Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი: უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაღუპულ დაქირავებულებს ხელებს და...

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი: უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაღუპულ დაქირავებულებს ხელებს და თავებს აჭრიან მათი მონაცემების დასამალად

64
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი: უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაღუპულ დაქირავებულებს ხელებს და თავებს აჭრიან მათი მონაცემების დასამალად

უკრაინელი სამხედროები სპეცოპერაციის ზონაში დაღუპულ უცხოელ დაქირავებულებს ხელებს და თავებს აჭრიან, რათა დამალონ მათი პერსონალური მონაცემები. ამის შესახებ განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში ოპერატიული თათბირის შემდეგ, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა ბასტრიკინმა დონეცკში გამართა.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხელს უწყობს დაქირავებულთა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, რაც აკრძალულია საერთაშორისო ნორმებით.

„დადგენილია მონაცემები საომარ მოქმედებებში დაქირავებულთა რეკრუტირების, წვრთნების, მონაწილეობისა და ანაზღაურების ოდენობის შესახებ, რაც 30-დან 100 ათას გრივნამდეა“, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

აღნიშნულია, რომ „ქართული ნაციონალური ლეგიონის“ ხუთ წევრს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი დაქირავებაში.

მანამდე სამხედრო ექსპერტმა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრეი მაროჩკომ განაცხადა, რომ არტემოვსკის რეგიონში ნაპოვნია სამხედროების დამახინჯებული ცხედრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. დაზვერვის თანახმად, სხეულზე დაზიანებები მებრძოლების გარდაცვალების შემდეგ იყო მიყენებული, რათა გაძნელებულიყო მათი იდენტიფიცირება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here