილი სახე. ჩვენ დავინტერესდით, რას გეგმავენ ზემოხსენებული ადამიანები მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს გააგებინეს მთავრობის ღალატის შესახებ; რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რას ფიქრობს ხალხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? “საქართველო და მსოფლიოსსტუმარია ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი:

_ ყველა პარტია, რომლებიც დღეს იქმნება, ხელოვნურია, რადგან ქვეყანა იმართება გარე ძალების მიერ. სწორედ გარე ძალები არიან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულნი.

ვინც თვალყულს ადევნებდა ჩვენს ქვეყანაში ოცდაათი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს, მიხვდებოდა, რომ რეალური ძალა, რომელიც პარტიას შექმნის, არ არსებობს. ყველა, ვინც ვიღაცის ინტერესს ატარებს, სატელიტია. მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში მიშისტები და ბიძინისტები იდეოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ისინი ყველანი ერთნი არიან.

ნეოლიბერალურ ძალებს, რომელთა აზრსაც ესენი ითვალისწინებენ, ძალიან უჭირთ, რადგან ნდობის რესურსი ამოეწურათ. მათ ადამიანური რესურსიც არ აქვთ და წრეზე ტრიალებენ.

კავკასია, საქართველო გზაგასაყარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის, რელიგიათა გზაგასაყარია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მნიშვნელობის მიწა, რომელიც ყველას სჭირდება, დღეს _ განსაკუთრებით. მსოფლიოში რამდენიმე მოთამაშეა: რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი და ამერიკა, აგრეთვე, ჩინეთი. ამ სახელმწიფოებს სურთ, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდონ აქ. ნეოლიბერალურმა მთავრობებმა მოახერხეს ისე, რომ თვითონ ქართველი არაფერში მონაწილეობს. ჩვენ განიარაღებულები ვართ ჩვენვე მთავრობის მიერ, რომელიც ასრულებს უცხო ქვეყნის დავალებებს, ამას მთავრობა არ ჰქვია. მთავრობას, რომელთანაც ყველა ქვეყნის აგენტი მუშაობს, გარდა ქართველისა, მთავრობა არ ჰქვია, შესაბამისად, არც ასეთი ქვეყანაა ქვეყანა.

ყველა მედია, რომელიც თოქშოუებს გვიდგამს, ნეოლიბერალური ძალების გამყარებაზე მუშაობს.

რომ ვთქვათ, რომელიმე უცხო სახელმწიფოს ისეთი მთავრობა აძლევს ხელს საქართველოში, როგორიც გვყავს, შეცდომა იქნება, მათ ეს ადამიანები დროებით სჭირდებათ. მაგრამ ჩვენ, ქართველებს, რა გვჭირდება, იმაზე უნდა ვიფიქროთ…

ძნელია, იმდენ მოთამაშეს გვერდი ავუაროთ, რამდენიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ მათ თამაშში ჩვენს ინტერესებს რომ გაატარებს, ხელისუფლებაში ისეთი ძალა გვჭირდება, ასეთი ძალა უნდა მოვიყვანოთ ქვეყნის სათავეში. ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ჩემი მიზანი არ არის პარლამენტში შესვლა, ყველა იმ ახალშექმნილი თუ ძველი პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებსაც მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქვთ გათვლა. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი, რათა შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ჩავერთოთ და ორიენტირებულნი ვიყოთ ჩვენი სახელმწიფოს, მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუ ასე არ გავაკეთეთ, დავიღუპებით, არაფერი გვიშველის.

_ თქვენ პარლამენტში კომიტეტის სხდომას დაესწარით და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცება გააპროტესტეთ

_ იუნისეფის მიერ შემოთავაზებული იყო კანონპროექტი _ ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, გაეროს ბავშვთა ფონდის თქმით, აღნიშნული კოდექსი მათი შემოთავაზებული არ არის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და სხვებიც ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი არის ზნეობისა და სახელმწიფოებრივად აზროვნების განვითარებისთვის. სინამდვილეში ეს არის სკოლებში ლგბტ თემის გააქტიურებისთვის გამიზნული. ეს კოდექსი, რომელსაც სოფო კილაძეზნეობის გაღვიძებასუწოდებს, არის ოჯახის დასანგრევად შექმნილი. კანონში წერია, რომ ქართველი მამა არ არის ტოლერანტული და შემწყნარებელი ქალიშვილის მიმართ. წერია, რომ ბავშვს პირადი სივრცე არ უნდა დაერღვეს, პირადი სივრცე კი არის ის, რომ ბავშვი გვიან ღამით თუ დაბრუნდება შინ, არ უნდა მისცე შენიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შესაბამისი სამსახურები წაგართმევენ. ასეთი რამ მოხდა შვედეთში, იქ ფეხმოკიდებულია ე.წ. იუვენალური სამართალი. ანალოგიურის გაკეთება სურთ აქაც. ჩვენ მივედით გაეროს ოფისში და დაგვემალნენ.

_ რა პასუხი გაგცათ კილაძემ?

_ რა პასუხი უნდა გაგვცეს?! მათ დიდძალი ფული უმაგრებს ზურგს.

