მთავარი ყველაზე ყველაზე აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტები

აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტები

243
გააზიარეთ
ჯორჯ ბუში-უმცროსი

აშშის დედაქალაქ ვაშინგტონში კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ აქტუალურია ამერიკელების ნდობის თემა თავიანთი პრეზიდენტების მიმართ. ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატებმა და მათ მიერ გაკონტროლებულმა მედიამ აშშის 45- პრეზიდენტი შეიარაღებული პირების კაპიტოლიუმში შეჭრისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ერთერთ ცუდ პრეზიდენტად გამოაცხადა. აშშის არსებობის 245 წლის განმავლობაში იყო რამდენიმე პრეზიდენტი, რომლებმაც ცუდი კვალი დატოვეს ამ ქვეყნის ისტორიაში. აი ისინიც:

მარტინ ვან ბიურენი
მარტინ ვან ბიურენი

მარტინ ვან ბიურენი _ აშშის მე-8 პრეზიდენტი

პრეზიდენტს, რომელმაც წინამორბედისგან მნიშვნელოვნად დევალვირებული დოლარი მიიღო, თავისუფლად შეეძლო ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, მაგრამ მან ინდიელთა საწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელება დაისახა მთავარ მიზნად. მარტინ ვან ბიურენის ინიციატივით აშშ ჩაება ფლორიდის ომში. ამერიკის აბორიგენი მკვიდრი მოსახლეობის, ინდიელების, მშობლიური კერიდან გასახლებისას კი ძალადობას არ ერიდებოდა. ბიურენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შედეგად შიმშილით დაიხოცა ათიათასობით ადამიანი. სხვათა შორის ინდიელთა საწინააღმდეგო პოზიციის გარდა, ბიურენი ცნობილი იყო იმითაც, რომ ძალიან უყვარდა ალკოჰოლური სასმელი. ამერიკელებმა მას მეტსახელად “ლურჯი ვისკი ვანი” შეარქვეს.

უილიამ ჰარისონი
უილიამ ჰარისონი

უილიამ ჰარისონი _ აშშის მე-9 პრეზიდენტი

პრეზიდენტის პოსტი ყველაზე ცოტა ხნით უილიამ ჰარისონმა შეინარჩუნა. მან წარმატებული პოლიტიკოსის რეპუტაცია მხოლოდ მაშინ მოიპოვა, როცა 60 წელს მიაღწია. კონგრესში აირჩიეს ინდიელებთან ხანგრძლივ ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ. საპრეზიდენტო არჩევნებში მან მეორე ცდით გაიმარჯვა _ ამ მომენტში უკვე 68 წლის იყო. ამ გამარჯვებით აღტაცებულმა ჰარისონმა თავის ინაუგურაციაზე 2 საათის განმავლობაში ილაპარაკა. უპალტოოდ და უქუდოდ ფეხზე მდგომი პრეზიდენტი გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და გაპრეზიდენტებიდან 30 დღის შემდეგ, 1841 წლის 4 აპრილს, გარდაიცვალა.

მილარდ ფილმორი
მილარდ ფილმორი

მილარდ ფილმორი _აშშის მე-13 პრეზიდენტი

მილარდ ფილმორმა ვერ შეძლო პრეზიდენტის პოსტზე ვადის ამოწურვამდე ყოფნა. პრეზიდენტის სავარძელი მან ზაკურიტ ტეილორის გარდაცვალების შემდეგ დაისაკუთრა, ქვეყნის პირველკაცობა კი მესამე წელს დაასრულა. მილარდი მხარს უჭერდა თეთრკანიანი მონების კანონის გამკაცრებას.

ფრანკლინ პირსი
ფრანკლინ პირსი

ფრანკლინ პირსი _აშშის მე-14 პრეზიდენტი

ამ პრეზიდენტმა აშშ-ის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მონათმფლობელობის საკითხზე არსებული დაპირისპირება გააღრმავა. პირსმა სახელი გაითქვა თავისი მძიმე ხასიათითა და მიუღებელი კონსერვატიული მოსაზრებებით, რომელთა გამოც უფრო გამწვავდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაპირისპირება. პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ პირსმა გამოსცა კანონი “კანზას-ნებრასკა”, რომლის შედეგად შეიქმნა კიდევ ორი შტატი მონობის კანონიერების განსაზღვრის უფლებით. ამან გაამწვავა კონფლიქტი ორ ახლომდებარე რეგიონს შორის, რომლებიც ადრე ერთიანი იყო. ფრანკლინ პირსი ერთ-ერთი ფაქტორი იყო სამოქალაქო ომისა, რომელიც 1857 წელს დაიწყო.

