Home ახალი ამბები საქართველო ჟამი

ჟამი

ვითარება უკვე იმ ჩიხში შევიდა, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს

339
ჟამი

აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიცია უკრაინის პროცესების მიმართ  გამჟღავნებულია მის ერთერთ განცხადებაში, რომელიც თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა: “რომელიღაც ეტაპზე ომი უკრაინაში გადაიქცევა მოლოდინების თავისებურ თამაშად იმ გაგებით, რისი ატანა შეეძლება რუსეთს და რამდენის ატანისთვის იქნება მზად ევროპა“. დააკვირდით ამ ნათქვამს. ეს არ არის მხოლოდ ანალიზი მიმდინარე პროცესისა, ესაა სურვილი და სამოქმედო გეგმა, ესაა ამერიკელების მიერ წინასწარ დაგეგმილი შედეგი, რომელიც, მათი ჭკუით, აუცილებლად უნდა დადგეს.

 ამ სურვილის თუ ამ გეგმის მიხედვით ამერიკელები არამხოლოდ რუსეთსა და უკრაინას, არამედ რუსეთსა და ევროპას აპირისპირებენ ერთმანეთთან, რათა ორივე დაასუსტონ. შედეგად იმედი აქვთ, რომ თავიანთ ჰეგემონიას  შეინარჩუნებენ. პრეზიდენტი ბაიდენი ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის საჭიროა უფრო მეტი დახმარების გაწევა, ვიდრე კოლექტიური დასავლეთი დღემდე ახერხებს, თუმცა მას არ დაუზუსტებია,  რამდენით დაეხმარა აშშ უკრაინას. არადა, ეს ციფრები მართლაც დაუჯერებელ მასშტაბებს აღწევს. მაგალითად, Reuters-ის მონაცემებით, ჯერ კიდევ 19 აგვისტოს აშშ-მა უკრაინას 775 მლნ დოლარი თუ გამოუყო, ზუსტად ერთი კვირის თავზე, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს  ამ ქვეყნისთვის გამოყოფილმა თანხამ, არც მეტი, არც ნაკლები, 3 მლრდ დოლარი შეადგინა. იმავე Reuters-ის დაანგარიშებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის აშშის მიერ გაწეულმა სუფთა ფინანსურმა დახმარებამ 10, 6 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ თანხაში არ შედის მიწოდებული შეიარაღებისა და სხვა სახის დახმარების ღირებულება. საერთოდ, უკრაინისთვის კოლექტიური დასავლეთის მიერ გაწეული დახმარების სისტემატიზაცია გართულებულია. სხვადასხვა მონაცემებში ფიგურირებს ერთმანეთისგან განსხვავებული რიცხვები. სპეციალისტების აზრით, ყველაზე კომპეტენტურად ამ საკითხს სწავლობენ ერთ-ერთ გერმანულ ინსტიტუტში (Kiel Institute for the World Economy), რომელიც სპეციალური პროექტის (Ukraine Support Tracker) ფარგლებში აზუსტებს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მასშტაბებს. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 ივლისამდე მონაკვეთში უკრაინის დახმარების პროექტში ჩართული იყო ორმოცი სახელმწიფო. დახმარებამ 80,7 მლრდ ევრო შეადგინა. ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზეა აშშ. ამ სახელმწიფოს მიერ უკრაინისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეულმა დახმარებამ 42,62 მლრდ ევრო შეადგინა; ევროკავშირის წილი ამ საქმეში 15, 7 მილიარდ ევროს შეადგენს; მესამე ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთი – 6,22 მილიარდი ევრო. შემდეგ მოდიან: ერმანია – 3,34 მლრდ; პოლონეთი – 2,85 მლრდ; კანადა – 2,61 მლრდ; საფრანგეთი – 2,34 მლრდ და სხვ. ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ბევრი ქვეყნის მონაცემი არ აქვს: “იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა არ არის აღიცხული, არიან არა მხოლოდ ჩინეთი, ინდოეთი ან თურქეთი, არამედ ევროპული სახელმწიფოებიც ესპანეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ავსტრია და სხვ”. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უკრაინელი ფაშისტებისთვის კოლექტიური დასავლეთის მიერ გაწეული დახმარება კოლოსალურ თანხას შეადგენს. საქმე კი ისაა, რომ ამას სულ ტყუილად არქმევენ უკრაინის დახმარებას, ეს არის კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში შეტანილი წვლილი, რომელიც მსოფლიოს გლობალური კატასტროფისკენ მიაქანებს, მაგრამ დასავლეთი, რომელიც საბედისწერო თამაშში ჩაერთო, უკან დახევას არ აპირებს, რუსეთს კი უკან დასახევი არ აქვს.

