სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების წინააღმდეგნი არიან. ამის ერთ–ერთი მიზეზი არის დასავლეთის ფარისევლური მიდგომა უკრაინის მოვლენების მიმართ.
ვუჩიჩი: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზეა და უარს არ იტყვის მასზე, მაგრამ, ახლა რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ევროკავშირში სერბეთის შესვლის შესახებ, სერბეთის მოქალაქეები “არა”-ს იტყვიან. სერბეთის ლიდერის აზრით, ამჟამად სერბეთში მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია.
ლუკა მაისურაძე