Home ახალი ამბები მსოფლიო ჟურნალისტმა ჰერშმა განაცხადა, რომ ბაიდენის თანაშემწე სალივანს აქვს უშუალო კავშირი „ჩრდილოეთ ნაკადებზე“...

ჟურნალისტმა ჰერშმა განაცხადა, რომ ბაიდენის თანაშემწე სალივანს აქვს უშუალო კავშირი „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ შექმნილ საგანგებო სიტუაციებთან

92
ჟურნალისტმა ჰერშმა განაცხადა, რომ ბაიდენის თანაშემწე სალივანს აქვს უშუალო კავშირი „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ შექმნილ საგანგებო სიტუაციებთან

ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი სეიმურ ჰერში ამტკიცებს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი მონაწილეობდა Nord Stream-სა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე მომხდარი ტერაქტის გეგმის შედგენაში.

„იქამდე, სანამ ევროპა დამოკიდებული იქნებოდა იაფი ბუნებრივი აირის მილსადენებზე, ვაშინგტონი შიშობდა, რომ გერმანიის მსგავს ქვეყნები არ ისურვებდნენ უკრაინისთვის მიეწოდებინათ ფული და იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად“, – წერს ჟურნალისტი.

ის აღნიშნავს, რომ სწორედ ამ “ტურბულენტურ მომენტში” აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლება მისცა სალივანს “შეეკრიბა უწყებათაშორისი გუნდი მილების განადგურების გეგმის შესამუშავებლად”.

ავტორმა ასევე განაცხადა, რომ Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენების ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერებები ამერიკელმა მყვინთავებმა განათავსეს ნატო-ს წვრთნების საფარქვეშ. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ნორვეგიელებმა გაააქტიურეს.

გაზეთი The Times-ი წერდა, რომ გერმანელი ექსპერტები, რომლებიც იკვლევენ გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებს, არ გამორიცხავენ, რომ ისინი შეიძლება განხორციელებულიყო დასავლეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ.

კრემლში აცხადებენ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანას გაუკვირდება, როცა მათ „ჩრდილოეთ ნაკადზე“ განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლებს დაუსახელებენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, ასეთი დივერსია ანადგურებს საერთო ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს.

https://russian.rt.com/world/news/1108465-ssha-severnyi-potok

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here