ამგვარად, ვითარება უკვე იმ ჩიხში შევიდა, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს (24 აგვისტო) კიევში ჩასულმა ბორის ჯონსონმა ისეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რომლის მსგავსს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კი არა, ქართველი შარახვეტია პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც რომ არ უნდა კადრულობდნენ: ზუსტად ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, უნდა დაარტყათ რუსეთს. პუტინის ჯარი დაიღალა, ისინი კოლოსალურ დანაკარგს განიცდიან. ჩვენ ვხედავთ, რა მაღალია ფასი, რომელსაც ისინი იხდიან. ახლა არ არის მშვიდობის ჩამოგდების დრო. ახლა ის დროა, რომ რუსეთს დაარტყათ. ამ ომს მხოლოდ ერთი ბოლო უნდა ჰქონდესუკრაინის გამარჯვება“.

რატომ არის სულელური ჯონსონის ეს პოზიცია? იმიტომ, რომ რუსეთისთვის დარტყმის მიყენება ნიშნავს მსოფლიოს გადაჩეხვას ბირთვული ომის ჯოჯოხეთში. ჯონსონის ოცნება რუსეთის დამარცხებისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრეების ხელში ჩაგდების შესახებ ფუჭი და რეალობას მოწყვეტილია. ამ საქმეში სხვა რამ არის რეალური. კერძოდ ის, რომ ერთი რუსული რაკეტაც კი სრულიად საკმარისია იმ კუნძულის ჩასაძირად, რომლიდანაც ეს არამზადა თითის ქნევით ელაპარაკება პლანეტის მშვიდობიან მოსახლეობას. არც ისაა რეალობასთან ახლოს, რასაც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბედავს და ბოდავს: “დღეს, 23 აგისტოს, ჩვენ პატივს მივაგებთ სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნას”. ფაშისტების ამ ვიგინდარა ნაშიერმა იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ სტალინისა და ჰიტლერის გათანაბრების მცდელობა არარეალურია, მაგრამ სავსებით რეალური შეიძლება იყოს გერმანიის ისევე გახლეჩვა ორ ნაწილად, როგორც 1945 წელს გაიხლიჩა, მას შემდეგ, რაც შოლცის დამნაშავე წინაპრებს სტალინმა რაიხსტაგის ბუნაგი თავზე ჩამოამხო, შემდეგ კი ამ ჯოჯოხეთური ომის გამჩაღებელი სამხედრო დამნაშავეები მათსავე ქვეყანაში საერთაშორისო სასამართლოზე გაასამართლა და ამერიკელ ჯალათს სათითაოდ ჩამოახრჩობინა. შოლცი საკუთარი ტყავიდან ძვრება იმის მტკიცებაში, რომ იგი სს-ის ობერგრუპენფიურერის შვილიშვილი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილიშვილია, როდესაც თვითონ არის პირწავარდნილი ფაშისტი, რომელიც ჰიტლერისა და სტალინის გვერდიგვერდ დაყენების უბინძურეს კამპანიაშია ჩართული.

აშშ ყველაფერს აკეთებს ევროპაში ახალი ფაშიზმი გასაღვივებლად იმ იმედით, რომ ჩანაფიქრი, რომელიც სწორედ სტალინის ფენომენთან შეჯახების გამო ერთხელ არ გაუვიდათ, იქნებ ამ ჯერზე მაინც ისრულონრუსეთის დაჩოქება და მთელი იმ ულევი ბუნებრივი სიმდიდრისა და რესურსის ხელში ჩაგდება, ომლები მის ტერიტორიაზე ეგულებათ; პარალელურად _ ევროპის დასუსტება, რაც ამ კონტინენტის ერთპიროვნული მართვის ბერკეტებს გაუჩენთ.

