Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: უღარიბეს ქვეყნებში არსებობს შიმშილისა და სოციალური აჯანყების საფრთხე

პუტინი: უღარიბეს ქვეყნებში არსებობს შიმშილისა და სოციალური აჯანყების საფრთხე

98
ვლადიმერ პუტინი

უღარიბეს ქვეყნებში შიმშილისა და ფართომასშტაბიანი სოციალური რყევების საფრთხეა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში მიმდინარე სამიტზე.

რუსეთის ლიდერის თქმით, მსოფლიოში ენერგიის ფასების არასტაბილურობა გაიზარდა.

მანამდე ვლადიმერ პუტინი ასტანაში ჩავიდა, სადაც სამ საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

13-14 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფოს მეთაური გახდება CICA-ს მეექვსე სამიტის მონაწილე, ასევე დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს და „რუსეთ-ცენტრალური აზიის“ სამიტის მონაწილე.

ვლადიმერ პუტინი ასტანაში არაერთი მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, მათ შორის თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here