Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ნიკოლაიშვილი: ხვალ-ზეგ საქართველო ტერორისტებმა სამიზნეში რომ ამოიღონ, არის სახელმწიფო მზად ამისთვის?

გურამ ნიკოლაიშვილი: ხვალ-ზეგ საქართველო ტერორისტებმა სამიზნეში რომ ამოიღონ, არის სახელმწიფო მზად ამისთვის?

აუცილებელია, ხელისუფლებამ მიიღოს თავდაცვის კანონი-კონცეფცია

2988
გურამ ნიკოლაიშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომსაქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა”.

ეს მან 1 აგვისტოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაღირსეული პარტნიორი 2018”-ის გახსნაზე განაცხადა და დასძინა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით გრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარება: “ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა. ქართული ჯარი დგას ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე და ჩვენი ხალხის სიყვარულითა და პატივისცემით სრულიად დამსახურებულად სარგებლობს”… სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ წლევანდელი რიგით მეოთხე სწავლებაღირსეული პარტნიორი” 2008 წლის აგვისტოს ომის ათ წლისთავს დაემთხვა. მისი თქმით, მთავარია, რომ ქვეყანა აღებულ კურსს მიჰყვება და, მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას განუხრელად განაგრძობსარის თუ არა დღეს საქართველო უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური, ვიდრე ათი წლის წინათ იყო, და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს არსებული პოლიტიკური კურსის პირობებში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, რიგით მეოთხე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების (“ღირსეული პარტნიორი 2018”) გახსნაზე ირაკლი კობახიძემ ამაყად განაცხადა, რომ, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა. შეესაბამება ეს განცხადება რეალობას?

_ გააჩნია, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში ამ განცხადების ავტორს. თუ დემოკრატიაში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანებს უსამართლოდ არ იჭერენ, არ კლავენ და არ აწამებენ, გასაგებია, მაგრამ სტაბილურობა სად და რაში დაინახა, არ მესმის. ეკონომიკური წინსვლა გვაქვს? _ არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ხალხი ამას ვერ გრძნობს; სამართლიანობა აღდგა? _ არა; ტერიტორიები დაიბრუნეს?.. ძლიერებას რაც შეეხება, თუ აქ სამხედრო ძლიერებაზეა საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია. რით გავძლიერდით? _ ავიაცია მოსპეს, საზღვაო ძალები აღარ გვყავს, ტანკები და არტილერია კონსერვაციაზეა… “სტინგერები” და “ჯაველინებია” ძლიერება?! როგორც სამხედრო პირი, გეუბნებით, ჯარის სიძლიერე, პირველ რიგში, არის რაოდენობა, შეიარაღება, მისი ხარისხი, სულისკვეთება და მის მიერ ამოცანის შესრულების შესაძლებლობა. ეს კი დღეს ქართულ ჯარს არ აქვს. ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ის ასრულებს, არის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა ავღანეთსა და აფრიკაში, თუმცა რა უნდა ან აფრიკაში, ან ავღანეთში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გაუგებარია.

_ იმავე გამოსვლაში კობახიძემ განაცხადა, რომ სწავლებაღირსეული პარტნიორისმიზანი, როგორც რეგიოში, ისე გლობალურად, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მსგავს სამხედრო სწავლებას ასეთი მიზანი ჰქონდეს?

_ ამ სახის სამხედრო წვრთნები გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკური გაღიზიანება გამოიწვიოს. შესაბამისად, ეს გაღიზიანება გარკვეულწილად უკვე ჩანდა ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის _ მარია ზახაროვას, შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და ბოლოს მთავრობის ხელმძღვანელ დიმიტრი მედვედევის განცხადებაში…

რაც შეეხება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას, არ მგონია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობისა იყოს. ყოველ შემთხვევაში, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა ამას არ ნიშნავს. ვერც ჩვენი უსაფრთხოება იქნება ამით დაცული და, მით უფრო, ვერც რეგიონის. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომისლამური სახელმწიფოსქართული დაჯგუფება საქართველოს შურისძიებით ემუქრება, ანუ საერთაშორისო მისიებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობით გაღიზიანების ფაქტორი უფრო მეტია, ვიდრე უსაფრთხოების გარანტიები. ჩნდება მარტივი და ლოგიკური შეკითხვა: ხვალზეგ საქართველო ტერორისტებმა სამიზნეში რომ ამოიღონ, არის სახელმწიფო მზად ამისთვის? ვინ ან რა ძალა დაგვიცავს? და მთავარი: ღირს ის პოლიტიკური კომპლიმენტები, რომლებსაც პოლიტიკური ელიტა იღებს ხოლმე დასავლეთიდან; იმ საფრთხედ, რომელშიც თავს ვიგდებთ იმავე აღანეთში ყოფნით?!

_ რუსეთის გაღიზიანება ახსენეთ, თქვენი აზრით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაღირსეული პარტნიორიგრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გათვლილი იყოს იმაზე, რომ რუსეთსაქართველოს შორის კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს?

