Home სხვადასხვა დაიჯესტი “გსურს, გაიმარჯვო მტერზე? აღზარდე მისი შვილები!” _ ნატო მოლდოველ ახალგაზრდებზე “ზრუნვას” იწყებს

“გსურს, გაიმარჯვო მტერზე? აღზარდე მისი შვილები!” _ ნატო მოლდოველ ახალგაზრდებზე “ზრუნვას” იწყებს

934
“გსურს, გაიმარჯვო მტერზე? აღზარდე მისი შვილები!” _ ნატო მოლდოველ ახალგაზრდებზე “ზრუნვას” იწყებს

ნატო არ კარგავს იმედს, რომ მას გულმხურვალედ შეიყვარებენ მოლდოველები. ამ აღმოსავლური სიბრძნით შეიარაღებულმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, დაიწყონ მოლდოველი ახალგაზრდების აღზრდა, რისთვისაც ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის (IPRE) ძალებითა და ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის მხარდაჭერით კიშინიოვში ამოქმედდა პროექტიახალგაზრდობა ნატოსთვის”.

მიზანი _ მოლდოვის ახალგაზრდობის ინფორმირება “ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მოღვაწეობის შესახებ, მის მისიებსა და ნატო-მოლდოვის თანამშრომლობის მიღწევებზე”. შეგახსენებთ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოლდოვის მოსახლეობის დაახლოებით 60%  ქვეყნის  ნატოში შესვლის წინააღმდეგია. ამ 60%-ში ბევრია მოლდოველი ახალგაზრდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here