Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინა ლისიჩანსკზე კონტროლის დაკარგვას ადასტურებს

უკრაინა ლისიჩანსკზე კონტროლის დაკარგვას ადასტურებს

50

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ლისიჩანსკზე კონტროლი სრულად დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქის ბოლო ქალაქი, რომელიც კიევის კონტროლქვეშ რჩებოდა, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დატოვეს, რადგანაც ინტენსიური დაბომბვებისა და მტრის რიცხობრივი უპირატესობის ფონზე ქალაქში მათი დარჩენა ფატალურ რისკებთან იყო დაკავშირებული.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინს ოფიციალურად აცნობა, რომ ლუჰანსკის ოლქი რუსეთის კონტროლს სრულად დაექვემდებარა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here