მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა, მან ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო ნორმები და საკუთარ...

გულბაათ რცხილაძე: სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა, მან ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო ნორმები და საკუთარ ქვეყანაში ომი გააჩაღა

გააზიარეთ
გულბაათ რცხილაძე

ყურადღება, ლაპარაკობს ქართველი ხალხი!

2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელიწადი გავიდა. ამ ომის შედეგად საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%; დაკარგა კონტროლი ახალგორზე, ცხინვალის გარშემო მდებარე 53 სოფელზე, რომლებშიც ქართველები ცხოვრობდნენ, აგრეთვე, კოდორის ხეობაზე. 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ დაკარგა 230-მდე სამხედრო მოსამსახურე (თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით) _ 23 ოფიცერი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი, 136 სერჟანტი/კაპრალი, 1 სამოქალაქო პირი. უგზოუკვლოდ დაკარგული სამხედროებიდან, დნმის ანალიზის შედეგის მიხედვით, ამოიცნეს 51 ჯარისკაცი და ამ ყველაფრის ფონზე იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო გამარჯვებულად გამოაცხადა, კონცერტიც გამართა რუსთაველის პროსპექტზე, შემდეგ კი თქვა, _ ქვაღორღის მეტი არაფერი დაგვიკარგავს, სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ ნახა რუსული აგრესიაო

9 წელიწადი გავიდა და დღემდე გამოუძიებელია ომის დაწყების დეტალები. მიუხედავად იმისა, რომქართული ოცნებისერთერთი დაპირება ომის მიზეზების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა იყო, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. 2008 წლის ომის გამოძიება ჰააგის სასამართლოშიც დაიწყო და საქართველოს შარშან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ფატუ ბენსუდა ეწვია, მაგრამ რამე მნიშვნელოვანი არც ჰააგის სასამართლოს უთქვამს. “ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად, მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, აგრეთვე, ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმა, განზრახ მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში აღირიცხა”, _ წერია ჰააგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვინ ჩაიდინა ეს დანაშაულები? ვის რა წვლილი მიუძღვის ტერიტორიების დაკარგვაში? პასუხს, ალბათ, ობიექტური გამოძიების შემდეგ შევიტყობთ

მანამდე კი ვესაუბრეთ გულბაათ რცხილაძეს, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ავტორს ფილმისალაპარაკობს ქართველი ხალხი”.

_ თქვენ გადაიღეთ დოკუმენტური ფილმი, რომელშიც წარმოჩენილია შიდა ქართლის მოსახლეობის აზრი. რამ განაპირობა ამ ფილმის გადაღება?

_ ფილმს ჰქვია “ლაპარაკობს ქართველი ხალხი”. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს, მცხოვრები მოსახლეობა. ფილმში აზრს გამოთქვამენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი თვალით ნახეს 2008 წლის აგვისტოს ომი, ისინი მემატიანეები არიან. ჩვენ ჩავწერეთ დირბის, მეღვრეკისის, ზეღდულეთისა და სხვა სოფლების მცხოვრებნი…

ნაცმოძრაობისიდეოლოგიით გაჟღენთილი მასმედია 2008 წლიდან ხალხს უნერგავს, რომ რუსული ჯარი მაროდიორობდა, ქონებას ართმევდა ხალხს, ხოცავდა, აწამებდა მოსახლეობას, რაც სრული სიცრუე აღმოჩნდა.

მკითხველს გავახსენებ შს ყოფილი მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის ნათქვამს რუსი ჟურნალისტებისთვის: ჩვენ, მე და გივი თარგამაძე, ვაწარმოებდით მოლაპარაკებას რუს სამხედროებთან, რათა აეფეთქებინათ გორში სტალინის ძეგლი”… რუს ჯარისკაცებს მათი თხოვნა რომ შეესრულებინათ, იმას ნიშნავდა, რომ სტალინის მოძულეებიც კი გაღიზიანდებოდნენ და რუსი ჯარისკაცების დესპოტიზმზე ალაპარაკდებოდნენ, მაგრამ ჯარისკაცებმა მერაბიშვილსა და თარგამაძეს უარი უთხრეს.

