მთავარი პოლიტიკა “გაკვესტებული” ქართული მედია და “გაქუცნული” ქართული პოლიტიკა

“გაკვესტებული” ქართული მედია და “გაქუცნული” ქართული პოლიტიკა

1854
გააზიარეთ
კვესიტაძე ქუცნაშვილი

ნორმალურ ვითარებაში ამ და ასეთი თემისთვის განსაკუთრებული საგაზეთო სტატიის მიძღვნა ნამდვილად არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მაგრამ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება რომ იყოს, ამ თემის გარშემო არც ის ამბავი ატყდებოდა, რომელიცჟურნალისტეკა კვესიტაძისა დაპოლიტიკოსზაქარია ქუცნაშვილის საეთერო დაპირისპირების გამო ატყდა. და ნორმალურ ვითარებაში არც ეკა კვესიტაძე იქნებოდა საყოველთაოდ ცნობილი და სახელგანთქმული ჟურნალისტი და არც ზაქარია ქუცნაშვილი _ სახელმწიფოს მმართველი პარტიის ერთერთი აქტიური ლიდერი და წონიანი ფიგურა.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ სახელმწიფოში ნორმალური ვითარება არ გვაქვს, ამიტომაც ნებას ვითხოვ მკითხველისგან, ისეთ თემას შევეხოთ, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს, რა დღეში ვართ და როგორ დაბლა აქვს საზოგადოებას დაწეული ის თამასა, რომლითაც აფასებს, ანუ “ნიშანს უწერს” ნებისმიერ სფეროში მოღვაწე პერსონებს, იქნება ეს სახელმწიფოს მართვა, მასმედიის საშუალებები, ხელოვნების სფერო თუ კიდევ სხვა რამ.

თავიდანვე ვახსენე და კიდევ გავიმეორებ: ამ სტატიის დაწერა უფრო მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ვიხილე სოციალურ ქსელში ატეხილი ყიჟინა და დაფდაფების ცემა იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე პირდაპირ ეთერში ბეჭებზე გააკრა, შეარცხვინა, გააფარჩაკა და ა. შ. ამ ამბავმა, უბრალოდ, მოთმინების ფიალის ბოლო წვეთის როლი შეასრულა ჩემთვის, თორემ თემაზე “ბულბულები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ ასპარეზი” ისედაც მქონდა განზრახული საგაზეთო წერილის მომზადება.

თუმცა ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება არის ის, რომ “ბულბულები” სულაც არ დახოცილან, პირიქით _ ბევრიც არიან, მაგრამ ქვეყანაში ასპარეზი მაინც “ვირებს” აქვთ დათმობილი და ყროყინებენ და ყორყინებენ გამაყრუებლად.

“ბულბულები” კი, უყურადღებოდ მიყრილნი, ან უცხოეთში გაქცევით ცდილობენ თავის შველას, ან კიდევ რაიმე უბრალო სამუშაოს შესრულებითა და თავის რჩენით არიან დაკავებული.

ასეთ მოვლენას, მოგეხსენებათ, დეკადანსი ეწოდება. წამიკითხავს თვალსაზრისი, რომ “რენესანსის” (აღორძინების) ეპოქაში უამრავი გენიოსი იბადება, ხოლო დეკადანსის (დაღმასვლის) ეპოქაში ისინი აღარ იბადებიან. ზოგიერთი ცდილობს, გამოიკვლიოს ეს საკითხი, ახსნას გარკვეული “გენეტიკური შესვენებით” თუ რაღაც მსგავსით.

სინამდვილეში კი, ჩემი აზრით, რენესანსსაც და დეკადანსსაც ნებისმერ ქვეყანაში და ყოველთვის არა გენიოსების დაბადებაარდაბადება არამედ სახელმწიფოში შექმნილი ვითარება, მმართველობის სტილი, საზოგადოების მიერ ნიჭიერი ადამიანების სწორად დანახვისა და გამოყენებისთვის მზადყოფნა განაპირობებს. გენიოსები თუ, უბრალოდ, ნიჭიერი ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში, ზუსტად თანაბრად თუ არა, დაახლოებით ერთი რაოდენობით იბადებიან. უბრალოდ, კონკრეტულ მოცემულობაში საზოგადოება აღმოაჩენს ხოლმე მათ, მისცემს გზას, ანუ ქვეყანა, სახელმწიფო ბოლომდე პოულობს და იყენებს თავის გამორჩეულ შვილებს _ აი ეს ქმნის რენესანსს, ანუ აღორძინებას; ხოლო დეკადანსის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლები რაოდენობის ნიჭიერი იბადება, საზოგადოება, სახელმწიფო მანქანა, სახელისუფლო სისტემა ისე მახინჯად არის აწყობილი, რომ ნიჭიერი ადამიანები სრულიად უყურადღებოდ რჩებიან, ხოლო უნიჭოები, სწორხაზოვნად მოაზროვნე არაფრით გამორჩეული და ხშირად სულელი ადამიანები ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალებად ცხადდებიან.

ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა ის უამრავი ტელეკონკურსია, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხზე წელიწადში ხუთ-ექვსჯერ იმართება და სადაც ყველა “ნიჭიერია”, “ვარსკვლავია”, “შოკისმომგვრელია”, “ფენომენია”!

და, თუკი ვინმე მართლა ნიჭიერი და მართალი ადამიანი ხმას ამოიღებს და იტყვის, რომ ესა თუ ის გაფეტიშებული “ვარსკვლავი” სულაც არ არის არც შოკისმომგვრელი და არც გადასარევი, ის, რა თქმა უნდა, შურიანია, დაბოღმილია, გაბოროტებულია, წარუმატებელია და ა. შ.

ანალოგიური რამ ხდება პოეზიის, საზოგადოდ, ლიტერატურის სფეროშიც _ თუკი გარკვეულ წრეებში ძალიან მიღებულ და გაფეტიშებულ “პოეტებზე” იტყვი, დიდად არ მომწონსო, ეს ნიშნავს, რომ მათი გშურს. ეს პოეტები, ძირითადად, ისინი არიან, ვისაც “ნანუკას შოუს” მსგავს ტელეგადაცემებში დიდი მონდომებით “არეკლამებენ” და საზოგადოებას, შეიძლება ითქვას, ცხვირში ტენიან.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ ვერც საზოგადოებაა იმ დონეზე მზად, პიტნა და ხურმა ერთმანეთისგან რომ გაარჩიოს. უმეტესად კი საქმე გვაქვს ერთგვარ ფსიქოლოგიურ კომპლექსთან, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უბრალოდ, შეშინებულია _ ემანდ, უგემოვნოდ და “გამოუსვლელად” არ ჩამთვალონო და მხოლოდ ამიტომ ეთანხმება “სვეტსკების წრეს” თუ რაღაც მაგდაგვარს, რომელ წრეებსაც გავლენა აქვთ ყველა ტელევიზიაზე _ იქნება ეს სახელისუფლო თუ ოპოზციური.

ეს _ რაც შეეხება მაყურებელს, ხოლო რაც შეეხება ტელეეკრანებზე მოკეკლუცე პერსონებს, იქნება ეს სახელისუფლო წრეებიდან თუ პირიქით _ ოპოზიციიდან, აშკარაა დანინგკრუგერის ეფექტის პირდაპირი გამოვლინება.

ფსიქოლოგიაში ეს ტერმინი განმარტებულია, როგორც მდგომარეობა, როდესაც არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან მოჩვენებით უპირატესობას სხვების მიმართ, ანუ გარკვეული მცირე ცოდნა მათ არწმუნებს, რომ სრულყოფილად იციან ეს სფერო და ეჩვენებათ, რომ ამ კონკრეტულ სფეროში სხვაზე მეტი იციან .”

ყოველივე ეს ამჟამინდელ დეკადანსურ საქართველოში ყველა სეფროში შეიმჩნევა, მაგრამ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემთხვევაში დანინგ-კრუგერის ეფექტი გაცილებით თვალშისაცემია, რადგან ისინი ყველაზე ხშირად არიან ტელეეკრანებზე, ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოება კი, სამწუხაროდ, ტელეეკრანებიდან იღებს ძირითად ცოდნას და რომელიმე პერსონის ჭკვიანობა-უჭკუობასაც იმის მიხედვით საზღვრავს, კვირაში რამდენჯერ ხედავს მის “ბრძნულ” გამომეტყველებას ტელეეკრანზე.

