Home სხვადასხვა დაიჯესტი გაერომ ხუთი წლის ბავშვების სექსუალიზაციის “ბრძანება” გასცა

გაერომ ხუთი წლის ბავშვების სექსუალიზაციის “ბრძანება” გასცა

3093
სექსუალური სწავლება

გაერომ გამოსცა “სექსუალურ საკითხებში ბავშვების განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელო”, რომელიც აუქმებს მშობლების უფლებებს და ბავშვების დემორალიზებას ახდენს, თავს ახვევს მათ ჰომოსექსუალების გამხრწნელ იდეოლოგიას.

2018 წლის 20 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერომ მიიღო და გამოაქვეყნა ამერიკელების მიერ მოწონებული “ყოვლისმომცველი” რეკომენდაციები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა და მოსწავლეთა სექსუალური განათლების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სკოლის მასწავლებლებს, შეასწავლონ ბავშვებს “დიდ დასავლეთში” ამჟამად აუცილებელი “ჰომოსექსუალების გენდერული იდეოლოგია” და მათი გაუკუღმართებული პრაქტიკაც კი.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სპეციალურმა დეპარტამენტმა (იუნესკომ) გადაამუშავა და  2009 წლის დოკუმენტს “ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება” დაარქვა.

ამერიკელმა მშობლებმა უკვე უწოდეს ამ აგრესიულ დოკუმენტს “გაეროს სრულმასშტაბიანი და ტოტალური თავდასხმა მშობელთა უფლებებსა და ტრადიციულ ზნეობაზე”, რომლის მიზანია თანამედროვე ბავშვების “ზნეობრივი გახრწნა”.

გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტი მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, თავისი საგანმანათლებლო დაწესებულებებით პროპაგანდა გაუწიოს აბორტების გაკეთებას მშობლებისთვის შეუტყობინებლად და ბავშვების ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას 5 წლიდან.

მეცნიერები უკვე მიგვითითებენ, რომ გაეროს მიერ ბავშვების სექსუალიზაციის ახალი სტანდარტები კარდინალურად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ზნეობრივ ნორმებს და ამახინჯებს ბავშვების ფსიქოლოგიას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here