Home ახალი ამბები მსოფლიო ლისიჩანსკთან უკრაინელი სამხედროების დაჯგუფება ე.წ. ქვაბში მოაქციეს

ლისიჩანსკთან უკრაინელი სამხედროების დაჯგუფება ე.წ. ქვაბში მოაქციეს

102

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლისიჩანსკთან .. ქვაბში ბლოკირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება.

“მორიგ ქვაბში სრულიად ბლოკირებულია უკრაინელი სამხედროების დაჯგუფება. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში ტყვედ დაგვნებდა 38 უკრაინელი სამხედრო, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივია და ძალით იყვნენ მობილიზებულნი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში”, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსი სამხედროები და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები ქალაქში იბრძვიან და ასრულებენ ალყაშემორტყმული მოწინააღმდეგის განადგურებას. მოკავშირე ძალებმა დაიკავეს ნოვოდრუჟევსკი, მალორიაზანცევო და ბელაია გორა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here