Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინაში რუს სამხედროებს სისხლში აღმოაჩნდათ ნეიროტოქსინი, რომელიც ნატოს ბიოლოგიურ შეიარაღებაშია

უკრაინაში რუს სამხედროებს სისხლში აღმოაჩნდათ ნეიროტოქსინი, რომელიც ნატოს ბიოლოგიურ შეიარაღებაშია

92

რუსი სამხედროები, რომლებიც საბრძოლო დავალებას ასრულებდნენ ზაპოროჟიეს ოლქში, 31 ივლისს ძლიერი მოწამვლის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ სისხლში იყო კვალი ნეიროტოქსინისა სახელწოდებით B ტიპის ბოტულოტოქსინი, რომელიც ადრე ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა. ვებგვერდი avia.pro იუწყება, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და დასავლური სპეცსამსახურები საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებებს იყენებენ.

“31 ივლისს რუსი სამხედროები, რომლებიც ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ პუნქტ ვასილევკასთან საბრძოლო დავალებებს ასრულებდნენ, ძლიერი მოწამვლის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოკვლევის შედეგად მათ სისხლში აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება  B ტიპის  ბოტულოტოქსინი”, _ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ ბოტულოტოქსინს აქტიურად იყენებდნენ ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი სამხედროები. მაგრამ ეს იყო A ტიპის ბოტულოტოქსინი, რომელიც გაცილებით სახიფათოა B ჯგუფის ბოტულოტოქსინზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულებითაც იყენებენ.

რუსი სამხედროების ძლიერი ნეიროტოქსინით მოწამვლის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://avia.pro/news/u-rossiyskih-voennyh-na-ukraine-obnaruzheno-otravlenie-neytoksinom-ispolzuyushchimsya-v

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here