ჩვენ პრობლემას არ ვჩქმალავთ, უბრალოდ, ფაქტებზე ვსაუბრობთ და ფილმში ეს ნათლად ჩანს. იქ არ არის ზედმეტი კომენტარები, ფილმი მე და ჩემმა მეგობარმა გივი ვანიშვილმა გადავიღეთ, თუმცა არსად ვჩანვართ. ეს სპეციალურად გავაკეთეთ _ არ გვინდოდა, რამეში ჩავრეულიყავით. ფილმი გაჯერებულია მოსახლეობის აზრით და, რა თქმა უნდა, ფაქტებით. ჩვენ არ გვიგრძნია კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადამიანების ნეგატიური განწყობა რუსი ჯარისკაცების მიმართ, ორადორი შემთხვევა იყო მხოლოდ და, როგორც გაირკვა, “ნაციონალური მოძრაობისაქტივისტების მხრიდან. არავის ვეკითხებოდით აზრს ომზე, მხოლოდ ვსვამდით კითხვას: რა გადაგხდათ თავს? გაირკვა, რომ, როგორც კი გამოჩნდა რუსეთის ჯარი, სოფლის მოსახლეობას აღარ ეშინოდა, აღმოიფხვრა მაროდიორობა, შურისძიებამოგეხსენებათ, სააკაშვილმა ოსები ძალიან გაამწარა და ეთნოკონფლიქტი გაამწვავა ჯერ კიდევ 2004 წელს. სწორედ ეს იყო ქართველი მოსახლეობის შიშის მიზეზი _ ოსების შურისძიების ეშინოდათ და თავი დაცულად იგრძნეს, როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა. დღეს ეს სოფლები ცარიელია, მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ, რადგან შიში ჯერ კიდევ არსებობს.

რამდენიმე წლის წინათ დაწყებული ფილმის გადაღება წელს დავასრულეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ არც ამერიკა გვაფინანსებს და არც რუსეთი.

_ რა შედეგი მოიტანა ფილმის გადაღებამ?

_ ფილმი სოციალურ ქსელშია ატვირთული, ყველას შეუძლია მისი ნახვა. შედეგი იყო ის, რომ ხალხის აზრი შევიტყვეთ და, ასე ვთქვათ, ერთგვარი ლუსტრაციაც მოხდა. სოციალურ ქსელში ხშირადშემოცვივდებიანმიშისტები, მათ გულზე ხვდებათ ეს უწყინარი ფილმი და ღიზიანდებიან. მათი შეფასებები ასეთია: “37-მანეთიანები”, “გაუნათლებლები”, “მოსყიდულები”, “ოღონდ ვაშლი გაყიდონ”. ამას ამბობენ მშრომელ, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ადამიანებზე. ამას წერენ ადამიანები, რომლებსაც სოციალურ ქსელში გამოფენილი აქვთ უკრაინის, ამერიკის დროშები, აგინებენ პუტინსა და რუსეთს… არის ინტელიგენციის წვრილფეხობაც, მაგალითად, დავით ზურაბიშვილი, უნივერსიტეტის თანამშრომელი, პროფესორი… არიან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები და საზღვარგარეთ მცხოვრები “ჭკუის დამრიგებლები”.

ისინი ხშირად ახსენებენ გიორგი ანწუხელიძეს, მაგრამ, რომ ჰკითხავ, რა შუაშია ანწუხელიძეო, პასუხი არ აქვთ, რადგან გიორგი აწამეს მიშას მიერ გამწარებულმა ოსებმა. წამების კადრებში არსად ჩანს რუსი ჯარისკაცი და ეს თვითონაც მშვენივრად იციან. ომი ნამდვილად იყო და ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ, მაგრამ ფილმი, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, არ ეხება ოსურ ბანდფორმირებებს, ჩვენ რუსეთის ჯარის ქმედებებზე ვსაუბრობთ. ფილმში გაქარწყლებულია აზრი, რომ რუს ჯარისკაცებს უნიტაზები მიჰქონდათ, რომ ბორჯომის ტყე-პარკი გადაწვეს და ა.შ.

სოციალურ ქსელში არის ასეთი კომენტარებიც: “ეს თაობა მოსასპობია”, “გადაეთრიეთ რუსეთში, პუტინთან”, “რუსეთი მალე დაინგრევა”… ამასთანავე, ფილმს ბევრი მოწონებაც აქვს, ამ ქვეყანაში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და, თანაც, საკმაოდ ბევრი.

_ არ აქვთ მიზეზი, რომ ცუდად ილაპარაკონ რუსებზე? დღემდე არ წყდება მავთულხლართების გაბმა და საზღვრის გადმოწევა

_ ე.წ. მცოცავ ოკუპაციაზე ჩემი სიტყვებით რომ არ ვილაპარაკო, უმრავლესობის ლიდერის _ მამუკა მდინარაძისა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ნათქვამს შეგახსენებთ: არ ხდება საზღვრის არანაირი გადმოწევა, არამედ ხდება დემარკაცია იმ ხაზისა, რომელიც შეთანხმებული იყო 2008 წელს, მედვედევისა და სარკოზის დროს”.

