რეგიონის სამხედრო–სამოქალაქო ავიაციის მეთაურმა კირილე სტრემოუსოვმა განაცხადა, რომ რეგიონის საზღვარზე უკრაინის მხარემ თვითმფრინავების მეშვეობით ცეცხლი წაუკიდა ხორბლის ყანებს, _ იუწყება “რია–ნოვოსტი”. ხანძარი გაჩნდა დაპირისპირებული მხარეების გამყოფი ხაზის გასწვრივ.
“მათ რიგითი ადამიანები არ აინტერესებთ, რადგან კიევი გრანტებით ცხოვრობს, რომლებსაც დასავლეთი აძლევს”, _ განაცხადა სტრემოუსოვმა და დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ, დაებომბათ ხერსონი, მაგრამ მათ მიერ გაშვებული რაკეტები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გააუვნებლეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებს. იქ შექმნილია სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია, მუშაობენ რუსული რადიოსადგურები და ტელევიზიები, მიმოქცევაშია რუბლი. ოლქმა განაცხადა, რომ სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.
გიორგი გაჩეჩილაძე