Home ახალი ამბები მსოფლიო ვაშინგტონს სურს იგივე ხრიკის გაკეთება თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რაც ტანკებთან

ვაშინგტონს სურს იგივე ხრიკის გაკეთება თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რაც ტანკებთან

86
ვაშინგტონს სურს იგივე ხრიკის გაკეთება თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რაც ტანკებთან

დღეს, 31 იანვარს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს მიაწოდოს უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. თუმცა, ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ ისინი არ გამორიცხავდნენ კიევში თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობას. მოგვიანებით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თავისი პრეზიდენტის პოზიცია იმით ახსნა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია უკრაინას F-16 ავიაგამანადგურებლების გარეშეც აწვდის დიდი რაოდენობით იარაღს.

გამოწიცხულია არაა, ვაშინგტონს სურდეს იგივე ხრიკის გაკეთება თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რაც ტანკებთან დაკავშირებით გააკეთა – მოახდინოს მოკავშირეებს შორის დისკუსიის პროვოცირება და დაელოდოს, როდის დაიწყება „უმცროსი ძმების“ ხარჯზე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება ევროპიდან. შეგახსენებთ, რომ ამერიკელები „აბრამსს“ დაჰპირდნენ კიევს მხოლოდ იმისთვის, რომ შოლცი დაეთანხმებინდათ „ლეოპარდების“ მიწოდებაზე. მოგვიანებით კი, მათ მიწოდების თარიღები თითქმის 2024 წლამდე გადასწიეს.

თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. იგივე მაკრონი საუბრობს „მირაჟის“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე. საკითხის განსახილველად ნიდერლანდებიც მზადაა. პოლონელები, ზოგადად, ყოველთვის მზად არიან. ასეა თუ ისე, მოსკოვი არ უნდა მოდუნდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here