Home რუბრიკები ეკონომიკა აშშ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და სხვა განვითარებად ქვეყნებს დაფინანსებას უმცირებს

აშშ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და სხვა განვითარებად ქვეყნებს დაფინანსებას უმცირებს

1017

საქართველოსა და უკრაინას, შესაძლოა, აშშ–ის ფინანსური დახმარება, შესაბამისად, 58% და 70%–ით შეუმცირდეთ. ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის 2018 ფინანსური წლის რეკომენდაციებშია ნათქვამი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.


რეკომენდაციების თანახმად სომხეთს 67%–ით, ხოლო აზერაბიჯანს 90%–ით შეუმცირდება დახმარება.

მიმდინარე წელს სომხეთი დახმარების სახით 20,4 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მომავალ წელს 6,8 მილიონამდე შემცირდება. აზერბაიჯანი აშშ–დან ფინანსური დახმარების სახით მომავალ წელს მხოლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

მანამდე გამოცემა Foreign Policy წერდა, რომ აშშ განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების შემცირებდას გეგმავდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here