მთავარი საზოგადოება განათლება, მათემატიკა და რუსები

განათლება, მათემატიკა და რუსები

განათლების სისტემაში “ჯეჯეიზმი” ყვავის

1221
გააზიარეთ
ირინე აბულაძე, განათლების მინისტრის მოადგილე - „დედალი ჯეჯე“

იმან, რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში მოხდა, ძალიან უცნაურად შეადუღაბა ერთმანეთთან ქართველი მოსწავლეების ცნობიერებაში მათემატიკა და რუსები. საზოგადად, მათ უმეტესობას მათემატიკა რომ არ უყვარს, საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება რუსებს, მათ სიძულვილს ქართულ სკოლებში ბავშვებს უკვე დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და, ამრიგად, მათემატიკასა და რუსებს საერთო შტრიხი ქართველი მოსწავლეების აზროვნებაში ისედაც აქვს.

როგორც ჩანს, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, კიდევ უფრო განამტკიცონ ეს საერთო შტრიხები მათემატიკასა და რუსეთს შორის. მაგალითად, გასულ კვირაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების მინისტრი იმიტომ მოხსნეს, რომ მან ერთ-ერთი ფესტივალის მონაწილე რუსების მიმართ უდიერი განცხადებები არ გააკეთა. არადა, მას რომ ისევე უდიერად ელაპარაკა რუსებზე, როგორც ილაპარაკა მათემატიკაზე აგერ, თბილისში, არა აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, მაშინ მასაც დატოვებდნენ თანამდებობაზე.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე პირდაპირ ამბობს: განათლების რეფორმებში ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ოცდამეერთე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები ან კიდევ ფიზიკის. მთავარია, აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული”.

ამ ფრაზის წაკითხვისას ბევრს გაახსენდებოდა განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისი აზრები “ოცდამეერთე საუკუნეში მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნის უსარგებლობისა” და “გუგლის” გარდაუვალობის” შესახებ ბევრს ემახსოვრება. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოს განათლების სისტემაშიჯეჯეიზმიყვავის და განათლების მინისტრის მოადგილედ აშკარადდედალი ჯეჯეგვიზის.

საზოგად?დ, ეს თემა, რომ “ცხოვრებაში რაში გამოგადგება მათემატიკის ფორმულების ცოდნა” და ა.შ., ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მახსოვს ზარმაცი, მაგრამ დიდი ამბიციის მქონე უნიჭო მოსწავლეებისგან. როგორც ჩანს, ის ზარმაცი, უნიჭო და ამბიციური მოსწავლეები ახლა სხვადასხვა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე გვევლინებიან და “ბავშვობის ტკივილებს” ვერ ივიწყებენ. მათემატიკასა და ფიზიკაზე შურისძიება მათი მთავარი საზრუნავია.

საინტერესოა, რატომ შეჩერდა განათლების მინისტრის “ბრძენი” მოადგილე მხოლოდ მათემატიკასა და ფიზიკაზე? დავიჯერო, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქიმიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების ცოდნა, მისი აზრით, საჭიროა?!

არამც და არამც! რისთვის სჭირდება ვინმეს ისინი? ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა!

რა შუაშია ოცდამეერთე საუკუნე? _ შეიძლება იკითხოს ვინმემ. მე ასეთი პასუხი მაქვს _ არ ვიცი! არ ვიცი, ყველა, ვისაც თავისი შტერული აზრების ან უზნეო საქციელის გამართლება მოუნდება, ყველაფერს ოცდამეერთე საკუნეს რატომ აბრალებს?! რა დააშავა ამ საწყალმა ოცდამეერთე საუკუნემ ასეთი?!

ვიღაცას მოუნდება თავისი უვიცობის დაფარვა და უტიფარი სახით გეუბნება: კარგი რა, რა დროს რაღაცის ზეპირად ცოდნაა, ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა!

ვიღაცას მოუნდება თავისი ვულგარულობის “თანამედროვეობად” გასაღება და ამაყად ამბობს: მერე რა, ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა?!

ვიღაცას, უბრალოდ, თავისი ბოზობის “თავისუფლებად” წარმოჩენა სურს და თავაწეული აცხადებს: კარგი რა, ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა?!

მოკლედ, ეს გამოთქმა, ასე ვთქვათ, “ყველაფერზე მიდის”. რაც უნდა დააშავო, გამოთქმა “მერე რა მოხდა, ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა” ყოველთვის გამოდგება.

სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, რატომ აყენებენ “ჯეჯეისტები” ასეთ ალტერნატივას, რომ ბავშვმა ან მათემატიკის ფორმულები უნდა ისწავლოს, ან მოქალაქედ აღიზარდოს. რა, განა ბავშვს მათემატიკის ცოდნამ გონებაც რომ გაუხსნას და ღირსეულ მოქალაქედაც ჩამოყალიბდეს, არ შეიძლება? რომელი ჯობია _ მარტოდენ ღირსეული, მაგრამ უვიცი თუ ღირსეული და თანაც განათლებული მოქალაქე გვყავდეს? ცალკე სათქმელია, რომ ღირსება ბავშვმა ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებიდან, პირველ რიგში, “ვეფხისტყაოსნიდან” უნდა ისწავლოს, მაგრამ ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩა სასკოლო პროგრამებში, ისეა შეკვეცილ-დამახინჯებული, რომ მათგან რაიმეს სწავლა შეუძლებელია.

თუმცა, რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყოველივე ამის, ანუ განათლების მინისტრის მოადგილის მიერ მათემატიკისა და ფიზიკის ასეთი გამოუსადეგარობის საჯაროდ ქადაგების ფონზე აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას მათემატიკაზე ცუდი არ უთქვამს, მაგრამ არც რუსებზე თქვა ცუდი. ჩვენს ქვეყანაში კი, როგორც ჩანს, განათლების სფეროში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებმა, მათემატიკის გარდა, რუსებიც აუცილებლად უნდა ლანძღონ, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს რუსები თვითონ ჰყავთ მოწვეული ფესტივალზე.

26 მაისს სოციალური ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური “ნიუსი” იყო ის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მოხსნა აჭარის განათლების მინისტრი; მიზეზი _ გარკვეული პირების მიერ ბათუმის ქუჩებში რუსული დროშებით ჩავლა.

მოხსნილი მინისტრის განცხადება: ეს არის ბავშვთა ფესტივალი. მასში მონაწილეობისთვის არიან ისინი მოწვეული. მგონია, რომ საბავშვო ფესტივალი სცილდება ყოველგვარ პოლიტიკას”.

დასკვნა: რუსეთის დელეგაცია ოფიციალურად იყო მოწვეული ბათუმში საბავშვო ფესტივალზე და მათ მიერ ბათუმის ქუჩებში რუსული დროშებით ხელში გავლის გამო მოხსნეს აჭარის განათლების მინისტრი.

განა ეს პარადოქსი არ არის?! კი მაგრამ, როდესაც ფესტივალზე, მონაწილეობისთვის იწვევ დელეგაციას რუსეთიდან, რომელი ქვეყნის დროშებს ჩამოიტანენ ისინი?

თუკი რუსეთი მტერია, ოკუპანტია და მისი დროშების ფრიალი არ “გისწორდება”, მაშინ რატომ იწვევ რუსეთის დელეგაციას ფესტივალზე?

ამ მხრივ ძალიან ტრაგიკომიკური სიტუაციაა საქართველოში. ამას წინათ სადღაც წავიკითხე, ვიღაც ქართველი “ძაანპატრიოტი” წერდა: ამა და ამ ადგილზე რუსი ტურისტები შემხვდნენ და ძალიან გამაღიზიანა იმან, რომ ერთ-ერთ მათგანს მაისურზე “როსსია” ეწერა და კრემლი ეხატაო.

ბოდიში, პატივცემულო “პატრიოტებო” და რუს ტურისტებს მაისურზე რა უნდა ეწეროთ, თქვენი აზრით, _ “ბანგლადეში”? რა უაზრო უკანალის თამაშია ეს?! მაშინ, თუკი მტრის ყველა წარწერა და ატრიბუტიკა გაღიზიანებს, ჩაუკეტე საზღვარი და არ შემოუშვა საერთოდ იქიდან ტურისტები, მით უმეტეს _ უვიზოდ!

აჰ, მაგას ვერ ვიზამთ, იმიტომ, რომ ტურიზმის სფეროში შემოსავლების 80 პროცენტი სწორედ რუს ტურისტებზე მოდის? რა გამოვიდა? რუსი ტურისტები გვინდა, მათი დახარჯული ფული გვინდა, ოღონდ ამ რუსმა ტურისტებმა დედის უკანალი უნდა აგინონ საკუთარ სამშობლოს და სულ კეთილები უტრიალონ თავიანთ პრეზიდენტს, ხო?

ბარემ აქვე ვიტყვი, მართლაც საოცრება იყო სოციალურ ქსელებში გაკვირვებული ქართველი მომხმარებლების პოსტები, როდესაც არაერთმა რუსმა ტურისტმა ოფიციალურად გამოთქვა პროტესტი, რომ მათ დისკომფორტს უქმნით ზოგიერთ სასტუმროსა და რესტორანში, ასევე მეტროპოლიტენის მატარებლების ვაგონებში ინგლისურ ენაზე გაკრული წარწერა “რუსეთი ოკუპანტია!”