თავდაპირველად შეთანხმება იყო 6-პუნქტიანი, ხოლო 2008 წლის 8 სექტემბერს ეს შეთანხმება განავრცეს _ ჯარების გაყვანა სენაკიდან და ფოთიდან შვიდ დღეში, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, მაგრამ შეთანხმებაში არ არის ნახსენები, შიგნით რა იქნებოდა. სააკაშვილმა თავისი ხელმოწერით აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომია და საზღვარი, რომლებიც ბუნებაში არ არსებობდა, მხოლოდ რუკაზე იყო მონიშნული, ახლა იმ საზღვრებშია განლაგებული რუსეთის ჯარი, თუმცა ამ ტერიტორიებს დღეს საზღვრავენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერზე ხელი სააკაშვილმა მოაწერა. ტერიტორიები მან დაგვაკარგვინა და დღეს რუსეთი საბჭოთა კავშირისდროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით ხელმძღვანელობს. მე ამ ქმედებას მხარს არ ვუჭერ და, სადაც შესაძლებელია, ვამბობ კიდეც.

ხშირად ვისმენთ, რომ ადამიანები გაიტაცეს, თუმცა რუსებს ამაზე ასეთი პასუხი აქვთ: ქართველები, რომლებიც გადადიან საზღვრის იქით, თუნდაც ხის მოსაჭრელად, უნდა დააკავონ მათივე უსაფრთხოებისთვის. ეს კანონდარღვევააო. მათ აღიარებული აქვთ სამხრეთ ოსეთი და შესაბამისი კანონმდებლობაც არსებობს.

_ ცხრა წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ დღემდე არ არის გამოძიებული, რა მოხდა სინამდვილეში. გამოძიება დაიწყო და არ დასრულებულა, დამნაშავეების ვინაობა არ დაუდგენიათ. 2008 წლის ომს ჰააგის სასამართლოც იძიებს და არც იქიდან არის რამე ცნობილი.

_ ნაციონალები ხშირად იმეორებენ, სააკაშვილს არ შეეძლო ომის დაწყება, რადგან საკუთარ ქვეყანაში ომს არავინ იწყებსო. იმხანად ქართული მასმედიის მხრიდან საშინელი სიცრუე წამოვიდა. გახსოვთ. ალბათ, იმასაც ამბობდნენ და ზეიმობდნენ, რომ ომი მოიგეს. დაიკარგა ქართული სოფლები: ქურთა, თამარაშენი, კოდორის ხეობა, სააკაშვილმა კი განაცხადა, _ რა დაიკარგა, ქვა-ღორღის მეტი არაფერი იყო, სამაგიეროდ, მსოფლიომ რუსეთის აგრესია დაინახაო. ანუ, მიშას აზრით, ომი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, საჭირო იყო იმისთვის, რომ მსოფლიოს რუსეთის აგრესია დაენახა, თუმცა არსად, არც ერთ დოკუმენტში არ არის ნახსენები, რომ რუსეთმა აგრესია გამოავლინა. სააკაშვილს პოპულისტური პოლიტიკით სურდა თავისი პოზიციების განმტკიცება, მას არ ეგონა, რომ რუსეთი პასუხს გასცემდა.

_ ამერიკას არ წაუქეზებია?

_ როგორ არა. ომს უსწრებდა ამერიკის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის _ კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოში. ახლა ამერიკელები ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ასე არ არის. მიშა ამერიკელების ნებართვის გარეშე არაფერს მოიმოქმედებდა, ის სრულად იყო მოქცეული ამერიკელების გავლენის ქვეშ. ომის პირობებში ყველაფრის კეთება შეიძლება, მათ შორის, ფულის გათეთრება. გახსოვთ, ალბათ, რომ საქართველომ 4 მილიარდი დოლარი მიიღო დევნილების დასახმარებლად, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ფული მათთვის არ დახარჯულა და სოროებში აცხოვრებენ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ დევნილებს. მილიარდები მოხმარდა დასავლეთის ბიუროკრატიას, რეჟიმის სტაბილიზაციას, არასამთავრობოებმაც მოითბეს ხელი და ა.შ.

_ დღეს თუ ხედავთ ომის საფრთხეს?

