Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქში რუსი სამხედროების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა

უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქში რუსი სამხედროების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა

78

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონში რუსი სამხედროების ბოტულოტოქსინით მოწამვლაში დაადანაშაულა. მძიმე მოწამვლის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაყვანილი რუსი სამხედროების გამოკვლევის შედეგად მათ ორგანიზმში აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება B ტიპის ბოტულოტოქსინი, _ წერს topnews.ru.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მედიცინის მთავარი სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის (სანქტ-პეტერბურგი) სპეციალისტის მიერ დამატებითმა ანალიზმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა სამხედროების ორგანიზმში ხელოვნური წარმოშობის ორგანული შხამის არსებობა. ეს არის B ტიპის ბოტულოტოქსინი”, _ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ცნობაში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ბიოლოგიისა და ფუნდამენტური მედიცინის ინსტიტუტის ციმბირის განყოფილების ხელმძღვანელ ვალენტინ ვლასოვის განცხადებით, ბოტულოტოქსინი ორგანული წარმოშობის ძლიერი ცილოვანი შხამია, რომელიც ნერვული სისტემის დამბლას იწვევს. ბოტულინის ტოქსინი მცირე დოზით შედის ბოტოქსში. ამ ტოქსინის ბაქტერიები შეიძლება არსებობდეს დაკონსერვებულ საკვებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ამზადებს დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული იქნება კიევის რეჟიმის მიერ სანქცირებული ქიმიური ტერორიზმის ფაქტი. მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ყველა მოპოვებული მტკიცებულება გაეგზავნება ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება ხერსონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ სალდოს, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმეზე.  2021 წლის დეკემბერში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ უკრაინისთვის დამბლის გამომწვევი იარაღის მიწოდებაში აშშ დაადანაშაულა.

გიორგი გაჩეჩილაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here