ქართველი “იუზერები” ამას რუსებს თავხედობაში უთვლიან და “კიდევ უფრო უარესი წარწერების გაკვრით” იმუქრებიან. მართლაც ვერ გავიგე, რატომ უნდა ესიამოვნოთ ყოველ ნაბიჯზე ასეთი წარწერა რუს ტურისტებს?!

აი, ასე და ამგვარად გაერთიანდა და გადაეჭდო ეს სამი თემა ერთმანეთს _ განათლება, მათემატიკა და რუსეთი.

ოღონდ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მთლად ყველაფერი განათლების სისტემასაც არ უნდა დავაბრალოთ. არაერთი ნიშანი არსებობს იმისა, რომ მშობლებიც თამაშობენ გარკვეულ როლს თავიანთი შვილების გამოყეყეჩებაში. მაგალითად, მათემატიკის უსარგებლობაზე მოქადაგე განათლების მინისტრის მოადგილის განცახდებაზე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობლის კომენტარი ასეთია: “დიახ, ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები სხვაგვარად აზროვნებენ. ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ მასწავლებლები რაიმე მარტივ საკითხზე _ ეგ სიზმარშიც რომ გკითხონ, უნდა უპასუხოო, და ვუსმენდით მორჩილად, ახლა ეგრე აღარ არის. ჩემს შვილს უთხრა მასწავლებელმა _ ამა და ამ პოეტის სახელი, ქუჩაში რომ გაგაჩეროს და გკითხოს ვინმემ, ფიქრი არ უნდა დაიწყო, ისე უნდა უპასუხოო და ჩემმა შვილმა უთხრა: მასწავლებელო, ქუჩაში რომ ვინმემ გამაჩეროს და ეგ მკითხოს, ის არ იქნება ნორმალურიო”. თავისი შვილის ასეთიგამჭრიახიპასუხით აღფრთოვანებული დედა ამას აქვეყნებს საჯაროდ და ამტკიცებს, რომ ოცდამეერთე საუკუნეშისხვა ბავშვებიარიან დასხვა პრიორიტეტებია”. არადა, ამ დონის სისულელეს ბებიაჩემის თანაკლასელი ოროსნებიც ეუბნებოდნენ მასწავლებლებს, მაგრამ პასუხად თანატოლებისგან სიცილს იღებდნენ, ხოლო მშობლები უხსნიდნენ, რომ ამას მასწავლებელი, უბრალოდ, ხატოვნად ამბობს, თორემ რეალურად არც სიზმარში ჰკითხავს არავინ არავის არაფერს და არც ქუჩაში გააჩერებენ ვინმეს შეკითხვით: იცი თუ არა, ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილიო…

აგერ, ოცდამეერთე საუკუნეში კი დედა, მშობელი, ტაშს უკრავს შვილს ასეთი სულელური აზრისთვის და თანაც მთელ თაობას თავისი შვილივით სულელად წარმოაჩენს, ოღონდ თვითონ ვერ ხვდება ამ ყოველივეს და ამის მთქმელიც და შესაბამისად, თაობაც ძალიან ჭკვიანი ჰგონია…

შედეგი ასეთი გვაქვს _ განათლების სფეროს მაღალი თანამდებობის იმ პირს, რომელსაც მათემატიკა, ფიზიკა და სხვა საგნებიგამოუსადეგარადდაარასაჭიროდმიაჩნია, არათუ სამსახურიდან ხსნიან, უბრალო საყვედურსაც არავინ აძლევს. განათლების იმ მინისტრს კი, რომელმაც ფესტივალზე ოფიციალურად მოწვეულ რუს ბავშვებს მათი ქვეყნის დროშები არ წაართვა, თანამდებობიდან ელვისებურად ათავისუფლებენ რომელი მათგანია უფრო დიდი საფრთხე განათლებისთვის? დასკვნის გაკეთება მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. bakur, eri davchungdit(vici ar ginda tavi am eris nacilad miichnio, magram rodesac kartvel erzea saubari ak tkvenc, mec da sxva mravali kartveli(isetebis romlebsac kargad gvesmis realoba) mainc movixseniebit,es realobaa. amitom vambob davchlungdit(dagvachlunges da magrad imushaves kartvel erze romelic aseti susti agmochnda shinaarsobrivad). samcuxaroa da tkivilia es chveni.

    absoluturad martali xart tknes shepasebebshi!
    gaunatleblobaa chveni ubedurebis tavi da tavi, ganatleba daikvanes minimumamde! akedan modis amdeni ubedureba , tundac gachshirebuli tvitmkvlelobebi, narkomania, melomania, ertmanetis daundobloba…
    tu chven mtavroba ver shevcvalt kvelaperi sikete gamoricxulia sakartvelostvis.

  2. სად პოულობენ ასეთ დებილ ხალხს და ვინ ნიშნავს მათ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ? საით მიყავთ ქვეყანა ამ ლიბერასტებს !,

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here