Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიის პოლიციამ 11 ადამიანი ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა

გერმანიის პოლიციამ 11 ადამიანი ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა

1137
გერმანიის პოლიციამ 11 ადამიანი ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა

მიუნსტერის პოლიციამ 11 პირი სამი ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა, _ იუწყება გერმანული გამოცემა Berliner Zeitung.

პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა იძალადეს ხუთი, ათი და თორმეტი წლის სამ ბავშვზე. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის დაპატიმრებული 11 ადამიანი გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდანაა, მათგან შვიდს წინასწარ პატიმრობა აქვს მისჯილი.

პოლიცია იუწყება, რომ ოთხი მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდა ორი, ხუთი და ათი წლის ბიჭებს მთავარი ეჭვმიტანილის ფანჩატურში. ამასთანავე, ეჭვმიტანილები კამერით იღებდნენ გარყვნილების ზოგიერთ მომენტს.

გამომძიებლებმა გაუპატიურების უტყუარობა კონფისკებული დისკის მეშვეობით დაადგინეს. საოცარი ფაქტია: ყველა ბავშვი ბოროტმოქმედთა ახლო ნათესავია. პოლიცია იუწყება იმასაც, რომ მოძალადენი სექსუალური აქტის ჩადენამდე ბავშვებს წამლებით აძინებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პოლიცია 2018 წლიდან იძიებს ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერების წყაროებს, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება. გამოძიებამ დაადგინა, რომ არსებობს ქსელი პედოფილების, რომლებიც ძალადობდნენ ბავშვებზე და ამ ვიდეოჩანაწერებს ურთიერთშორის ავრცელებდნენ. რამდენიმე ასეთი ფაქტი დადასტურდა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე. მაშინ სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე პედოფილი, რომლებმაც კემპინგზე რამდენიმე წლის განმავლობაში ასჯერ იძალადეს ბავშვზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here