მარშალ ბილინგსლის, რომელმაც აპრილში დაიკავა შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებში აშშ–ის პრეზიდენტის პოსტი, განზრახული აქვს, უახლოეს ხანში შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვს.
ბილინგსლის სურს, რიაბკოვთან განიხილოს აშშ-ის ახალი წინადადება ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე, რომელშიც ჩაერთვება ჩინეთიც, _ იუწყება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
ამ შეთანხმებამ უნდა შეცვალოს შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ, რომელსაც 2010 წელს მოაწერეს ხელი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა და რომელიც 2011 წლიდან ამოქმედდა. ამ შეთანხმების ვადა 10 წელია, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების თანხმობით კიდევ 5 წლით შეიძლება გაგრძელდეს. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია ბირთვული ქობინების შემცირება 1500 ერთეულამდე, წყალქვეშა ნავებზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და მძიმე ბომბდამშენების შემცირება 700 ერთეულამდე. ბილინგსლი და რიაბკოვი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან.
wedomosti.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