ენდრიუ ჯეკსონი
ენდრიუ ჯეკსონი

ენდრიუ ჯეკსონი _აშშის მე-17 პრეზიდენტი

ენდრნიუ ჯეკსონი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 1865 წელს, აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ. თავისი პრეზიდენტობის წლებში მან ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. მანვე გამოიყენა ვეტო შავკანიანი მოსახლეობის თანასწორუფლებიანობის კანონის დამტკიცებაზე, დაითხოვა სამხედრო მინისტრი და ყველაფერს თვითონ მართავდა, რის გამოც კინაღამ იმპიჩმენტი მოუწყვეს _ მხოლოდ რამდენიმე ხმა დააკლდა სენატში, თუმცა პოსტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დატოვა.

ვუდრო ვილსონი
ვუდრო ვილსონი

ვუდრო ვილსონი _ აშშის 28- პრეზიდენტი

ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ვუდრო ვილსონი. ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი ყველანაირად ცდილობდა შავკანიანი მოსახლეობის იმ უფლებების ანულირებას, რომლებიც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. ვუდრო ვილსონის მამა მღვდელმსახური და მონათმფლობელი იყო, მისი გავლენით შეიქმნა კუ-კლუქს_კლანი. 1901 წელს ვუდრო ვილსონმა დაწერა წიგნი სახელწოდებით “ამერიკელების ისტორია”, რომელშიც მომავალმა პრეზიდენტმა ხოტბა შეასხა კუ-კლუქს-კლანს და ჩამოაყალიბა სეგრაგაციის საფუძვლები.

ლინდონ ჯონსონი
ლინდონ ჯონსონი

ლინდონ ჯონსონი _აშშის 36- პრეზიდენტი

ჯონსონმა ფიცი პრეზიდენტის ლაინერის ბორტზე დადო პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ. სხვათა შორის ჯონსონი კენედის მკვლელობის მომენტში მის კორტეჟში იმყოფებოდა. ჯონსონმა წამოიწყო ომი ვიეტნამში, შედეგად აშშ-მა დიდი ზარალი განიცადა. მანვე შეიყვანა ჯარი დომინიკის რესპუბლიკაში. ჯონსონის რეიტინგი მისი აგრესიული პოლიტიკის გამო სწრაფად დაეცა. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის თავის რანჩოში გადავიდა და მემუარების წერა დაიწყო.

რიჩარდ ნიქსონი
რიჩარდ ნიქსონი

რიჩარდ ნიქსონი _ აშშის 37- პრეზიდენტი

საკმაო რაოდენობის პოლიტიკური გამარჯვების მოპოვების მიუხედავად (ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნა და სხვ.), ნიქსონს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ახსენებენ. ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ნიქსონი ოპონენტების მიმართ ატარებდა და რომელიც ე.წ. უოტერგეიტის სკანდალით დასრულდა.

სასტუმრო “უოტერგეიტში” ოპონენტების საუბრების მიყურადების შედეგად მოპოვებულმა აუდიოჩანაწერებმა ნიქსონსა და მის გარემოცვას კორუფციონერების სახელი შესძინა. 1974 წელს ნიქსონი იძულებული შეიქნა, პოსტიდან გადამდგარიყო. ამასთანავე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნიქსონი თავგამოდებული ანტისემიტი იყო.

ჯორჯ ბუშიუმცროსი _ აშშის 43- პრეზიდენტი

აბსურდული გადაწყვეტილებებით გამორჩეული პრეზიდენტი გახლდათ. ბუში-უმცროსის პრეზიდენტობა რამდენიმე შტატში ხმების ხელახალი გადათვლით დაიწყო. მისი პრეზიდენტობისას ამერიკაში 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა. შემდეგ ქვეყანა ავღანეთში შეიჭრა. ჯორჯ ბუშსა და მის ოჯახს (მამაც პრეზიდენტი იყო) თავს დაატყდა მწვავე კრიტიკა ქარიშხალ კატრინას შედეგების ლიკვიდაციის საქმეში გამოჩენილი უუნარობის გამო.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here