_ ახლა სიმშვიდეა და, სააკაშვილისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის საომრად განწყობილი, თანაც, არც ამერიკას აქვს გადაწყვეტილება მიღებული რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე. ცუდი ფაქტი იყო ნატოს ტანკების გასეირნება ახალგორთან ახლოს, ამან, ალბათ, გააღიზიანა რუსეთი, მაგრამ უშუალოდ ომის დაწყების საფრთხის წინაშე არ ვდგავართ. თუმცა გამორიცხული არაფერია, ომის მომზადება და ვითარების დაძაბვა ერთი წუთის საქმეა. ომის საფრთხე ჩრდილოეთ აფრიკაშიც არ ჩანდა, არც სირიაში, მაგრამ თურმე ჩუმად მზადდებოდა. ასე რომ, დაზღვეული ნამდვილად არ ვართ.

_ როგორ შეაფასებს ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომს?

_ ყველაფერი ნათელია, ვისაც დანახვა არ უნდა, ის ვერც დაინახავს, მაგრამ იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, ვერ მიხვდეს, რა ხდებოდა 7 აგვისტოს… ბევრი ფიქრობს, რომ ომი მას შემდეგ დაიწყო, როცა რუსეთის ჯარი დაგვესხა თავს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვისროლეთ “გრადებიდან”, რომელთაც ზუსტი სამიზნე არ აქვს და რას მოხვდება, არავინ იცის. გარდა ამისა, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველომ სამიზნეში ამოიღო, განლაგებული იყო სამშვიდობო ჯარი. იქ 1990-იანი წლებიდან იდგნენ რუსები, ოსები და ქართველები.

ომის დაწყებამდე უნდა მომხდარიყოდაგომისის ხელშეკრულებისდენონსაცია, შემდეგ ჯარების გაყვანაზე უნდა გვეზრუნა, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველომ არ წაუყენა ულტიმატუმი რუსეთს და ქურდულად დაიწყო მასშტაბური საომარი ოპერაცია. საქართველომ აგრესია გამოხატა _ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, მაგრამ თავს დავესხით რუსულ ჯარს, ქართველმა სამშვიდობოებმა ზურგში ესროლეს რუს სამშვიდობოებს. 68 ჯარისკაცი დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან. ისინი ჭურვის ნამსხვრევებით კი არ დაღუპულან, არამედ ტყვიით, თანაც, 58- არმიის წევრები კი არა, სამშვიდობოები. ეს ის ფაქტებია, რომელთა დავიწყებაც და იგნორირებაც არ შეიძლება.

სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა. მან ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო ნორმები და საკუთარ ქვეყანაში ომი ანტიკონსტიტუციურად გააჩაღა, ხელისუფლების უზურპირება მოახდინა და ქართული ჯარი სამშობლოში აბრძოლა.

ახალმა ხელისუფლებამ კი სააკაშვილი არ გაასამართლა და განაგრძო მისი რიტორიკა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და რომ რუსები ოკუპანტები არიან. საქართველოს აუცილებლად უნდა გაესამართლებინა სააკაშვილი, ამით პოზიციებს გავიმყარებდით რუსებთანაც, ოსებთანაც და აფხაზებთანაც. ჩვენ მათ ვეტყოდით, რომ სამხედრო დამნაშავე დავსაჯეთ და რომ მისი ეს ნაბიჯი არ იყო ქართველი ხალხის ნება. ჩვენ მათ წინაშე მართლები ვიქნებოდით. რუსებს იმასაც ვეტყოდით, რომ სწორედ მათი მხარდაჭერით სარგებლობდა სააკაშვილი 2003 წელს, როდესაც შევარდნაძე გააძევა და როდესაც ასლან აბაშიძე წაიყვანეს. შეცდომა რუსების დაშვებულია და ჩვენ ამის თქმის საშუალება მოგვეცემოდა. მიშა რომ არ გავასამართლეთ, ამით ჩვენი პოზიციები დასუსტდა. სააკაშვილი 2008 წელსვე უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ იმხანად პოლიტიკოსები სოროებში შეძვრნენ. მერე უკვე გვიან იყო, რადგან პოზიციები გაიმყარა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ.

სააკაშვილს სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს, უნდა აღიაროს დანაშაული; უნდა თქვას, რას ეუბნებოდა მაკეინი, კონდოლიზა რაისი; განაცხადოს, რომ მსხვერპლი იყო ამერიკის. ეს საქციელი მას ქულებს მოუტანდა, მაგრამ გარეწარია და მისგან ამას არავინ ელის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here