ჩვენი მთავრობა აქცენტს გარყვნილებაზე აკეთებს და ამას ზნეობის სახელით ნიღბავს. მათ გარედან აქვთ დაკვეთა, რომ პატრიოტული სულისკვეთება მოიშალოს. ქართველებისგან უნდა დაიცალოს სახელმწიფო; ვინც დარჩება, ყველაფერს უნდა შეეგუოს. ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, ერთ-ერთი მორიგი მოღალატეობრივი ქმედებაა მიგრანტთა პაქტზე ხელმოწერა. ასიათასობით ადამიანს შემოასახლებენ არაბული ქვეყნებიდან და ჩვენს ახალგაზრდებს ეს არ უნდა აწუხებდეთ.

ქართველს სისხლში აქვს გამჯდარი ეროვნულობა, ამიტომ საჭიროა ახალგაზრდების გადაგვარება, მათი გონებიდან ყველაფერი ქართულის ამოღება, სწორედ ამისთვის სჭირდებათ გაუკუღმართებული კანონები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ასე დაჟინებით და სასწრაფოდ იღებს.

_ რა ხდება .. მიგრანტთა პაქტზე? მიიღეთ თუ არა სახელმწიფოსგან პასუხი, რას აპირებენ რეალურად?

_ ყველა ჩუმად არის. ადამიანმა პასუხი რომ გაგცეს, დამოუკიდებელი უნდა იყოს, მათ კი დამოუკიდებლობა არ აქვთ.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ თითქმის მთელი საქართვლო მოიარეთ, მოსახლეობას შეატყობინეთ ხელისუფლების ამ ღალატის თაობაზე. როგორ შეხვდა ხალხი ამ ამბავს?

_ ჩვენს თანამემამულეებს იმედი გამოაცალეს, რომ საქართველოში იარსებებს ძალა, რომელიც სასიკეთოდ შეცვლის ყველაფერს. ქართველი საღად მოზროვნეა, მას ყველაფერი კარგად ესმის, თუკი აუხსნი. სადაც ჩავედით, ყველამ მზაობა გამოთქვა ერთობისთვის; მათ ესმით, რომ, თუ არ ვიმოქმედებთ, კატასტროფა გარდაუვალი იქნება, უკანდასახევი გზა არ არსებობს. ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს: სანამ კედელთან არ მიგვაყენებენ, თვითგადარჩენისთვის ბრძოლას არ ვიწყებთ. დღეს ზუსტად ის ვითარებაა, რომ თავი უნდა გადავირჩინოთ.

_ თბილისში როდის აპირებთ აქციების დაწყებას?

_ თბილისში აქციების დაწყება ივნისში დავთქვით, რადგან ივნისში დიდი აღლუმის მოწყობას აპირებენ ლგბტ თემის წარმომადგენლები. აქ აშკარად გამოჩნდა გარე ძალების ხელი. ამერიკის ელჩმა პირდაპირ განაცხადა: 18 ივნისიდან 25 ივნისამდე შემოწმდება თქვენი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხიოთურმე ჩვენი დემოკრატიის ხარისხი იმით განისაზღვრება, ლგბტ თემს როგორ აღლუმს ჩავატარებინებთ, თანაც, ერთი დღე კი არა, მთელი კვირეული უნდა მოეწყოს, მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოიყვანონ ასობით შეღებილი უსქესო ადამიანი _ “ღირსების რაინდი” (ესაა მარშის სახელწოდება) და თბილისში მათთან ერთად უნდავიგუგუნოთ”.

ჩვენი მიზანი და ქართველი ხალხის ნებაა, რომ კავკასიის ცენტრ სახელმწიფოში და მის დედაქალაქში ასეთი უმსგავსობა არ ჩატარდეს, რადგან ეს ხერხემალში ჩვენს გადატეხას ნიშნავს. ამის შემდეგ, რისი გაკეთებაც უნდათ, ყველაფერს გააკეთებენ _ მიგრანტებს ჩამოასახლებენ, ოჯახებს დაანგრევენ, ახალგაზრდებს გარყვნიან და ა.შ. მათ სურთ, თბილისი გამოჩნდეს ლგბტ მოძრაობის, ფსევდოთავისუფლების, გარყვნილების ქალაქად.

ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს პოზიციას: სწორედ იმ ერთი კვირის განმავლობაში, 18-დან 25 ივნისამდე, უნდა დავიკავოთ ცენტრალური ქუჩები, არ მივცეთ ლგბტ თემს აღლუმის ჩატარების საშუალება, რაც იმით უნდა დასრულდეს, რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ სახლში; ეს რეჟიმი, ეს სისტემა უნდა შევცვალოთ. იმ დღეებში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ე.წ. მუნდირიანთა კორპუსმა (სამართალდამცველებმა _ ე.ნ.), საგანგებო მდგომარეობაც კი შეიძლება გამოცხადდეს, რათა კრიმინალმა არ იმძლავროს. მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთობით ქართველებმა უნდა შევძლოთ ნეოლიბერალური ფაშიზმის თავიდან მოშორება, რომელიც გვანადგურებს…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here