აი, ბრძნულიგამომეტყველებისშეკერვაშიკიპროფესიონალებიარიან ჩვენი ჟურნალისტებიცა და პოლიტიკოსებიც. მაგალითად, სახეზე სათვალე, ხელში კალამი და თავის ერთგვარი, ირიბი გადაქნევა ჟურნალისტს უქმნისინტელექტუალისურყევ იმიჯს. განსაკუთრებით ეს მდედრობითი სქესის ჟურნალისტებს ახასიათებთ ბოლო პერიოდში, ხოლო დამაჯერებელი ტონი, ერთგვარი მოწყალე ღიმილი, რომელიც გამოხატავსაი, თქვენ არ იცით და მე გიხსნით”, გვიქმნის პოლიტიკოსზე, მინისტრსა თუ პარლამენტარზემცოდნისადათავის საქმეში ღრმად ჩახედულისშთაბეჭდილებას.

ქართველი საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ტელევიზორი ჯერ კიდევ “ჯადოსნური ყუთია”, ხოლო იქ გამოჩენელი ადამიანები უპირობოდ ჭკვიანი ტიპები არიან, _ “ჭკვიანი რომ არ იყოს, ტელევიზორში ვინ გამოყვანდა?!” ამიტომაც, ასეთი საზოგადოება უპირობოდ იწყებს განსჯას და ქება-დიდებას, თუკი “ტელევიზორში” ერთი მოკამათე მხარე უფრო მოეწონა, ვიდრე მეორე.

თავიდანვე ვთქვი, ამ სტატიის დასაწერად ჩემთვის ბოლო წვეთი ეკა კვესიტაძისა და ზაქარია ქუცნაშვილის კამათი იყო-მეთქი. დიახ, სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა _ , დიდო ზაქარია! შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ!”, “ვაღიარე უკვე ქუცნაშვილის სიდიადე და ნიჭი! ყოჩაღ!”, “ვაიმე, გამაგიჟა ქუცნაშვილმა, ეს რა უქნა ეკა კვესიტაძეს”, “ზაქარია ქუცნაშვილზე აწი ვინც რამეს ცუდს იტყვის, ჩემთან ექნება საქმე და ასეთები. ამიტომ, სპეციალურად ვიპოვე ინტერენტში ეს ვიდეოჩანაწერი და “სასწაულმოქმედი ზაქარიას” შთამბეჭდავი “მასტერკლასის” მოლოდინში თავიდან ბოლომდე სულმოუთქმელად ვუყურე…

ალბათ, შურიანის, დაბოღმილის, წარუმატებლის სტატუსს კიდევ ერთხელ დავიმსახურებ გარკვეული წრეების თვალში, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა _ არაფერი განსაკუთრებული! ერთი ჩვეულებრივი და სრულიად ბანალური იურისტი, “პოლიტიკოსისსტატუსით, მარტივ კამათში უგებს სრულიად უვიც, უწიგნურ, უინტელექტო და აბსოლუტურად უიმედოჟურნალისტს”. ეგაა და ეგ! ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მეცოდება საზოგადოება, რომელიც ასე აღფრთოვანდება და გადაირევა იმით, რომ ვინმემ საშუალოზე გაცილებით დაბალი დონის ჟურნალისტი დებატში დაამარცხა. ხოლო ეს ვინმე, ამის გამოგმირადდაგენიოსადცხადდება და არის ერთი ამბავი, აი, როგორი ინტელექტუალების გუნდი მართავს დღეს ჩვენს სახელმწიფოსო.

არადა, გარანტიას ვიძლევი, ეკა კვესიტაძეს ნებისმიერი ჩემი უბნელიბირჟავიკიმოუგებს ნებისიმერ დებატს, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილს ნებისმიერი ის ჟურნალისტიგაწურავსდაოხშივარს აადენს”, რომლებიც 1990-იან წლებში გავიცანი და რომლებიც დღეს, როგორც უკვე ვთქვი, ლუკმაპურის საშოვნელად ან უცხოეთში არიან გადახვეწილნი, ანელიავას ბაზრობაზედგანანბარგალკითდა თარაზოთი ხელში

