მთავარი ახალი ამბები ახალი კანონპროექტით, თამბაქოს მოწევა იკრძალება საცხოვრებელი სახლის გარდა ყველა ტიპის შენობაში

ახალი კანონპროექტით, თამბაქოს მოწევა იკრძალება საცხოვრებელი სახლის გარდა ყველა ტიპის შენობაში

3334
გააზიარეთ
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით 4  აპრილს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

როგორც ალიანსში აცხადებენ, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში გამოთქვამენ იმედს, რომ პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლას არ დაექვემდებარება, კანონპროექტს მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და პირველი მოსმენით მიიღებენ.

 

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here