_ ამერიკა, დიდი ხანია, რუსეთის გარშემო აგროვებს ისეთ ძალებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გარკვეული პროვოკაციებისთვის გამოიყენებს. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ, თუ ამ ორ სახელმწიფოს შორის მოხდება დაპირისპირება, მოხდება არა მათ ტერიტორიებზე, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანაში. მაგალითად, როგორიცაა უკრაინა, სირიასაქართველოს შემთხვევაშიც ზუსტად ეს არის დაინტერესება და მედვედევის ბოლო განცხადება, რომ საქართველოს ნატოში მიღებამ, შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს, სწორედ ამ საფრთხეზე მეტყველებს. საერთოდ, როდესაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა რაღაცზე ხანგრძლივად გვაფრთხილებს, ეს, როგორც წესი, კონკრეტული ქმედებებით სრულდება. მედვედევის განცხადება და მანამდე კიდევ პუტინის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი პოლიტიკური მუქარა არ ყოფილა, ეს გახლდათ ძალიან მკაფიოდ და დაუფარავად ნათქვამი, რომ, თუ ნატო რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდება და ეს უკვე რუსეთისთვის სერიოზული საფრთხეა, რუსეთი მზადაა, თავისი პოტენციალი, მათ შორის, რასაკვირველია, სამხედროც, ამ საფრთხის გასანეიტრალებლად მიმართოს. აი ეს არის, მოგვწონს თუ არა, დღევანდელი რეალობა, მაგრამ უბედურებაა, რომ საქართველოში მსგავს განცხადებებს ვერ აცნობიერებენ, არც უნდათ, გააცნობიერონ

_ “ისლამური სახელმწიფოსმუქარა ახსენეთ. არსებობს საფრთხე, რომ საქართველო ტერორისტების სამიზნეში აღმოჩნდეს?

_ ცხადია, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რომლებიც პირდაპირ არის გაცხადებული, რომ ტერორიზმის წინააღმდეგაა მიმართული, ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, მაგრამ, ამასთანავე, აქ სხვა საკითხებიცაა მნიშვნელოვანი. პირველი _ რა სამხედრო, პოლიტიკურ და გნებავთ, კონომიკურ სარგებელს ვიღებთ ჩვენ ამ რისკების სანაცვლოდ და მეორე _ ვართ კი მზად საფრთხეებისთვის? ჩვენიპარტნიორები” _ ამერიკა და ევროპა _ თვითონ ვერ ახერხებენ ბოლომდე ამ საფრთხეების გამკლავებას, ჩვენ შევძლებთ?!

აქვე კიდევ ერთი საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი: დღეს საქართველოში უამრავი სამხედროა, რომლებიც წლების წინათ დაითხოვეს. ვინმე ზრუნავს და ფიქრობს ამ ადამიანებზე?

_ რას გულისხმობთ?

_ რას და, ეს ის ხალხია, ქართული ჯარიდან დათხოვნის შემდეგ ზოგი უკრაინაში რომ მიდის საომრად, ზოგი _ სირიაში, ზოგი კიდევ _ სად. ახლა ეს ადამიანები, სირიაში წასულებს ვგულისხმობ, “ისლამური სახელმწიფოსგანდავალებას თუ მიიღებენ, როგორ ფიქრობთ, არ ჩამოვლენ საქართველოში და მათ დავალებებს არ შეასრულებენ?! როგორ შეიძლება, ოფიცერი, მაიორი, კაპიტანი ასე ერთი ხელისმოსმით გაათავისუფლო სამსახურიდან და ულუკმაპუროდ დატოვო? რა თქმა უნდა, მას მოძებნის ის ხალხი, რომელსაც სჭირდება მისი ცოდნა-გამოცდილება და გამოიყენებს კიდეც. საერთოდ, დღეს საქართველოში კანონის, კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ არეგულირებს სამხედრო სფეროს. არ არსებობს არც თავდაცვის კანონი, რომლიდანაც გამომდინარეობს მთლიანად თავდაცვის გეგმა, როგორ უნდა მოხდეს მობილიზაცია, როგორ უნდა მომარაგდეს ჯარი და ა.შ. ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები, იმის ნაცვლად, რომ გამოსავალზე ფიქრობდნენ, გამოდიან და ყალბი კომპლიმენტებით ამკობენ ქართულ ჯარს. კომპლიმენტები და ტრაბახი იმის თაობაზე, რომ თურმე შეიარაღებულ ძალებში ყველაფერი კარგადაა, კობახიძემდეც გვესმოდა და წინა ხელისუფლების პერიოდში ხომ, საერთოდ, ყელში გვქონდა ამოსული. კიდევ ვიმეორებ: შეიარაღებულ ძალებზე თუ ვინმე მართლა ფიქრობს ამ ხელისუფლებაში, უნდა მიიღონ თავდაცვის კანონი. არ შეიძლება, ოფიცრებს, კაპიტნებს, პოლკოვნიკებს, უბრალოდ, ათავისუფლებდნენ სამსახურიდან და ულუკმაპუროდ ტოვებდნენ. ჯერ ერთი, მათ ოჯახები ჰყავთ და მერე კიდევ _ ასე ადვილია პოლკოვნიკის, მაიორის, კაპიტნის მომზადება?!

სხვათა შორის, ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც, ექვსი წელია, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი კანონი მიიღო. არ გაინტერესებთ, რა კანონი? 15 თვე იყო სამხედრო სამსახური და გახდა 12. რა “მაგარი” კანონია, არა? ისე შეუწყო ხელი ჯარს, რომ აშენდა და გაძლიერდა ხუთჯერ. აი, ეს არის რეალურად მათი ზრუნვა შეიარაღებულ ძალებზე, რომელსაც ვითომ სიყვარულსა და პატივისცემას უმტკიცებენ მაღალი ტრიბუნიდან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here