სიტყვამ მოიტანა და ამასაც ვიტყვი: “ფეისბუქმა” უცნაური გამოცდილებაც შემძინა _ მათ, ვინც ამ სოციალურ სივრცეში ჭკვიანი, ინტელექტუალი, საღად და სხარტად მოაზროვნე გავიცანი და მოვიხიბლე მათი ნააზრევით, როდესაც ვეკითხები _ სად მუშაობ? რით ხარ დაკავებული? რას აკეთებ? – უმეტესობის პასუხია: უმუშევარი ვარ, გაჯზე ვმუშაობ და მლესავობით ვირჩენ თავს, უცხოეთში ვარ და მშენებლობაზე ძლივს ვიშოვე სამუშაო… ხოლო, როცა სულელს, რეგვენსა და ხეპრეს გადავაწყები და ვინტერესდები, ამ დონის ჩლუნგი, ნეტავ, სად უნდა მუშაობდეს და რას უნდა აკეთებდეს-მეთქი, ხშირად გაბღენძილ პასუხს ვიღებ _ ამა და ამ სახელმწიფო დაწესებულების დეპარტამენტში, უფროს სპეციალისტად ვმუშაობ, ამა და სამსახურის უფროსად დამაწინაურეს ერთი თვის წინათ, ამა და ამ სამინისტროში მინისტრის თანაშემწე ვარ და ა.შ.

ახლა, დაფიქრდით, ქვეყანაში არსებული დეკადანსი ნიჭიერი ადამიანების არდაბადების ბრალია თუ მათი არგამოყენების? იფიქრეთ, განა შეიძლება ადამიანმა ნიადაგში ერთი ბარის პირი ამოთხაროს და იმწამს დაასკვნას _ აქ სასარგებლო წიაღისეული არ მოიპოვებაო, მერე კი ბარის პირს ამოყოლილი ყვითელი ქვიშა “ოქროდ” გაასაღოს? წიაღისეულს ღრმად, გულდასმით, უნდა მოძებნა და, რაც მთავარია, სახელმწიფოს ამის სურვილი უნდა ჰქონდეს!

რა გაეწყობა, როგორც ჩანს, დღევანდელ საქართველოში ჟურნალისტიკის ეტალონი ეკა კვესიტაძეა, ხოლო პოლიტიკოსის იდეალი _ ზაქარია ქუცნაშვილი. ჩვენც სხვა რა გზა დაგვრჩენია _ რამდენიმე წელი უნდა ავიტანოთგაკვესტებულიქართული ჟურნალსტიკა დაგაქუცნულიქართული პოლიტიკა. ოპტიმიზმის იმედს მხოლოდ ის მაძლევს, რომ ჩვენი საზოგადოება ასე თუ ისე მაინც იზრდება. აკი, ჩვენ სწორედ ის საზოგადოება ვართ, რომელმაც 2003 წელს აშკარა და უნიჭო ავანტიურა, “ვარდების რევოლუცია”, ბალიშა კანფეტივით ტკბილად შეჭამა, ხოლო დღეს მსგავსი ავანტიურა აღარ გამოსდით “ნაციონალური მოძრაობის” გამოცდილ ავანტიურისტებს. მოვა დრო და საზოგადოება იმასაც მიხვდება, რომ კვესიტაძის დამარცხება სულაც არ არის ვიღაცის მაღალი ინტელექტის მაჩვნებელი. ვიყოთ ოპტიმისტები და ცოტა ხანს კიდევ იმედიანად დაველოდოთ ქართულ რენესანსს.

ბაკურ სვანიძე

4 COMMENTS

  1. ბ რ ა ვ ო !!! —- ბაკურ! უზუსტესად ემთხვევა ამ სტატიის არსი ჩემს სფეროსაც—დიზაინს

  2. მკვირცხლი და დროული რეალობის ასახვის ოსტატი ხარ ბაკურ! მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი! ” ჭკვიანმა იცის რომ, მასზე ჭკვიანი არსებობს, რეგვენმა კვესიტაძემ (ანალიტიკოს მილიციელ უტვინაშვილის ცოლმა) კი არა. “ცოლი ქმრის სარკეაო”, აბა !

  3. 100 % სიზუსტით გადმოეცი დღევანდელი სამწუხარო რეალობა.
    დონ ქუცნა და კვესო (და სხვ.) ცოცხალი მაგალითია აყირავებული სისტემისა, ამის დანახვას განსაკუთრებული ნიჭი და მონდომება არ ესაჭიროება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე აღიქვავს მოვლენებს ისე, როგორც არის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here