Home ახალი ამბები მსოფლიო ზახაროვა: ტატარსკის მკვლელობაზე დასავლეთის მხრიდან რეაქციის არარსებობა მრავლისმეტყველია

ზახაროვა: ტატარსკის მკვლელობაზე დასავლეთის მხრიდან რეაქციის არარსებობა მრავლისმეტყველია

110
ზახაროვა: ტატარსკის მკვლელობაზე დასავლეთის მხრიდან რეაქციის არარსებობა მრავლისმეტყველია

რუს ჟურნალისტებს კიევიდან ანგარიშსწორებით ემუქრებიან, ხოლო შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურები ამას მდუმარედ იგნორირებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის სამხედრო კორესპონდენტის ვლადლენ ტატარსკის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

„რუსი ჟურნალისტები, კიევის რეჟიმისა და მისი სულისჩამდგმელებისგან, მუდმივად განიცდიან ანგარიშსწორების მუქარას, რომლებიც სულ უფრო ხშირად ხორციელდება. ისინი ექვემდებარებიან შევიწროებას, ხდება მათი სტიგმატიზაცია ამერიკული ინტერნეტ მონოპოლიების ციფრულ პლატფორმებზე და აწყობენ „ჯადოქრებზე ნადირობას“ დასავლურ მედიაში. ეს ყველაფერი შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მდუმარე იგნორირებით ხდება, რაც უკვე შეუძლებელია არ განვმარტოთ როგორც თანხმობა, თუ არა – თანამონაწილეობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო წარსულში დასავლეთის ქვეყნები ებრძოდნენ ექსტრემიზმს და ტერორიზმს, პარიზში ერთიანი ფრონტის სახით გადიოდნენ ჟურნალისტების დასაცავად, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა ტერორისტული თავდასხმები. დღეს, რეაქციის ნაკლებობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ჟურნალისტების კეთილდღეობასა და ჟურნალისტიკის თავისუფლებაზე მოჩვენებითი შეშფოთების გათვალისწინებით, მრავლისმეტყველია, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here