კოლექტიური დასავლეთი მზადაა, როგორც თვითონ აცხადებს, უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს, რაც ამ მოტყუებული და გაბითურებული ხალხისთვის ღია გენოციდის მოწყობას ნიშნავს. ამ დანაშაულებრივი საქმისთვის აშშ და კოლექტიური დასავლეთი არც თანხებს იშურებენ, არც შეიარაღებას, არც პროპაგანდასა და საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმის ბაირახტარად აშშის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გვევლინება, რომელიც გამოცდილი ქილერის ალღოთი და გუმანით მიიწევს წინ. იგი მზადაა, თუნდაც მთელი უკრაინა (ბოლო უკრაინელამდე) შეწიროს იმდიადმიზანს, ომელსაც მთელ მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის განმტკიცება და ერთპოლუსიანი მსოფლიოს შენარჩუნება ჰქვია.

დასანანია და სამწუხარო, რომ ყოველივე ამის ფონზე და თანაც იმ ვითარებაში, როცა უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების მხრიდან საქართველოს შეურაცხყოფისა და მისი აბსოლუტურად დაუმსახურებელი კილვის გარდა არაფერი გვესმის, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამოხატულება ყოფილა: “უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი აღმაფრთოვანებელი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლობელი, მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლებით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ერთად. დიდება უკრაინას!” ეს ქალბატონი იმის გამოც არის შეწუხებული, რომ საქართველოს მთავრობამ, უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების პარალელურად, მეორე ფრონტი არ გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ქალბატონ პრეზიდენტს ბებერი მკვლელის, ჯო ბაიდენის, დროშის ქვეშ დგომა სწყურია, თანამედროვე ფაშისტების – ბორის ჯონსონისა და ოლაფ შოლცის გვერდით დგომა სწყურია, ვინაიდან სტალინისთვის მასაც ვერ მიუტევებია დასავლური ფაშიზმის დასამარება, რომელსაც მისი უშუალო წინაპრები თანგრძნობას უცხადებდნენ და იმედის თვალით შეჰყურებდნენ. ქალბატონ პრეზიდენტს, ალბათ, ქართველი ხალხისთვისაც ვერ მიუტევებია დიდ სამამულო ომში გმირული მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მისთვის ფაშიზმთან ბრძოლას შეწირული ასიათასობით ქართველი ჯარისკაცის ხსოვნაც მიუღებელია, ამიტომაც გამოვიდა იგი ვაკის პარკში დაკრძალული უცნობი ჯარისკაცის იდეისათვის შინაარსის შეცვლის მოწოდებით: “ჩემი ინიციატივაა, რომ შევქმნათ ერთიანი მემორიალი ვაკის პარკში, სადაც დღეს მიმდინარეობს რეაბილიტაცია. იმისთვის, რომ იქ ყველას, ვინც იბრძოდა სხვადასხვა პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ადგილი ჰქონდეს მიკუთვნებული”. ალბათ, გაჩნდება შეკითხვა – რისთვის სჭირდება ქალბატონ პრეზიდენტს უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობა? ამ შეკითხვაზე პასუხს იგი თვითონ იძლევა იმავე ინიციატივაში, როცა ამ სამარცხვინო მოწოდებით გამოვიდა: როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანოთ პატივის მისაგებად“.

დააკვირდით, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე – ევროპიდან და ამერიკიდან თანამედროვე ფაშისტები რომ ჩამოეთრევიან სტუმრად, ფაშიზმთან მებრძოლი საბჭოთა ჯარისკაცის საფლავთან ხომ არ უნდა მივიყვანოთ?!წუხს ჩვენი მენშევიკი პრეზიდენტი.

რა გაეწყობა, ფაშისტებისა და ქილერების აღზევების ჟამი დგას; უსამართლობისა და განუკითხაობის ჟამი; სისხლიანი და ცრემლიანი ჟამი; მკვლელებისა და ავაზაკების ჟამი; თახსირთა და უზნეოთა ჟამი, რომელსაც, იმედია, წერტილი მალე დაესმება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here