Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის შეიარაღებული ძალების  მარაგების ამოწურვაზე, ეკონომიკასა და ახალ გეგმებზე. პუტინმა 2022 წელი...

უკრაინის შეიარაღებული ძალების  მარაგების ამოწურვაზე, ეკონომიკასა და ახალ გეგმებზე. პუტინმა 2022 წელი შეაჯამა

170

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ძირითად თეზისებს  ria.ru გვთავაზობს.

წლის შედეგების შესახებ

“იდეალური ვითარებები არ არსებობს, მაგრამ რუსეთმა წელიწადი დამაჯერებლად გაიარა. ჩვენ არ გვაქვს შეშფოთების საფუძველი, რომ ამჟამინდელი ვითარება არ მოგვცემს სამომავლო გეგმების განხორციელების საშუალებას, მათ შორის 2023 წლისთვის”.

სპეცოპერაციის ტემპებზე

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ < .. .> ყველაფერი, რაც ეხება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არის აბსოლუტურად იძულებითი, აუცილებელი ზომა. მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ჯარისკაცების, ოფიცრების, ჩვენი მებრძოლების იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ რუსეთისთვის, როცა იცავენ მის ინტერესებს, სუვერენიტეტსა და, უპირველეს ყოვლისა, იცავენ ჩვენ ხალხს”.

„ჩვენი მიზანი უკრაინის კონფლიქტის გაღვივება კი არა, ამ ომის დასრულებაა. ჩვენ მივისწრაფვით მისი დასრულებისკენ და ეს, რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი”.

შეძლეს რუსეთისა და უკრაინის ხალხების გათიშვა და დაპირისპირება

“მიუხედავად ძალისხმევისა, გათიშულობა იმატებდა და იმატებდა. როგორც ერთხელ ვთქვი, თავდაპირველად ჩვენ დაგვაშორეს, გაგვთიშეს, შემდეგ კი მოგვწამლეს და დაგვაპირისპირეს. აი, ამ თვალსაზრისით მათ, რა თქმა უნდა, მიაღწიეს შედეგს, ჩვენ კი განვიცადეთ ფიასკო”.

კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შესახებ

“ისინი, ვინც გვიპირისპირდებიან, თვლიან, რომ ეს ვითომ თავდაცვითი იარაღია. ნუ, კარგი, ჩვენ ამას, უბრალოდ, გავითვალისწინებთ. და ყოველთვის მოიძებნება ანტიდოტი. ასე რომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ აკეთებს. ეს, უბრალოდ, კონფლიქტის გახანგრძლივებაა _ ეს არის და ეს”.

რუსეთი ხარჯავს სამხედრო მარაგებს, ეს დიდი რიცხვებია, მაგრამ განსხვავება უკრაინის სამხედროსამრეწველო კომპლექსთან უზარმაზარია: კიევს მალე მარაგი აღარ დარჩება, ჩვენ კი შეგვიძლია გავზარდოთ იარაღის წარმოება”.

რუსების მდგომარეობაზე უკრაინაში

“უკრაინაში არ შეიძლება ხალხის იმ ნაწილის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც თავს რუსული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს. არადა, მათ წინააღმდეგ ომი წამოიწყეს, ჩვენ კი ვითმენდით”.

ჩვენი მიზანი, უწინარესად, არის ადამიანების დაცვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაცვა იმ ადამიანებისა, რომლებიც თავს ჩვენი ხალხის ნაწილად მიიჩნევენ, ჩვენი კულტურის ნაწილად”.

რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ

“წელს ინფლაცია იქნება 12 პროცენტზე ცოტა მეტი. და ეს, ვფიქრობ, გაცილებით კარგია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის G20-ის ქვეყნებში. კარგი არ არის, რომ ინფლაციაა, მაგრამ კარგია, რომ ის ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მომავალ წელს კი, პირველ კვარტალში, ეკონომიკის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე (ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ) მიზნობრივი მაჩვენებლებისკენ 4-5-პროცენტიანი სწრაფვა გვექნება.

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მთავარი საკითხი: გავზარდოთ მოქალაქეების რეალური ანაზღაურება _ ეს სრულიად აშკარაა. ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსავლების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი ამ მიმართულებით”.

ნავთობის ფასის ჭერის შესახებ

„ეს არის გზა მსოფლიო ენერგეტიკის განადგურების მიმართულებით. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ნაკლებად ინვესტირებულმა დარგმა ბაზარს პროდუქცია საჭირო მოცულობით აღარ მიაწოდოს, შედეგად ფასები ძალიან მოიმატებს და მტკივნეულად დაარტყამს მათ, ვინც ამ ინსტრუმენტების დანერგვას ცდილობს”.

“საპასუხო ზომები იქნება გამაფრთხილებელი, რადგან ამ ჭერს რუსეთისთვის რამე მნიშვნელოვანი  ზარალი არ მოჰყვება _ დაახლოებით ამ ფასებში ვყიდით. ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს მოვაწერ ხელს განკარგულებას”.

ბუნებრივი აირის  ფასის ჭერის შესახებ

“ბუნებრივი აირის ბაზარი ასე არ მუშაობს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ეს სწორედ ახლა მოხდა. ახლა მათ არ იციან, როგორ დაიძვრინონ თავი და ცდილობენ, ბუნებრივი აირის ფასი დაარეგულირონ.”

“თუ ეს დაარღვევს ჩვენს კონტრაქტებს, “გაზპრომის” კონტრაქტებს მის კონტრაგენტებთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიფიქროთ იმაზე, ვალდებულები ვართ თუ არა, შევასრულოთ ეს კონტრაქტები”.

ჩრდილოეთის ნაკადებზეტერაქტებისშესახებ

ეს არის ტერორისტული აქტი. ეს ყველამ აღიარა, მაგრამ ეს არის საერთაშორისო, მე ვიტყოდი, სახელმწიფო ტერორიზმის აქტი. რატომ? იმიტომ, რომ ცალკეულ პირებს, ინდივიდებს სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ განახორციელონ ასეთი თავდასხმები. ცხადია, რომ ეს მოხდა სახელმწიფოების მხარდაჭერით”.

გზავნილი ფედერალურ საკრებულოს

“ჩვენ ამას გავაკეთებთ წლის დასაწყისში, მაგრამ გზავნილის აზრი არის ზუსტად ის, რაზეც მე ახლახან ვისაუბრე. ეს, ასე თუ ისე, აისახა ჩემ გამოსვლებში, რომლებშიც შეუძლებელი იყო, ამაზე არ მელაპარაკა, ამიტომ, მართალი გითხრათ, ჩემთვის და ადმინისტრაციისთვისაც რთული იყო, არ გაგვემეორებინა და მიგვეცა ფორმალური გზავნილის სახე”.

სამომავლო გეგმების შესახებ

რა იქნება პრიორიტეტი 2023 წლისთვის? _ ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს აუცილებელია”.

“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენ არ დავუშვებთ ფულის გაფანტვას მარცხნივ და მარჯვნივ. ჩვენ გავნაგრძობთ სწრაფვას იმ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისკენ, რომლებიც მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობის ბაზა იქნება”.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://ria.ru/20221222/putin-1840659462.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here