ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კატარინა ბარლი უარყოფს ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას.
ამის შესახებ მან გერმანულ არხ ARD-ზე გადაცემა Tagesthemen-ში განაცხადა, იუწყება Bild.
„თავად ის ფაქტი, რომ უკრაინას ასე სწრაფად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საკმაოდ ექსტრაორდინარული მოვლენა იყო“, – განაცხადა ბარლიმ.
მისი თქმით, უკრაინამ იგივე პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რაც ევროკავშირის წევრობის ყველა სხვა კანდიდატმა. ისინი მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმებს – მაგრამ სამივე სფეროში მოთხოვნები “შორსაა შესრულებისგან”, – ამბობს ბარლი.
მისი აზრით, შეუძლებელია ქვეყნის ევროკავშირში სწრაფად მიღება განსაკუთრებული მიზეზების გამო. მნიშვნელოვანია “უკრაინელებთან ვიყოთ რეალისტები”, – განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში.
ამავდროულად, კიევში გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, ევროკავშირმა „რბილად შეანელა“ საუბარი უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, – წერს NYT.