მთავარი ეკონომიკა გორში 10 000-სულიანი ,,თეთრი ფერმის“ მშენებლობა შეჩერებულია – რა გახდა პროექტის შეჩერების...

გორში 10 000-სულიანი ,,თეთრი ფერმის“ მშენებლობა შეჩერებულია – რა გახდა პროექტის შეჩერების მიზეზი

81
გააზიარეთ

2020 წელს გაცხადებული გეგმის მიხედვით, ,,თეთრი ფერმას” გორში ახალი 10 000- სულიანი ფერმა უახლოეს 2 წელში უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტი შეჩერებულია – ამის შესახებ ,,ბიზნესპრენიუსს” კახეთში მოქმედი მერძეული მეურნეობის „თეთრი ფერმის“ მენეჯერმა დიტო ბანკანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სიღნაღში არსებული ფერმა კვლავ მოქმედია და წარმოება არ შეუმცირებია, თუმცა მხოლოდ თვითკმარია და მოგებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

,გორში, ფერმის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია. მიზეზი, ქვეყანაში არსებული ,,კარგი“ მდგომარეობაა.

რაც შეეხება ბოდბის ფერმას, იქ წარმოება არ შეგვიმცირებია, თუმცა იმდენად მძიმე ვითარებაა და ისეთია ფასები, რომ მოგებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ძლივს ინახავს თავის თავს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, თუმცა კახეთში უამრავი ფერმა უკვე გაკოტრდა, ორი დაიხურა“, – განაცხადა დიტო ბანკანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფერმერმა პირველი მერძეული მეუნეობა – „თეთრი ფერმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოდბეში ჰოლანდიური ინვესტიციით აამოქმედა და აპრილის შემდეგ 440-სულიანი ფერმის დღიური წარმოდობის გაზრდას 10 ტონამდე გეგმავს.

https://www.bpn.ge/
გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here